x
image
ლანა92
რა არის დისფორია? - მიზეზები და სიმპტომები

image



ბოლო დროს ხშირად გიფუჭდებათ განწყობა? გიჭირთ გარშემომყოფებისათვის გაძლება და მათი ქცევების ატანა? აბსოლუტურად ყველაფერი გაღიზიანებთ? თუ ასეთი შეგრძნებები თქვენთვის ნაცნობია, მაშინ, შესაძლოა, დისფორია გაწუხებდეთ.

რა არის დისფორია? - ესაა დაავადება, რომელიც ვლინდება განწყობის დაქვეითებით.

რა მიზეზები იწვევს დისფორიას?

როგორ განვასხვავოთ დეპრესია და დისფორია ერთმანეთისაგან?

რომელი დაავადებების თანმხლები შეიძლება, იყოს დისფორია?

მოცემულ კითხვებზე პასუხებს ჩვენი სტატიიდან მიიღებთ.

დისფორია აფექტურ-ემოციური სფეროს ერთ-ერთი ქრონიკული დარღვევაა. ეს ნეიროფსიქიატრიული სინდრომი თან ახლავს პიქუშ, მოღუშულ, სევდიან-ბრაზიან განწყობას.

დისფორია (სიტყვის "ეიფორია" ანტონიმია, საწინააღმდეგო ცნებაა) ბერძნულად ნიშნავს ტანჯვასა და წამებას. დისფორიული მდგომარეობა გამოიხატება გაღიზიანებითა და მტრული დამოკიდებულებით. შედეგად იზრდება დაძაბულობა, კონფლიქტურობა, ჩნდება აგრესია.ყველაფერი ეს ართულებს ურთიერთობებს ადამიანებს შორის და უარყოფითად მოქმედებს საერთო კეთილდღეობაზე.

დისფორიული მდგომარეობა უარყოფითად აისახება როგორც ფსიქიკური პრობლემების მქონე, ისე ჯანმრთელი ადამიანების ცხოვრებაზე. იგი წარმოიშვება ნორმალური, ან შევიწროებული ცნობიერების ფონზე. დისფორიას აქვს მთელი რიგი თავისებურებები. ყველაზე ხშირად, დისფორიული მდგომარეობის მახასიათებლები სხვა დაავადებების სიმპტომებია. დისფორია, როგორც ნერვული აშლილობა, თავს იჩენს ეპილეფსიის თითქმის ყველა შემთხვევის დროს, ეპიზოდურად ხშირად მწვავდება. როგორც ეპილეფსიისათვის დამახასიათებელი კრუნჩხვების, ისე დისფორიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები. დისფორიის სიმპტომები მოულოდნელად და სწრაფად ვლინდება და მალევე ქრება. აფექტური აშლილობები მყისიერად მიმდინარეობს, წამში უარესდება ადამიანის განწყობა.დისფორიული მდგომარეობა შეიძლება, გაგრძელდეს რამდენიმე კვირამდე. ამ დროს ადამიანს, მის ქცევებს წარმართავს არა გონება, არამედ ემოციები. ჩნდება უკმაყოფილება გარშემომყოფებისა და მიმდინარე მოვლენების მიმართ.

ეპილეპტოიდური მახასიათებლების მქონე ადამიანებში დისფორია შეიძლება, წარმოიქმნას, როგორც რთულ სიტუაციაზე მკვეთრი რეაქცია. ამიტომაც ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოთ მათი მდგომარეობა და მახასიათებლები.

დისფორიის აფეთქებისას ადამიანი არაადეკვატურად აღიქვამს საკუთარ თავსა და რეალობას, კარგავს საღად განსჯისა და აზროვნების უნარს. დაავადების შეტევის შემდგომ ადამიანი აცნობიერებს მომხდარს, განიხილავს, მას, როგორც განსაკუთრებულ სიტუაციას, როგორც მისი ცხოვრების განსაზღვრულ ეპიზოდს.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დისფორიული ეპიზოდები მოულოდნელად დაიწყოს და დასრულდეს, მძიმე შემთხვევებში დაავადება ნელა მიმდინარეობს, ფსიქოზური გამოვლინებებით.ბოლოს სრულდება სრული ამნეზიით.

დისფორია დამახასიათებელია ფსიქოპათიის, ორგანული დარღვევების, ეპილეფსიისა და ქრონიკული ალკოჰოლიზმისათვის.

დისფორიით შეპყრობილ ადამიანებს აქვთ დაბალი თვითშეფასება, უჭირს საზოგადოებასთან შეგუება. დიფორიული მდგომარეობა შეიძლება, გამოიხატოს ღია მტრობით და ხელი შეუწყოს უკანონო ქმედებების ჩადენას.

