x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,არისტოკრატი და ფლეიბოი“ მნიშვნელოვანი ფაქტები ჟაკლინ და ჯონ კენედების ქორწინებიდან

ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედისა და ჟაკლინ კენედის ქორწინების ყველამ ძალიან კარგად იცის, უფრო სწორად, ყველამ იცის კენედის სკანდალური მკვლელობის და მერილინ მონროს “თვითმკვლელობის“ შესახებ. თუმცა, არის სხვა საინტერესო ფაქტებიც კენედების ცხოვრებიდან.

image

მომავალი პრეზიდენტის ოჯახი ლამის მონარქიულად ითვლებოდა. ამიტომაც პირველი ლედის არჩევა ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო. მას შემდეგ, რაც კენედი სენატორი გახდა, მამამისი შვილის ქორწინების ამბავს სერიოზულად მიუდგა. სამაგალითო ცოლი, სოწრედ ასეთი უნდა ყოფილიყო პირველი ლედი.image

ჟაკლინ ბუვიე იდეალური ვარიანტი იყო. კარგად აღზრდილი, ჭკვიანი, არსიტოკრატი, გრაციოზული და ძალიან თავშეკავებული. სწორედ ამ თვისებების გამო დარწმუნებულები იყვნენ, რომ ოჯახურ სკანდალებს სახლის გარეთ არ გაიტანდა. ჟაკლინს მხოლოდ ერთი მინუსი ჰქონდა, იმ პერიოდისთვის ის უკვე დანიშნული იყო სხვა მამაკაცზე. მას შემდეგ, რამ მშობლებმა შვილების ნაცვლად ყველაფერი გადაწყვიტეს და ჟაკლინიც და კენედიც საერთო მეგობრებმა ერთმანეთს გააცნეს, ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხი გახდა.

ჟაკლინის ოჯახს ქორწილისთვის პატარა ცერემონიის ჩატარება უნდოდა. კენედებს კი პირიქით, მდიდრული ცერემონია სურდათ. ქორწილისთვის მზადება რამდენიმე თვე გრძელდებოდა, დაპატიჟებული კი ათასზე მეტი სტუმარი იყო.

imageimage

ჟაკლინი ყველასთვის ნამდვილი არისტოკრატი იყო, აი ჯონ კენედი კი თავქარიანი ფლეიბოი, რომელიც თავის ღალატს ცოლისგან დიდად არც მალავდა. ჟაკლინ კენედი მამასთან ერთად იზრდებოდა, რომელიც ერთგულებით არ გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის საყვარლების რაოდენობა და ღალატი რა თქმა უნდა სწყინდა. არის ერთი ცნობილი შემთხვევაც, როდესაც მათ სახლში მოახლემ საძინებელ ოთახში ქალის საცვლები იპოვა და ჟაკლინს გადასცა. ქალმა საღამოს მეუღლეს მიუტანა სიტყვებით “აიღე, ეს ჩემი ზომა არ არის".image

ჟაკლინი ყოველთვის ცდილობდა თავის მოჩვენებას, რომ მასსა და კენედის შორის ყველაფერი კარგად იყო. მათი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ გაცივდა, როდესაც ჟაკლინმა გარდაცვლილი გოგონა დაბადა 1956 წელს. იმ დროს კენედი ტრადიციულად იახტით მოგზაურობდა და ტრაგედიის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო. ჟაკლინმა კაცს ვერ აპატია, რომ ასეთ რთულ პერიოდში მასთან არ იყო.image

ჟაკლინის თვალწინ მეუღლის მკვლელობამ ემოციურად გაანადგურა ქალი და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი აპატია.image

კენედის დაკრძალვის დროს ჟაკლინმა მას საქორწილო ბეჭედი ჩაუდო ხელში სიტყვებით “ახლა უკივე აღარაფერი დამრჩა".imageimage

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0