სიახლეები "ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 აშშ-ში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გავრცელებულიყო!" - მეცნიერთა უახლესი დასკვნები 2020, 1 დეკემბერი, 23:26 ოქსფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ჟურნალ Clinical Infectious Diseases-ის 1 დეკემბრის გამოცემის მიხედვით, ადამიანები ახალი კორონავირუსით აშშ-ში ჯერ კიდევ 2019 დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა დაინფიცირებულიყვნენ!
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოიკვლია ამერიკული წითელის ჯვრის მიერ ქველმოქმედებისთვის 2019 წლის 13 დეკემბრიდან 2020 წლის 17 იანვრამდე ჩაბარებულ სისხლთა ნიმუშები.
![]() ტესტირების შედეგად სულ მცირე 106 ნიმუშში აღმოჩნდა SARS-CoV-2-ის ანტისხეულები. მათ შორის იყო 2019 წლის 13 დეკემბრის სისხლის ნიმუში კალიფორნიელი, ორეგონელი და ვაშინგტონელი მოქალაქეებისა. აქამდე, აშშ-ში კოვიდ 19-ით დაინფიცირების პირველ ''ქეისად'' 2020 წლის 21 იანვარს დადასტურებულ შემთხვევას მიიჩნევდნენ. 82 1-ს მოსწონს
|