x
image
intermedia.ge
Mediator image
#სასწაულიწიგნებშია - აჩუქე ლიტერატურული თავგადასავალი საახალწლოდ
image


ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას ყო­ველ­თვის თან ახ­ლავს სას­წა­უ­ლის მო­ლო­დი­ნი. ეს ის დროა, როცა ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად გვი­პყრობს და სუ­ლაც არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ჩვენს ასაკს. სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბის ლა­მა­ზი თავ­გა­და­სავ­ლე­ბით გა­ტა­რე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის სურ­ვი­ლია. სას­წა­უ­ლე­ბი და თავ­გა­დას­ვლე­ბი კი წიგ­ნებ­შია. და რა უნდა ვა­ჩუ­ქოთ სა­ა­ხალ­წლოდ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, თუ არა სას­წა­უ­ლი?


გთა­ვა­ზობთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სი­ახ­ლე­ებს, რომ­ლი­თაც საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, მე­გო­ბარს ან ოჯა­ხის წევ­რს და­უ­ვი­წყარ თავ­გა­და­სა­ვალს აჩუ­ქებთ და მის­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შეხ­ვდნენ ახალ წელს იქ, სადა სურთ და ისე, რო­გორც სურთ:


ტომ ჰენ­ქსი - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ეგ­ზემპლა­რი



image


ტომ ჰენ­ქსი, გარ­და იმი­სა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბია, მწე­რა­ლიც არის და კი­დევ... ძვე­ლე­ბუ­რი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი. სწო­რედ სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნაა ამ წიგ­ნის ჩვიდ­მე­ტი­ვე მო­თხრო­ბის ერთ-ერთი გმი­რი - თით­ქოს მი­ვი­წყე­ბუ­ლი და უკვე უვარ­გი­სი არ­ტე­ფაქ­ტი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი თხრო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე. ტომ ჰენ­ქსმა ძა­ლი­ან კარ­გად იცის მისი თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი. წიგ­ნის სა­თა­უ­რიც "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ეგ­ზემპლა­რი" სწო­რედ ამ კომ­პი­უ­ტე­რამ­დელ აგ­რე­გატ­ზე აკ­რე­ფი­ლი ტექ­სტის გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.


ჩვენ ვიც­ნობთ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის დიდ მსა­ხი­ობ ტომ ჰენ­ქსს, ახლა კი მწე­რალ ტომ ჰენ­ქსსაც გა­ვიც­ნობთ.


სე­ლესტ ინგი - ყველ­გან ხან­ძრის კე­რე­ბია


image


აზი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რო­მა­ნი უკვე ქარ­თულ ენა­ზე. წიგ­ნის მი­ხედ­ვით, HBO-მ გა­და­ი­ღო არა­ნაკ­ლებ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ლიზ უი­ზერ­სპუ­ნი ას­რუ­ლებს.


პა­ტა­რა ქა­ლაქ შე­ი­კერ-ჰა­იტსში ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლია _ აქა­უ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბაც კი. მათი კე­თილ­დღე­ო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია _ მშვი­დი უბ­ნე­ბი, პრეს­ტი­ჟუ­ლი სკო­ლე­ბი, სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბა, სპორ­ტი, ული­მი­ტო და­ზღვე­ვა! ელე­ნა რი­ჩარდსო­ნი კი შე­ი­კერ-ჰა­იტ­სის იდე­ა­ლუ­რი გან­სხე­უ­ლე­ბაა _ 4 შვი­ლის დედა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იუ­რის­ტის მე­უღ­ლე ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლია, ის წე­სებს სი­ა­მოვ­ნე­ბით იცავს და და­სა­ხულ გეგ­მას პუნ­ქტობ­რი­ვად ას­რუ­ლებს. სამ­სა­ხურ­შიც გა­უ­მარ­თლა და მისი დიდი, ლა­მა­ზი სახ­ლის წინ გა­ზო­ნიც სულ გაკ­რე­ჭი­ლია. მაგ­რამ ერთ მშვე­ნი­ერ სა­ღა­მოს შე­ი­კერ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ქა­ო­სუ­რი მია უო­რე­ნი _ იდუ­მა­ლი ხე­ლო­ვა­ნი და მარ­ტო­ხე­ლა დედა, რო­მე­ლიც თი­ნე­ი­ჯერ ქა­ლიშ­ვილ­თან, პერლ­თან, ერ­თად ჩა­მო­დის და რი­ჩარდსო­ნე­ბის­გან სახ­ლს ქი­რა­ობს. სა­ი­დუმ­ლო წარ­სუ­ლის მიამ და პერლ­მა შე­საძ­ლოა ამ ქა­ლა­ქის სა­ა­თი­ვით აწყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნონ.


