x
კორონავირუსის 31,219 ახალი შემთხვევა ერთ დღეში - რა ზომებს მიმართავს თურქეთის მთავრობა მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად?
თურქეთი,  სტამბული
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 30 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შემთვევების მკვეთრი ზრდის გამო ახალი შეზღუდვები გამოაცხადა, რაც ითვალისწინებს კომენდანტის საათებს სამუშაო დღეებში, ხოლო სრულ "ლოქდაუნს" (ჩაკეტვას) შაბათ-კვირას.

ერდოღანმა განაცხადა, რომ სამუშაო დღეებში კომენდანტის საათი მოიცავს გადაადგილების აკრძალვას 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. ეს შეზღუდვა 1 დეკემბრიდან ამოქმედდა, 4 დეკემბრიდან კი ძალაში შევა სრული ლოქდაუნი ყოველი შაბათ-კვირის განმავლობაში. იგი პარასკევ 21:00 საათიდან დაიწყება და ორშაბათ 05:00 საათამდე გაგრძელდება.

გამონაკლისები:

• სრული ლოქდაუნის დროს სუპერმარკეტები, ხილ-ბოსტნები, საცხობები და ხორციპროდუქტების მაღაზიები ღია იქნება 10:00-დან 17:00 საათამდე. გარდა 20 წლამდე ახალგაზრდებისა და 65 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისა, მოქალაქეებს შეეძლებათ უახლოეს მაღაზიაში საჭირო პროდუქტებისა და ნივთების შეძენა (მანქანით გადაადგილების გარეშე);


• საწარმოები, მომმარაგებელი ქსელი და სამედიცინო დახმარების ბრიგადები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით;

• საქალაქათაშორისო მიმოსვლა დაშვებულია მხოლოდ კერძო შემთხვევებში, მოქალაქისთვის, რომელიც: ○ გაწერეს სამედიცინო დაწესებულებიდან და ბრუნდება თავიას საცხოვრებელში; ○ რომელსაც აქვს ექიმის მიერ დანიშნული ვიზიტი; ○ უნდა დასწროს დაკრძალვას "პირველი ხარისხის" ახლობელისა - მამა, დედა, და, ძმა, შვილი ან უნდა მოაგვაროს გადმოსვენების საკითხები (მაქსიმუმ 4 ადამიანი); ○ მოუწია ჩამოსულიყო მოცემულ ქალაქში უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში, მაგრამ არ აქვს დასარჩენი ადგილი და სურს დაბრუნდეს მშობლიურ ადგილას; ○ უნდა დაესწროს განათლების სამინისტროს მიერ დანიშნულ გამოცდებს; ○ მოიხადა სამხედროს სამსახური და უნდა დაბრუნდეს საცხოვრებელში; ○ განთავისუფლდა სასჯელაღმსრულებითი დაწესებულებიდან



საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიზნესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

ყველა საგანმანათლებლო/სატრენინგო აქტივობა შეჩერებულია სკოლამდელებისა და ბაღის ბავშვებისთვის;

• საკვები დაწესებულებები, როგორიცაა რესტორნები, კაფეები, საკონდიტროები და კაფეტერიები მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ მიტანის სერვისზე;

• მოლებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში შესვლა დასაშვებია მხოლოდ "HES კოდის" მქონე მოქალაქეებისთვის - ის ინფორმაციას იძლევა მოქალაქის მიერ ვირუსის გავრცელების რისკის, მის კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის შესახებ.

კორონავირუსი,  სადეზინფექციო სამუშაოები თურქეთში

თურქეთში 30 ნოემბერს კორონავირუსის 31, 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან სიმპტომური იყო 6, 514 პაციენტი.

საერთო ჯამში თურქეთში კორონავირუსის 668, 947 შემთხვევაა გამოვლენილი და იგი ამ მონაცემით მსოფლიოში მე-18 ადგილზეა. გარდაცვლილია 13, 936 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვია 409, 320.

ამჟამად ქვეყანაში ვირუსის 245, 701 მიმდინარე შემთხვევაა.


1
55
2-ს მოსწონს
ავტორი:Diamond
Diamond
55
  
2020, 1 დეკემბერი, 23:30
ძალიან გაუვარდათ, მარტო ამერიკა უსწრებს ახალი შემთხვევებით :/
0 1 1