საზოგადოება თურქი ანჯელინა ჯოლი - ვინ არის რეალურად ზულეიჰა "ჩუქუროვადან", რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა 29 წლით უფროს კოლეგასთან აქვს 2020, 3 დეკემბერი, 12:41 ჰილალ ალთინბილექი კიდევ ერთი პოპულარული მსახიობია თურქეთიდან, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალიდან „ერთხელ ჩუქუროვაში.“ მომხიბვლელ მსახიობს თურქ ანჯელინა ჯოლისაც კი უწოდებენ და თვლიან, რომ ის ვიზუალურად ძალიან ჰგავს ჰოლივუდის ვარსკვლავს. ჰილალი 29 წლისაა. ის 1991 წლის 21 იანვარს თურქეთის ქალაქ იზმირში დაიბადა. მისი ოჯახი კოსოვოდანაა. მსახიობის პროფესიით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა. უნივერსიტეტში კომუნიკაციის სპეციალობას სწავლობდა, თუმცა პარალელურად სამსახიობო კურსებზეც დადიოდა. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში, სადაც ხუთეულში მოხვდა და მალე მის ძირითად საქმიანობად მოდელობა იქცა. 2009-2010 წლებში სტამბოლში, ხელოვნების სკოლაში სამსახიობო ოსტატობას სწავლობდა. ალთინბილექის სატელევიზიო დებიუტი 2011 წელს შედგა, როდესაც დერინ სულარის როლი შეასრულა. 2013 წელს ის თამაშობდა სერიალში Karagül, რომელიც საქართველოში „შავი ვარდის“ სახელით არის ცნობილი. ქართველმა მაყურებელმა ჰილალი სწორედ ამ სერიალიდან გაიცნო. Karagül ჰილალის კარიერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ის შეამჩნიეს ცნობილმა რეჟისორებმა და არაერთი მიწვევა მიიღო. 2016 წელს ითამაშა სერიალში Hayatımın Aşkı, ხოლო 2018 წლიდან სერიალ Bir Zamanlar Çukurova-ს მთავარ გმირს, ზულეიჰას თამაშობს. სერიალის გადაღებები კვლავ მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ეკრანზეა, მაყურებელს არ ჰბეზრდება და თურქულ სერიალებს შორის ლიდერ პოზიციაზეა. ჰილალ ალთინბილექის სამსახიობო მოღვაწეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სერიალებით. ის გადაიღეს ფილმში სახელად Çocuklar Sana Emanet-ს, სადაც პარტნიორობა გაუწია თანამედროვე თურქული კინოინდუსტრიის მთავარ ვარსკვლავს, ენგინ აქიურექს...განაგრძეთ კითხვა <<< 615 5-ს მოსწონს
|