საზოგადოება მამაკაცმა მეგობრებთან სანაძლეოს გამო მკერდი გაიდიდა და ამისთვის 300 000 დოლარი მიიღო 2020, 4 დეკემბერი, 12:10 კანადელი ბრაიან ზემბიკი ალბათ, ყველაზე აზარტული ადამიანია ვისზეც ოდესმე გსმენიათ, მან ხომ მკერდის იმპლანტებით 20 წელზე მეტი იარა სანაძლეოს გამო! მისი აზარტულობის შესახებ ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ერთხელ სანაძლეოს გამო თავისი მეგობრის სააბაზანოში მთელი თვე გაატარა, სხვა ჯერზე მთელი ღამე გაატარა ხიდის ქვეშ ფეხზე მიკრული 10 000 დოლარით. როგორც ჩანს მოგებისთვის მამაკაცი ყველაფერზე იყო წამსვლელი. ერთ მშვენიერ დღესაც კი ბრაიანმა მეგობართან 100 000 დოლარიანი სანაძლეო დადო იმაზე, რომ გაბედავდა და მკერდს გაიდიდებდა. დაგაინტერესათ სად იშოვა მამაკაცმა პლასტიკური ოპერაციისთვის ფული? მას ნიუ იორკში ქირურგი მეგობარი ჰყავდა, რომელსაც ნარდში 5 000 დოლარი მოუგო, სწორედ ეს თანხა დაახარჯა იმპლანტებს.
მეგობრები შეთანხმდნენ“ რომ იმპლანტების გაკეთების შემდეგ ბრაიანა 100 000 დოლარს მისცემდნენ, ხოლო ყოველ წელში კიდევ 10 000 დოლარს დაუმატებდნენ. ამგვარად, მამაკაცმა გადიდებული მკერდით მთელი 20 წელი გაატარა და საერთო ჯამში 300 000 დოლარი მიიღო. 9 1-ს მოსწონს
|