”ყველ­გან ხან­ძრის კე­რე­ბია“ მოგ­ვი­თხრობს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის წო­ნა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა თუ იდენ­ტო­ბის ბუ­ნე­ბა­ზე, დე­დო­ბის ძა­ლა­სა და იმ საფრ­თხე­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლავს რწმე­ნას, რომ წე­სე­ბით ცხოვ­რე­ბა კა­ტას­ტრო­ფას აგა­რი­დებს.


ემა­ნუ­ელ შმი­ტი - ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე


image


კრე­ბუ­ლის „ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე“ მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის მიღ­მა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ იმა­ლე­ბა. ხუ­თი­ვე ნო­ვე­ლა­ში მწე­რა­ლი თა­ვის საყ­ვა­რელ ხერ­ხს ყალბ ფი­ნალს მი­მარ­თავს. ეს კი წრი­უ­ლად გან­ლა­გე­ბუ­ლი სარ­კე­ე­ბი­ვით ატყუ­ებს მკი­თხველს, რო­მე­ლიც თავს იტეხს, სა­ნამ თა­ვად მწე­რა­ლი არ მი­იყ­ვანს სი­მარ­თლემ­დე.


აი, ასე­თი ლა­ბი­რინ­თის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შია ნო­ვე­ლე­ბის კრე­ბუ­ლი „ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე“, სა­დაც ერიკ ემა­ნუ­ელ შმი­ტი ბრწყინ­ვა­ლე, დახ­ვე­წილ და მო­უ­ლოდ­ნელ სი­უ­ჟე­ტურ სვლებს გვთა­ვა­ზობს.


არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი - ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე


image


არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „საბა 2020-ის“ ფი­ნა­ლის­ტია ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "წლის სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი". მისი წიგ­ნის მთა­ვა­რი თემა ამ­ბო­ხია - იმ ადა­მი­ა­ნის ამ­ბო­ხი, რო­მე­ლიც ვე­ღარ იტანს სი­ყალ­ბეს და გა­ურ­ბის მას.


ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კაცს წარ­მა­ტე­ბულს, ყვე­ლა­ნა­ირ მი­ზან­მიღ­წე­ულს შე­იძ­ლე­ბა თვა­ლი აე­ხი­ლოს და და­ი­ნა­ხოს, რომ ეს სა­ა­თი­ვით აწყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბა არის მხო­ლოდ სხვის და­სა­ნა­ხად. სწო­რედ აქ იწყე­ბა პი­როვ­ნუ­ლი ჯან­ყი და სუ­ლი­ე­რი კრი­ზი­სი, თავს წა­მო­ყოფს ბავ­შვო­ბის ტრავ­მე­ბი. და ნი­კიც მი­ა­ტო­ვებს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, ხე­ტი­ა­ლი­სას კი სა­ო­ცარ აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თებს, პო­უ­ლობს ნამ­დვილ ადა­მი­ა­ნებს, რაც მთა­ვა­რია _ სა­კუ­თარ თავს.