დისფორიის მიზეზები:

დისფორიულ აშლილობებს ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში იგი დაკავშირებულია თავის ტვინის ფუნქციურ დარღვევებთან.

დისფორიის სიმპტომები ვლინდება შემდგომი სახით;

უძილობა;

ქრონიკული ტკივილი;

ინსულტი;

ეპილეფსია;

რევმატიზმი;

გრიპი;

სქესობრივი დარღვევები;

ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულება.

სქესობრივი აქტივობის ნაკლებობა, ჰორმონალური ცვლილებები, ორსულობა, ასევე, განეკუთვნება დისფორიის განმაპირობებელ ფაქტორებს.

დისფორიის მსუბუქი ფორმა შეიძლება, აწუხებდეს ადამიანებს, რომლებიც იღე ბენ ჰორმონალურ პრეპარატებს. დისფორია ვლინდება სტრესის, პოსტტრამვული სტრესული აშლილობისა და პიროვნულობის სხვა დარღვევების დროს.

დისფორია, როგორც სტრესზე განსაზღვრული რეაქცია, დეპრესიული სინდრომის სიმპტომის სახით იჩენს თავს.

ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უუნარობა, სტრესულ სიტუაციაში ემოციების მართვის უუნარობა დისფორიის ერთ-ერთი მიზეზია. ფსიქოლოგიურად ადამიანს ეშინია მომავალი ცხოვრებისეული ცვლილებების და ვარდება მძიმე ნერვულ მდგომარეობაში. ეს გამოწვეულია მოქნილობისა და სიტუაციასთან ადაპტაციის უუნარობის ფონზე.

ფიზიოლოგიურ დონეზე დისფორიას იწვევს ნერვული სისტემის აღგზნება, ჰორმმონალური დარღვევები, ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, დემენცია.

კვლევამ აჩვენა, რომ დისფორია ხშირად მემკვიდრეობითია. შესაძლოა, ამის მიზეზი დაკავშირებული იყოს ნაყოფის ქრომოსომულ ანომალიებთან.

ძალიან ხშირად დისფორია უჩნდებათ ბავშვებს. მიზეზი შეიძლება, იყოს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები, ტვინის ორგანული დაზიანება, ეპილეფსია. საბოლოო გადაწყვეტილებას დაავადების მიზეზების შესახებ სპეციალისტი იღებს სრული გამოკვლევის შემდგომ.

დისფორია შეიძლება, გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, როგორც ცუდი, გაუარესებული განწყობის შეტევა. ვლინდება გარშემომყოფებისადმი ანტიპათიით, პირქუში გაღიზიანებით.

დისფორიის სიმპტომები ჯანმრთელ ადამიანებსაც შეიძლება, ახასიათებდეთ. მოულოდნელად სხვა ადამიანების მოქმედებებზე მგრძნობელობა ძლიერდება. ეს შეიძლება, გამოვლინდეს უხეში შეხების, ბრაზის, სარკაზმის სახით.ამგვარი სიმპტომების ამოცნობა ძნელია.

დღეისათვის გამოყოფენ დისფორიის 2 ფორმას:

1.მსუბუქი ფორმა და 2. მძიმე ფორმა;

დისფორიის მსუბუქი ფორმისას ადამიანი აღრენილი, ზედმეტად ირონიული, კრიტიკული, კონფლიქტიებისადმი მიდრეკილია. მსუბუქი დისფორიისას შეიძლება, გამოვლინდეს ავტონომიური და ფსიქოსომატური დარღვევები: მადის დაქვეითება, ძილი, ტაქიკარდია, რაც დისფორიის მძიმე ფორმისას მძაფრდება.

დისფორია და დეპრესია- როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან?

თითქოს დისფორია და დეპრესია ერთმანეთს ჰგავს, თუმცა დისფორია შედარებით ხანმოკლე, დროებითია, ხოლო დეპრესიის კლასიკური ფორმები ასე უცებ არ ქრება.

"დისფორიული დეპრესიის" დიაგნოზის დასადგენად ადამიანმა მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოავლინოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: სევდიანი განწყობა, სხვების მიმართ უკმაყოფილება, აგრესია, უმსგავო, თავხედური ქცევა, აფექტური მოქმედება, საკუთარი ცხოვრების დაკარგვის შიში, მოწყენილობა, ერთფეროვნება.

დისფორიული დეპრესია შესაძლოა, თავის ტვინის ტრამვული დაზიანებიდან დიდი ხნის მერე გამოვლინდეს.



0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0