საზოგადოება „90-იანებში დაბრუნების გვეშინოდა და ქვის ხანაში გადავედით“ - ტარიელ სუარი 2020, 6 დეკემბერი, 0:44 „90-იანებში დაბრუნების გვეშინოდა და ქვის ხანაში გადავედით“ - ეს შეფასება ცნობილმა მუსიკოსმა, ია ფარულავას ყოფილმა მეუღლემ, ტარიელ სუარმა გააკეთა. ტარიელ სუარი ამ კომენტარით მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სტატუსს ეხმიანება, სადაც გვარამია საზოგადოების მხრიდან პანდემიის პირობებში გამოჩენილ დაუდევრობასა და პასუხისმგებლობის განცდის სიმცირეზე საუბრობს. „არანაირი პრინციპი, არანაირი კანონზომიერება, არანაირი მიდგომა, არანაირი ორგანიზებულობა, არანაირი წესრიგი - კორონასთან ჩვენი ბრძოლა საბოლოოდ დავიდა ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებამდე. ლოგიკურიცაა. ჯოგი ვართ და არა საზოგადოება, “ - წერს ნიკა გვარამია, რომლის საპასუხოდაც ტარიელ სუარი ამგვარ შეფასებას აკეთებს.
მუსიკოსი საარჩევნო თემარიკას და პოლიტიკურ ვითარებასაც ეხება და ასეთ პროგნოზს აკეთებს:
„ოპოზიცია 2021 წელს შესთავაზებს, ხელისუფლება 2023-ს, საბოლოოდ კი 2022 წლის არჩევნებისთვის შეთანხმდებიან და ორივე მხარემ იცის ეს, “ - წერს ტარიელ სუარი.
463 1-ს მოსწონს
|