ჯ.რ.რ. მარ­ტი­ნი - ღა­მე­ში მფრენ­ნი


image


სა­მეც­ნი­ე­რო-ფან­ტას­ტი­კუ­რი კრე­ბუ­ლი „ღა­მე­ში მფრენ­ნი“ ჯორჯ მარ­ტინ­მა მე-20 სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში, სულ ახალ­გაზ­რდამ და­წე­რა. მას­ში 6 ვრცე­ლი მო­თხრო­ბაა შე­სუ­ლი, ერ­თმა­ნე­თი­სა­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ, მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ან და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ამ­ბებს რომ მოგ­ვი­თხრობს. სა­ტი­ტუ­ლო მო­თხრო­ბა­ში მკი­თხველს ელის კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დით ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა, რომ­ლის დრო­საც სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თი­სა და ტემ­პე­რა­მენ­ტის რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი კოს­მოს­ში მო­ხე­ტი­ა­ლე უც­ნა­ურ არ­სე­ბებს, ვოლკ­რი­ნებს და­ე­ძებს, თან დახ­შულ სივ­რცე­ში იდუ­მალ საფრ­თხეს ებ­რძვის და ერ­თგვა­რი დე­ტექ­ტი­უ­რი სა­ი­დუმ­ლოს ამოხ­სნას ცდი­ლობს; ხო­მალ­დზე, რომ­ლის კა­პი­ტა­ნიც მგზავ­რებს არ ენახ­ვე­ბათ, ვი­ღაც ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ხო­ცავს ეკი­პაჟს; ამ ნა­წარ­მო­ებ­ში დას­მუ­ლი ყვე­ლა შე­კი­თხვის პა­სუ­ხი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი და გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა...


„ღა­მე­ში მფრენ­ნი“, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ულა­მა­ზე­სი ყდით მი­ი­პყრობს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას. ყდის ილუსტრა­ტო­რი გახ­ლავთ მაკა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი.


შოთა ია­თაშ­ვი­ლი - დამ­წყე­ბი


image


დამ­წყე­ბი და თან მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი – ეს პო­ე­ტი­სა და კრი­ტი­კო­სის შოთა ია­თაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ზე ცოტა ხნის წინ გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მკი­თხველ­თა დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა უკვე გა­მო­იწ­ვია. "დამ­წყე­ბი – მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი რო­მა­ნი“ უკვე და­ა­სა­ხე­ლეს, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ–ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სი­ახ­ლედ.


„მთა­ვა­რი გმი­რი, ნი­კო­ლო­ზი არის 50 წლის ასაკს გა­დაც­დე­ნი­ლი პო­ე­ტი, რო­მე­ლიც მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა ლექ­სე­ბის შე­თხზვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და უცებ აღ­მო­ა­ჩენს, რომ თურ­მე წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს, რო­გო­რაა სამ­ყა­რო მო­წყო­ბი­ლი. ანუ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ერ­კვე­ვა იმ მთა­ვარ წეს-კა­ნო­ნებ­ში, რაც სხვა­დას­ხვა მაკ­რო თუ მიკ­რო­სამ­ყა­რო­ებ­შია. ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ, ის აჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იწყებს სხვა­დას­ხვა დის­ციპ­ლი­ნებ­ში ერ­თდრო­უ­ლად გარ­კვე­ვა­სა და ინ­ტენ­სი­ურ ფიქ­რს სხვა­დას­ხვა კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებ­სა და ფე­ნო­მე­ნებ­ზე. ეს კარ­დი­ნა­ლუ­რად ცვლის არა მხო­ლოდ მისი აზ­როვ­ნე­ბის, არა­მედ ცხოვ­რე­ბის წეს­საც. აი, ასეთ ადა­მი­ან­ზეა ეს რო­მა­ნი, ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც გა­და­წყვეტს, რომ „სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს“ და უკვე ხნი­ე­რი, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას, დამ­წყე­ბი კლა­სის მერ­ხზე ჯდე­ბა“, - შოთა ია­თაშ­ვი­ლი.


