x
image
ლანა92
ისტორიული ფიგურები, რომელთათვის წარმატების გზაზე ასაკი დაბრკოლებად ვერ იქცა
image




ისტორია სავსეა ცნობილი ვუნდერკინდებითა და ადამიანებით, რომელთაც სამყაროში, მსოფლიოში კვალი დატოვეს ადრეულ ასაკში, მაგრამ ყველა როდი ახერხებს და ასწრებს თავისი მოწოდების ახალგაზრდობაში მიგნებას. ზოგჯერ ადამიანები ნამდვილ წარმატებას აღწევენ იმის მერე, რაც რამდენიმე ათეული წლის ცხოვრებისეული გამოცდილება უგროვდებათ. არის შემთხვევებიც, როცა უკვე ცნობილმა ადამიანებმა, ხანდაზმულობის მიუხედავად, არ მიატოვეს კარიერა და კიდევ უფრო დიდ, საკულტო წარმატებას მიაღწიეს. მაშ, ასე, წარმოგიდგენთ სიას დიადი "ხანდაზმულებისა", რომლებიც ისტორიაში შევიდნენ ღრმა სიბერეში, ადამიანებს, რომელთა ოცნებებს შორის ასაკი ვერ ჩადგა:


1.ბებია მოზესი

(მხატვარი)

ბებია მოზესმა (ანი მერი რობერტსონი) ხელოვნების სამყაროში წარმატება მოიპოვა მხოლოდ მას შემდგომ, რაც 78 წლის გახდა.


2.ლორა ინგალს

უაილდერსი (მწერალი)

ლორა უაილდერსმა თავისი პირველი წიგნი გამოსცა 66 წლის ასაკში.


3.პიტერ როჟე (ენათმეცნიერი)

პიტერ როჟემ თავისი ცნობილი თეზაურუსი გამოაქვეყნა 73 წლის ასაკში, ხოლო წიგნზე მუშაობა გააგრძელა კიდევ 17 წელი.


4.უილიამ აივი ბოლდუინი

(მფრინავი, ავიატორი)


უილიამ ბოლდუინი ცხოვრობდა ამაღელვებელი და დატვირთული ცხოვრებით. 82 წლის იუბილე ყოფილმა აკრობატმა აღნიშნა კოლორადოს დიდ კანიონთან ბაგირზე გავლით.



5.ფილიპ პეტენი

(სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე)


ფილიპ პეტენი 84 წლის ასაკში ჩაუდგა სათავეში "ვიშის" ფაშისტურ რეჟიმს ნაცისტთა მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში.


6.იმპერატორი ტიბერიუსი

(რომის მმართველი)


ტიბერიუსი 55 წლის ასაკში გახდა იმპერატორი, როცა, წესით, იმპერატორების უმრავლესობა ხელისუფლებაში მოდიოდა 30 წლის, ან უფრო ადრეულ ასაკში.60-70-იან წლებში იგი მართავდა რომის იმპერიას 77 წლის ასაკამდე.



7.ოსკარ სუონი

(სპორტსმენი)


ოსკარ სუონი მიიჩნევა რეკორდსმენად, როგორც ყველაზე ხანდაზმული, ოლიმპიელი, რომელმაც მიიღო მედალი. იგი 72 წლის ასაკში მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში.


8.ვილჰელმ IV

(ინგლისელი მმართველი)


ვილჰელმ IV ინგლისის ტახტზე ავიდა 64 წლის ასაკში და ის ერთ-ერთი ყველაზე მოწყალე მონარქი იყო.


9.პოლკოვნიკი სანდერსი

(ამერიკელი ბიზნესმენი)


პოლკოვნიკი ჰარლანდ დევიდ სანდერსი გამდიდრდა სწორედ იმ ასაკში, როცა მისი თანატოლების უმრავლესობა პენსიაზე გავიდა, 65 წლის ასაკში შექმნა თავისი პირველი KFC - დაბრაწული ქათმების ქსელი.



10.რონალდ რეიგანი

(პოლიტიკოსი)


რონალდ რეიგანი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა 70 წლის ასაკში. კერძოდ, ის იყო 69 წლისა და 349 დღის, როცა გახდა აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი.


11. მელჰორა აკინო დე რამოსი

(ფილიპინელი რევოლუციონერი,

"რევოლუციის დიდი ქალი")



70 წლის ასაკში ფილიპინების ესპანური ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა "რევოლუციის დიდმა ქალმა", მელჰორა აკინო დე რამოსმა.







0
30
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0