x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მაილი საირუსი: “ვირტუალური სექსი პანდემიის პერიოდში ძალიან მეხმარება”
მიმდინარე წლის აგვისტოს შემდეგ 28 წლის მაილი საირუსი პარტნიორის გარეშე ცხოვრობს, თუმცა ამის მიუხედავად სექსზე უარის თქმა მაინც არ სურს. მაგრამ რა უნდა ქნას ფრთხილმა ადამიანმა მაშინ, როცა მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს? მაილიმ გამოსავალი ვირტუალურ ურთიერთობებში იპოვა. როგორც მომღერალმა ჰოვარდ სტერნის შოუში განაცხადა, პანდემიის პერიოდში ის ვირტუალური სექსისთვის პროგრამა “ფეისთაიმს” იყენებს.


“მე ბევრი სექსი მაქვს “ფეისთაიმით”, რაც ყველაზე უსაფრთხო კონტაქტია”, - თქვა მაილიმ. “ამგვარად არ არსებობს შესაძლებლობა, რომ კორონავირუსით დავინფიცირდე”.


ოდნავ მოგვიანებით მომღერალმა საკუთარი დამოკიდებულება პანდემიის დროს სექსის მიმართ კიდევ უფრო უკეთ ახსნა.


“მე არასოდეს არ გავაკეთებ ისეთ უპასუხისმგებლო რაღაცას, რაც სხვებს ზიანს მიაყენებს”, - განმარტა ცნობილმა ხელოვანმა. “ძალიან ცუდია, თუ ზოგიერთი ადამიანი უსაფრთხოების ზომებს არ იღებს, რათა საკუთარი თავი და ირგვლივმყოფები დაიცვას”.



ახალგაზრდა ამერიკელმა, რომელსაც მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს, არ დააკონკრეტა, თუ ვისთან აქვს სექსი “ფეისთაიმის” მეშვეობით. კორონავირუსის პანდემიის პერიოდს მან პაემნებზე სასიარულოდ და ადამიანებთან შესახვედრად “საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე დრო” უწოდა.


მაილი საირუსი საკუთარ თავს პანდექსუალად მოიხსენიებს, რაც მას იმის შესაძლებლობას აძლევს, მოსწონდეს როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. როგორც მან განმარტა, ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად კოსოვოური წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი, 25 წლის დუა ლიპა იზიდავს, რომელთან ერთადაც პანდემიის მიუხედავად კლიპი “Prisoner” ჩაწერა, რამაც 2 კვირაში You Tube-ზე 25 მილიონი ნახვა დააგროვა.


“შესაძლებლობა რომ მომეცეს, დიდი სიამოვნებით დავუახლოვდებოდი მას”, - განმარტა მაილი საირუსმა.

მაილი
0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0