ჯე­მალ ქარჩხა­ძე - ან­ტო­ნიო და და­ვი­თი


image


რო­მა­ნის მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოა, ხოლო მთხრო­ბე­ლი - იტა­ლი­ე­ლი მოგ­ზა­უ­რი, რო­მე­ლიც ევ­რო­პელ მი­სი­ო­ნე­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის. "ან­ტო­ნიო და და­ვი­თი" და­ძა­ბუ­ლი დრა­მაა, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნის სუ­ლის ხსნის­თვის ბრძო­ლა ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლი­ე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი დის­კურ­სე­ბის ჭი­დი­ლის ფონ­ზე მი­დის. მა­ღა­ლი ემო­ცი­უ­რი მუხ­ტის მქო­ნე ეს რო­მა­ნი უზა­დო ტექ­ნი­კი­თა და გა­მორ­ჩე­უ­ლად დახ­ვე­წი­ლი ენი­თაა და წე­რი­ლი.


ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი - თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში


image


ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ მსოფ­ლიო კლა­სი­კაა, რო­მე­ლიც არა­ერთ ენა­ზე ითარ­გმნა და მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. რო­მა­ნი1951 წელს გა­მო­ი­ცა და მა­შინ­ვე დიდი კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. თუმ­ცა კრი­ტი­კას გა­უძ­ლო და ის დღემ­დე, ახალ­გაზ­რდე­ბის და არა­მარ­ტო მათი, ერთ-ერთი რჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია.


ელის დოჯ­სო­ნი - ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა


image


„ეს წიგ­ნი არის იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა შე­ვიყ­ვა­როთ სა­კუ­თა­რი თავი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ ადა­მი­ანს სხვა თვა­ლით და­ა­ნახ­ვებს, თუნ­დაც, მის „ტოქ­სი­კურ“ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და სა­კუ­თარ თავს“, - ელის დოჯ­სო­ნი.

სიყ­ვა­რულ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი დიდ ტკი­ვილ­სა და დიდი ქა­ლა­ქის აურ­ზა­ურს მთა­ში გა­ურ­ბის, სა­დაც უჩ­ვე­უ­ლო სი­წყნა­რეს, სი­ლა­მა­ზეს და მი­ტო­ვე­ბუ­ლი სოფ­ლის ლან­დებს აფა­რებს თავს. სწო­რედ აქ, მი­თე­ბი­სა და ლე­გენ­დე­ბის სა­უფ­ლო­ში, მის­ტი­კი­სა და რე­ა­ლო­ბის, წარ­სუ­ლი­სა და აწ­მყოს მიჯ­ნა­ზე, აღა­თოს ამ­ბებ­ში პო­უ­ლობს შვე­ბას, სა­კუ­თარ თავს და დიდ სიყ­ვა­რულს...


წიგნ­ში ავ­ტო­რი ხევ­სუ­რულ დი­ა­ლექტს იყე­ნებს, ტექ­სტი გა­მარ­თა და და­ა­მუ­შა­ვა ლი­ტე­რა­ტორ­მა ამი­რან არა­ბულ­მა.


ელიფ შა­ფა­ქი - ათი წუთი და ოც­დათ­ვრა­მე­ტი წამი ამ უც­ნა­ურ სამ­ყა­რო­ში


image


ეს არის თურ­ქი მწერ­ლის ელიფ შა­ფა­ქის კი­დევ ერთი ემო­ცი­უ­რი რო­მა­ნი.


ქა­ლის ბედი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის თურ­ქეთ­ში. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მე­ბის მხი­ლე­ბა მისი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­ე­ტა­პო მოვ­ლე­ნა­თა ჭრილ­ში. ცო­ცხა­ლი, უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი, რო­გორც ყო­ველ­თვის, გახ­ლავთ თა­ვად ქა­ლა­ქი სტამ­ბო­ლი - მი­ძი­ნე­ბუ­ლი თუ ყალ­ყზე შემ­დგა­რი, მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი თუ ხა­ლი­სის მომ­გვრე­ლი, მო­ზე­ი­მე თუ მგლო­ვი­ა­რე...


ინ­ფორ­მა­ცია, თუ სად შე­ი­ძი­ნოთ წიგ­ნე­ბი, იხი­ლეთ ბმულ­ზე



0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0