ბიოგრაფია უცნაური სასჯელი – ქრისტეს მიერ «დაწყევლილი» ადამიანი დღემდე ცოცხალია 2020, 4 დეკემბერი, 12:23 შუა საუკუნეებში, ქრისტიანულ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული ლეგენდა ვინმე იერუსალიმელ ებრაელ აგასფერზე (ლათ. Ahasverus – მარადიული მოხეტიალე), რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა გოლგოთის გზაზე მიმავალ ქრისტეს და რისთვისაც, დაისაჯა კიდეც...
არსებობს ამ ლეგენდის კიდევ ერთი ვერსია. რომლის მიხედვით, თითქოს, აგასფერმა უთხრა ქრისტეს, რომ თუ ის მართლაც ღმერთის შვილი იყო, ჯვარცმის შემდეგ, მკვდრეთით რომ აღსდგებოდა, უკანა გზაზე შეევლო და მაშინ, აუცილებლად დაასვენებდა... რაზეც ქრისტემ უპასუხა, რომ ის, მის მეორედ მოსვლას აუცილებლად მოესწრებოდა და სანამ ეს არ მოხდებოდა, ამ უკანასკნელს, სიკვდილი და დასვენება არ ეღირსებოდა. საინტერესოა, რომ ადამიანის სახელი, რომელიც ასე ორიგინალური წესით დასაჯეს, ლეგენდის სხვადასხვა ვერსიაში, — განსხვავებულია. მაგ., იტალიურ ვარიანტში, მას ბუტადეუსი («კაცი, რომელმაც ღმერთს დაატრყა») არის, ბრიტანულში — კარტაფილუსი, ბრეტანულში — ბუდედო («ღმერთის ხელის მკვრელი»), ფრანგულში და ბელგიულში — ისაკ ლაკედემომია. თუმცა, შუა საუკუნეებში, ყველაზე მეტად, მაინც გერმანულ ვერსიაში ნახსენები სახელი — აგასფერი იყო გავრცელებული.
კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე იდუმალებით მოცული ადამიანი გრაფი სენ-ჟერმენი არის. მისი წარმომავლობის შესახებ არავისთვის არაფერია ცნობილი. მის თანამედროვეებს შორი, ხმები დადიოდა, რომ გრაფს ასაკი არ ემატებოდა და არავის უნახავს, რომ მას საჭმელი ეჭამა. რაღაც მომენტში, ის საიდუმლოდ ქრებოდა და მის სახელთან დაკავშირებით, ისევ ჭორები ჩნდებოდა. ზოგი ამბობდა, რომ გრაფი დიდი ხნის წინ მოკვდა, ხოლო სხვები — ამტკიცებდნენ, რომ ის სხვაგან ნახეს და რომ იქ, სხვა სახელით ცხოვრობდა. ისეთებიც იყვნენ, რომ იფიცებოდნენ, — «სულ ცოტა ხნის წინ», ვნახეთო.
1758 წლის მაისში, მარკიზა დ'იუფრესთან ვახშამზე, გრაფი სენ-ჟერმენი ჯაკომო კაზანოვას შეხვდა. «გრაფ სენ-ჟერმენს სურდა, რომ თავი განსაკუთრებულ ადამიანად წარმოეჩინა და ეს გამოუვიდა კიდეც. მისი ხმა მეტად დამაჯერებლად ჟღერდა, ხოლო სიტყვები იმდენად იყო გააზრებული, რომ გაღიზიანებას არ იწვევდა.» — წერდა თავის «მემუარებში» კაზანოვა. საფრანგეთში გრაფმა სახელი მალე გაითქვა. გაირკვა, რომ ეს ადამიანი ისეთი სულაც არ იყო, როგორც ერთი შეხედვით შეიძლებოდა ვინმეს მოსჩვენებოდა. ისინი, ვინც მას პირადად იცნობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ გრაფმა ყველა ევროპული ენა იცოდა. გარდა ამისა, იცოდა არაბული, ჩინური, სანსკრიტი და აზიის სხვა ენებიც. ის კარგად ერკვეოდა ხელოვნებაში, უკრავდა ვიოლინოზე და რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო. სენ-ჟერმენი, თავისი დახვეწილი მანერებით, ყოველთვის ყურადღებას იქცევდა და წარსულის შესახებ, არასდროს საუბრობდა. მხოლოდ ერთხე, ხუმრობით აღნიშნა, რომ ის 500 წლის იყო. რა თქმა უნდა, ხმებმა ასეთი ადამიანის შესახებ, მეფის ყურამდეც მიაღწია და გრაფი სასახლეში მიიწვიეს. ხოლო, მისი გაცნობის შემდეგ, ლუი XV გრაფის ცოდნის გამოყენებას, საკუთარი მიზნებისთვის ცდილობდა. მაგ., მას უნდოდა სხვადასხვა ლითონების ოქროდ გადაქცების საიდუმლო გაეგო. გარდა ამისა, მეფეს, რომელიც მუდამ მოწამვლის საფრთხის წინაშე იდგა, აინტერესებდა, არსებობდა, თუ არა უნივერსალური შხამსაწინააღმდეგო საშუალება? გრაფი ასეთ კითხვებზე პირდაპირ პასუხს არასდროს იძლეოდა... თუმცა, მეფეს აიმედებდა, რომ თავისი მფარველის კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებდა... და ასეც მოხდა. ერთხელ მეფემ, ნადირობის დროს, თასით ღვინო დალია და მუცლის არეში ისეთი ძლიერი ტკივილი იგრძნო, რომ სასწრაფოდ სასახლეში