სხვა როგორ გავასუფთავოთ სავარცხელი სწორად?! – საჭირო რჩევები 2020, 28 ნოემბერი, 17:41 თმაზე ყოველდღიური ზრუნვა სავარცხლის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისათვის კი მასზე სწორად უნდა იზრუნოთ. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, როგორ უნდა გაასუფთავოთ თქვენი სავარცხელი სწორად, არ აქვს მნიშვნელობა პლასტმასისგანაა ის დამზადებული თუ ხისგან. ამისათვის შემდეგი საფეხურების გავლა მოგიწევთ: 1. პირველ რიგში, მოაცილეთ თმები თქვენს სავარცხელს. თუ თმის ღეროები ჩახვეულია სავარხლის კბილებზე, მის რიგებს შორის გაატარეთ მაკრატელი და ფრთხილად გაჭერით. 2. აავსეთ ნიჟარა ან დიდი ჯამი ცხელი წყლით, გაურიეთ მასში შამპუნი ერთი ჩაის კოვზი სოდა. 3. მცირეოდენი შამპუნი გადაუსვით სავრცხელსაც, ისე, რომ კბილებსა და რიგებს შორის მოხვდეს.ამის შემდეგ მომზადებულ წყლის ნარევში ჩადეთ 2 საათთ. 4. წყლიდან ამოღების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაასუფთავეთ სავარცხელი თმისგან და ნარჩენებისან, ამისათვის შეგიძლიათ ძველი კბილის ჯაგრისიც გამოიყენით.ამჯერად მარტივად უნდა მოცილდეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოტა ხანს კიდევ გააჩერეთ ის წყალში. 5. ამის შემდეგ, სავარცხელი კარგად უნდა გააშროთ ფენით ან ზაფხულში მზეზე. ხის სავარცხლის შემთხვევაში, ფრთხილად იყავით მაკრატლის გამოყენებისას, რადგან ხის კბილები მარტივად ზიანდება და ასევე, 15 წუთზე მეტ ხანს ნუ გააჩერებთ წყალში, რათა ხე მთლიანად არ გაიჟღინთოს სითხით. წარმატებას გისურვებთ! ასევე საინტერესოა: პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა 10 რამ, რასაც თქვენს სახლში სტუმრების მიღების წინ ყურადღება უნდა მიაქციოთ როგორ უნდა გაწმინდოთ ოთახის მცენარეების ფოთლები სწორად - სასარგებლო რჩევები როგორ მოვამზადოთ ლიმონის ქერქისგან ჰაერის, ჭურჭლისა და ტუალეტის გამწმენდი უნიკალური საშუალება?! 32 6-ს მოსწონს
|