x
image
კატაპულტი
10 რამ,რასაც თქვენს სახლში სტუმრების მიღების წინ ყურადღება უნდა მიაქციოთ
image
ბევრი დიასახლისისათვის ხშირად დიდ თავის ტკივილს წარმოადგენს მცირე დროში სტუმრების დასახვედრად მოაწესრიგოს სახლი. ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ დეტალებს, რომლებსაც პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება:

1. სუნი.image

როდესავ ბინაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებით, თქვენთვის ნაკლებად შესამჩნევია ის არასასიამოვნო სუნი, რომელიც იქ დგას, თუმცა სტუმრები ადვილად შეამჩნევენ მას, ამიტომ აუცილებლად გაანიავეთ ოთახები მათ მოსვლამდე.


2. შესასვლელი კარი.image


პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ სტუმრების მიღებამდე ყურადღება მიაქციეთ შემოსასვლელ კარს, რათა მასზე ლაქები, ნათითურები და მტვერი არ იყოს.


3. ფეხსაცმელების კარადა.image

თუ შესასვლელში ფეხსაცმელების კარადა გიდგათ, აუცილებლად მოაწესრიგეთ ის, თუ არა და წყობისად დალაგებაც საკმარისია.


4. სარკე.image

ადამიანები მის ახლო მდებარე სარკეში ავტომატურად იხედებიან, ამიტომ ნებისმიერი მცირედი ლაქა მასზე ძალზედ ნეგატიურად მოქმედებს სტუმრებზე.


5. წიგნების თარო.image

წიგნების თარო ერთ-ერთი დეტალია, რომელსაც უცხო თვალი ყურადღებას აქცევს. თუ ხშირად ვერ ახერხებთ მათ მოწესრიგებას, უმჯობესია კარები დაკიდოთ, ასე მარტივად დაფარავთ უწესრიგობას.


6. დივანი.image

როდესაც სახლში ბავშვები ან ცხოველები გყავთ, ძნელია დივანს სისუფთავე შეუნარჩუნო. იმისათვის, რომ სტუმრებს კომფორტული დასაჯდომი ადგილი მოუწყოთ, აუცილებლად გაათავისუფლეთ დივანი სათამაშოებისაგან და ძაღლის ან კატის ბეწვებისაგან.



7. სამზარეულოს მაგიდა.image

თუ სამზარეულოს მაგიდაზე ბევრი ნივთი დევს, ეს ქმნის განწყობას, რომ მთელს სამზარეულოში უწესრიგობაა. გაითვალისწინეთ ეს!



8. ნიჟარა.image

როდესაც დიასახლისის ყურადღება ოთახების სისუფთავეზეა კონცენტრირებული, ხშირად ხდება ხოლმე, რომ სააბაზანოში ნიჟარა გასასუფთავებელი რჩება, რაც ნამდვილად არაა სასიამოვნო სტუმრისათვის.


9. საპონი.image

ნიჟარის გარდა, სტუმრები ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ საპონსაც, ამიტომ უმჯობესია თუ მათ მოსვლამდე ახალ საპონს დადებთ სააბაზანოში.


10. პირსახოცი.image

არაფერია იმაზე ნერვების მომშლელი, ვიდრე აბაზანაში პირველივე შეხედვისას ვერ გაარჩიო, რომელი პირსახოცია სტუმრებისათვის.ყურადღება მიაქციეთ ამას!


p.s. წარმატებას გისურვებთ!

1
226
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
226
  
2020, 13 ნოემბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1