წაიყვანეს. მან მაშინვე გრაფის მოყვანა ბრძანა. სენ-ჟერმენმა მეფეს პირის ღრუში ჩახედა, მისი ენა ყურადღებით დაათვალიერა და თქის რძე მოითხოვა, რომელშიც რაღაც ფხვნილი ჩაყარა და მეფეს დაალევინა. ამის შემდეგ, ავადმყოფმა მშვიდად დაიძინა. გრაფი სენ-ჟერმენი ხშირად ტოვებდა საფრანგეთს, რომელშიც მისი ძირითადი რეზიდენცია იყო და ევროპის ქვეყნაში სხვადასხვა სახელით ჩნდებოდა. ის ხან იტალიელი მარკიზი დი’მონფერა იყო, ხან ესპანელი გრაფი ბელამარი, პორტუგალიელი მარკიზი დ’აიმარი, გერმანელი ფონ შენინგი, ინგლისელი ლორდი უელდონი, რუსი გრაფი სოლტიკოვი, უნგრელი გრაფი ცაროკი, ფრანგი დე სენ-ნოელი… ის უეცრად ჩნდებოდა და ასევე უეცრად უჩინარდებოდა... და რომ არა ის ადამიანები, ვინც მას პირადად იცნობდნენ, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს არისტოკრატთა ჯგუფი იყო და არა ერთი ადამიანი. სენ-ჟერმენი დიდ ხანს მოგზაურობდა ევროპაში, ხოლო 1770 წ. ისევ პარიზში გამოჩნდა და საფრანგეთი მხოლოდ, 4 წლის შემდეგ, ლუი XV სიკვდილის შემდეგ დატოვა. გრაფი სენ-ჟერმენი საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრა და თითქოს გაორდა: ცნობილია, რომ ერთი სენ-ჟერმენი ლანდგრაფში, კარლ გესენ-კასელელის სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც ალქიმიის და იდუმალი მეცნიერებების დიდი თაყვანისმცემელი იყო. შემდეგ ის ჰოლშტეინში გაემგზავრა და საეკლესიო ჩანაწერის მიხედვით, 1784 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა, დაკრძალეს 2 მარტს. თუმცა, საფლავის ადგილი უცნობია. ხოლო, მეორე სენ-ჟერმენმა შლეზვიგ-ჰოლშტაინიში, საკუთარ სასახლეში, სრულ სიმარტოვეში გაატარა რამდენიმე წელს და ამის შემდეგ კასელში (გერმანია) გაემგზავრა, სადაც 1795 წ. გარდაიცვალა. დაკრძალვის ადგილი, ასევე უცნობია... ამ ფაქტს არ შეიძლება მითქმა-მოთქმა არ გამოეწვია... ერთი ადამიანის 2-ჯერ სიკვდილის ფაქტი, მეტად უცნაური იყო. თუმცა, სენ-ჟერმენის გარდაცვალების თარიღად, უფრო ხშირად, 1784 წელს ასახელებენ. მაგრამ, არსებობენ მოწმეები, რომლებმაც ის, მისი გარდაცვალების შემდეგაც ნახეს. მაგ., 1785 წელს პარიზში მასონების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გრაფი სენ-ჟერმენიც ესწრებოდა — შემონახულია სია, რომელშიც გრაფის სახელიც წერია. გადმოცემის თანახმად, იმავე წელს ის პეტერბურგშიც ნახეს. ხოლო, 1792 წ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მას პრინცესა დე ლამბალი (მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი) შეხვდა. 1814 წ. მოხუცი არისტოკრატი ქალბატონი დე ჟანლისი, რომელიც ახალგაზრდობაში სენ-ჟერმენს კარგად იცნობდა, მას ვენაში შეხვდა და გასაკვირი ის იყო, რომ მისი თქმით, გრაფი ისევე გამოიყურებოდა, როგორც მათი გაცნობის დღეს... ხოლო, მას შემდეგ, რაც ყველა გარდაიცვალა, ვინც სენ-ჟერმენს იცნობდა, იდუმალი გრაფი, ინგლისელი მაიორი ფრეზერის სახელით, პარიზში, ბრიტანელ ალბერტ ვანდამს გაეცნო. ცნობილია, რომ მაიორი ძალიან ჰგავდა სენ-ჟერმენს და მას არაერთი ტალანტი გააჩნდა. გასული საუკუნის დასაწყისშიც, გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც თითქოსდა გრაფი «ნახეს». ზოგიერთები იმასაც ამბობდნენ, რომ მან სხვადასხვა სახის ოკულტური მეცნიერება, მათ შორის, ალქიმია და კაბალა შეისწავლა და ფილოსოფიური ქვის ფორმულა, ანუ მარადიული ახალგაზრდობის რეცეპტი შექმნა... ამრიგად, სენ-ჟერმენი სავსებით შესაძლებელია, რომ აგასფერი ყოფილიყო. ამ თეორიის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ გრაფი კარგად ფლობდა ძველ ენებს. და თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ ის ისევ ჩვენ შორის, ანუ იმ 7 მილიარდ ადამიანს შორის იყოს, რომელიც დღეს დედამიწაზე ცხოვრობს. არხის სხვა სიახლეები:1. დასახელდა საბავშვო ვაქცინა, რომელიც COVID-19-გან იცავს
6381 7-ს მოსწონს
|