x
image
დავითი ჩუთლაშვილი
იდრის ელბამ შამპანურის და როზეს პრეზენტაცია მოაწყო
Porte Noire - ასე ჰქვია იმ სავაჭრო ნიშანს, რომელიც იდრის ელბამ სულ ახლახანს ბრიტანულ საზოგადოებას წარუდგინა.


შამპანურისა და როზესგან შემდგარი სავაჭრო ნიშნის პრეზენტაცია ლონდონში გაიმართა. Porte Noire ბრიტანელი მსახიობის და ორი ცნობილი ფრანგული მეღვინეობის კოლაბორაციის ნაყოფს წარმოადგენს.


იდრის ელბას ქართველი კინომოყვარულები ძირითადად იცნობენ რეჟისორ რიდლი სკოტის მიერ გადაღებული გენიალური ფილმიდან “პრომეთე”, სადაც შავკანიანი ვარსკვლავი კაპიტანი ჯანეკის როლს ასრულებს. თუმცა, “ოქროს გლობუსის” მფლობელი 48 წლის ბრიტანელი კინოში შესრულებული როლების გარდა იმითაც არის გამორჩეული, რომ კარგ მუსიკას და წიგნებს წერს. მაგრამ ჩანს, საკუთარი მრავალფეროვანი საქმიანობა არ აკმაყოფილებს და ახლა ღვინის სამყაროშიც მოისურვა შემოსვლა. საამისოდ მან პროვანსული როზე და Blanc de Blancs Grand Cru-ის შამპანური აირჩია, რომელიც შატო “სანტა მარგარიტაში” და “შამპან ზანგერშია” დამზადებული.


შატო “სანტა მარგარიტა” ტულონსა და სან-ტროპეს შორის მდებარეობს და 1977 წლიდან ფეინარდების ოჯახის საკუთრებაშია, ხოლო როზე გრენაშ ნუარის და სანსუს ჯიშის ღვინოების შერევის შედეგად არის დამზადებული 2019 წელს.



(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)

იდრის ელბა

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0