ასტროლოგია ნასამ მზის მიდამოებში უზარმაზარი უცხო ობიექტი დააფიქსირა 2020, 1 დეკემბერი, 17:59 ნასას ტელესკოპის მიერ გადაღებული მზის ფოტოსურათების შესწავლისას ვირტუალურმა უფოლოგებმა აღმოაჩინეს გიგანტური უცხო ობიექტი, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 25-ჯერ მეტია. უცნაურ ობიექტზე, რომელიც ჩვენი ვარსკვლავის მიდამოებში დაფიქსირდა, წერს Express"-ი. როგორც ცნობილმა უფოლოგმა სკოტ უორინგმა აღნიშნა, ობიექტის ზომა ჩვენი პლანეტის ზომაზე ოცდახუთჯერ მეტია. უცნაური ობიექტის რადიუსი 159 ათასი კილომეტრია (დედამიწის რადიუსი მხოლოდ 6, 37 ათასი კილომეტრია). უცხოპლანეტელებზე მონადირე ამბობს, რომ საუბარია უცხო გიგანტ ობიექტზე, რომელიც რატომღაც აგროვებს ჩვენი ვარსკვლავის ენერგიას. ”თუ ეს უცნაური ობიექტი ნამდვილად აღმოჩნდა უცხო ვარსკვლავური ხომალდი, რომელიც მზის ენერგიას აგროვებს, მაშინ ჰიპოთეზა, რომ ჩვენი ვარსკვლავის შიგნით უზარმაზარი ცარიელი სივრცეა, შეიძლება დადასტურდეს.”- აცხადებს სკოტ უორინგი. მეცნიერები, რომლებიც შეერთებული შტატების აერონავტიკის ეროვნულ სააგენტოში მუშაობენ, ამბობენ, რომ ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ კოსმოსური ნაგავი, ამას ექსპერტები უწოდებენ ნამსხვრევების ნაწილაკებს, რომლებიც კოსმოსური ტელესკოპების ლინზების წინ ჩნდებიან. თუნდაც პატარა ნაწილაკმა (მაგალითად, ყინულმა) შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ გიგანტური ვარსკვლავური ხომალდი მოხვდა ობიექტივში. თუმცა, შეუძლებელია ყველა ასეთი ობიექტის ახსნა მხოლოდ კოსმოსური ნაგავით - დასძენენ ექსპერტები. 336 3-ს მოსწონს
|