x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკაში დაიბადა "27 წლის"ბავშვი,რომელიც წელიწადნახევრით უმცროსია დედაზე
image


შეერთებულ შტატებში დაიბადა გოგონა, რომელიც ჩაისახა 1991 წელს და ტექნიკურად, დედისგან ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 18 თვეა. ეს ყველაფერი მეცნიერების საოცრებით მოხდა. New York Post- ის ცნობით, ემბრიონი 27 წლის წინ გაყინეს, რათა სიცოცხლისუნარიანი ბავშვი დაბადებულიყო.



პრესტონში, ტენესის უნივერსიტეტის სამედიცინო ბიბლიოთეკის მკვლევარების აზრით, გოგონა ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ხანგრძლივად გაყინული ემბრიონი, რამაც გამოიწვია ცოცხალი ბავშვის დაბადება.

გოგონამ სახელად მოლი ევერეტ გიბსონმა მოხსნა მისი ბიოლოგიური დის, ემა ვრენის რეკორდი, რომელიც გაყინვიდან 24 წლის შემდეგ დაიბადა.



29 წლის თინა გიბსონმა და მისმა მეუღლემ 36 წლის ბენჟამინმა პირველად ემბრიონის დონორის ეროვნულ ცენტრს (NEDC)მას შემდეგ მიმართეს, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში თინამ ბუნებრივად ვერ შეძლო დაორსულება.


წყვილმა თავიდან განიხილა ტრადიციულად შვილად აყვანის ვარიანტი, მაგრამ შემთხვევით შეიტყვეს ინვიტროთი ემბრიონის გადანერგვის შესაძლებლობის შესახებ.

image

თავდაპირველად ეს იდეა ოჯახს საკმაოდ გიჟური მოეჩვენა, თუმცა მომავალმა მშობლებმა მაინც გადაწყვიტეს ბედი ეცადათ, ანონიმური დონორების 300 ანკეტა შეისწავლეს და ექსპერიმენტში მონაწილეობა გადაწყვიტეს.


ემა რენი 2017 წელს დაიბადა და ორიოდე წლის შემდეგ ცოლ-ქმარი კიდევ ერთ შვილზე დაფიქრდნენ. ამის შემდეგ თინას იგივე ბიოლოგიური მშობლებისგან გადაუნერგეს ემბრიონი. ასე დაიბადა მოლი.

image

-სანამ ემბრიონები სათანადოდ ინახება თხევადი აზოტის ავზში მინუს 396 გრადუსზე, ჩვენ გვჯერა, რომ ისინი სიცოცხლისუნარიანები იქნებიან განუსაზღვრელი ვადით, - განმარტა NEDC ლაბორატორიის დირექტორმა, დოქტორ კეროლ ზომერფელტმა. - ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ მრავალი წლის წინ გაყინულმა ემბრიონიდან მშვენიერი ბავშვი დაიბადა.

image

მანჰეტენში CCRM ნაყოფიერების კლინიკის დირექტორმა ექიმმა ბრაიან ლევინმა განმარტა, რომ გაყინულ ემბრიონებს შენახვის ვადა არ აქვთ. ამასთან, შესაძლებელია, ის, ვინც 1980-იან და 1990-იან წლებში იყო გაყინული, დროთა განმავლობაში დეგრადირდეს, რადგან იმ პერიოდში ექსპერტების მიერ გამოყენებული ”ნელი გაყინვის” მეთოდმა შეიძლება შექმნას გარკვეული მოწყვლადობა.

image

0
319
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0