სხვა ისტორიული ფაქტები, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია 2020, 8 დეკემბერი, 22:27 ![]() არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს ყველაფერი სრული სიმართლეა.![]() შუა საუკუნეებში კბილის პროთეზს მოკლული ჯარისკაცების კბილებისგან ამზადებდნენ![]() როდესაც მექსიკელმა გენერალმა სანტა ანამ ფეხი დაკარგა, მან "დაკარგულ" ფეხს ნამდვილი დაკრძალვის ცერემონია მოუწყო![]() როდესაც ოსმალეთის იმპერიის მმართველს იბრაჰიმ I-ს ერთ-ერთმა საყვარელმა უღალატა, მან ის დანარჩენ 300 საყვარელთან ერთად დაახრჩო.![]() ძველ რომში პირის ღრუს ანტიბაქტერიულ საშუალებად ადამიანის შარდს იყენებდნენ.![]() 1487 წელს აცტეკების ტაძრის კურთხევას ოცი ათასზე მეტი ადამიანი შესწირეს.![]() ძველ ეგვიპტეში მოსამსახურეებს თაფლს მიზანმიმართულად უსვამდნენ რათა ფარაონები ბუზებისგან დაეცვათ.![]() მეცხრამეტე საუკუნემდე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველებზეც ვრცელდებოდა.![]() პეტრე პირველმა ცოლის საყვარელი სიკვდილით დასაჯა და მეუღლე აიძულა მისი მოკვეთილი თავი საძინებელში სპირტიან ქილაში შეენახა.![]() მეთხუთმეტე საუკუნეში ევროპელები ადამიანის გვამებს ჭამდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ეს მათ მრავალი დაავადებისგან დაიცავდა.![]() მეოცე საუკუნის დასაწყისში თამბაქოს მწარმოებელი მრავალი კომპანია თავიანთი პროდუქციის რეკლამირებისთვის ექიმებს იყენებდა.![]() 755 წელს ჩინეთში ლუშანის აჯანყების დროს დაახლოებით ოცდაათი მილიონი ადამიანი დაიღუპა. იმ დროს ეს პლანეტის მოსახლეობის თითქმის მეექვსედი იყო.პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ამერიკულ არმიას მხოლოდ თვრამეტი მფრინავი ჰყავდა.![]() ერთხელ ინგლისმა და ზანზიბარმა ომი დაიწყეს, რომელმაც მხოლოდ 38 წუთს გასტანა.![]() მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ბრიტანული ტანკები ჩაის მოსამზადებელი ყველა საჭირო კომპონენტით არის აღჭურვილი.![]() 1982 წელს ქალაქ კი-ვესტმა შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დაუყოვნებლივ გამოუცხადა მას ომი, თუმცა მაშინვე დანებდა, რისთვისაც მას მილიარდი აშშ დოლარი მოსთხოვა.სადამ ჰუსეინმა საჩუქრად ქალაქ დეტროიტის გასაღები მიიღო.![]() ბოლო სამნახევარი ათასი წლის განმავლობაში კაცობრიობამ აბსოლუტურ მშვიდობაში მხოლოდ ორასი წელი გაატარა.![]() მსოფლიოში ათიდან შვიდი ყველაზე სისხლიანი ომი ჩინეთში მოხდა.![]() მსხვერპლშეწირვა მაიას კულტურის ნაწილი იყო, რომლის დროსაც როგორც ცნობილია ადამიანებს მკერდიდან ჯერ კიდევ მფეთქავ გულს აცლიდნენ.![]() როდესაც ძველ ეგვიპტეში ფარაონი გარდაიცვალებოდა, მას აკლდამაში მსახურებსაც აყოლებდნენ.რომის იმპერატორმა კომოდუსმა ერთხელ კოლოსეუმში ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შეკრიბა და მათ სიკვდილამდე ბრძოლა აიძულა.434 შეფასება არ არის |