პოლიტიკა სიტყვა "მოკუსაცუ" ("უკომენტაროდ"), როგორც ჰიროსიმა-ნაგასაკის აფეთქების მიზეზი და სხვა დეტალები, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს ისტორიის მსვლელობა 2020, 23 ნოემბერი, 15:10 ისტორია შეიძლება, საშინლად მოსაწყენიც იყოს და საოცრად საინტერესოც, ყველაფერი დამოკიდებულია პერსპექტივებზე.. მაგრამ იცით თუ არა, რომ რამდენიმე ყველაზე მთავარი და კატასტროფული მოვლენები კაცობრიობის ისტორიაში იყო წარმოუდგენლად მცირე შეცდომების, ზოგჯერ კი უბედური შემთხვევების შედეგი. ვინ და რაა პასუხისმგებელი ამ უმნიშვნელო, წვრილმან შეცდომებზე, როგორ გახდნენ ისინი მოგვიანებით ფართომასშტაბიანი დესტრუქციული და კონსტრუქციული მოვლენების განმაპირობებელი ფაქტორები. ოსამა ბინ ლადენი შეიძლებოდა, 2001 წლის 11 სექტემბრამდე, "ტყუპების ტრაგედიამდე" დაღუპულიყო.აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს ერთხელ, 1998 წელს ჰქონდა შესაძლებლობა, მოეკლა ბინ ლადენი, მაგრამ გადაწყვიტა, არ მოქცეულიყო ასე, რადგან ამ შემთხვევაში თავდასხმას შეეწირებოდა 300 უდანაშაულო მოქალაქე. დაახლოებით 3 წლის მერე ოსამა ბინ ლადენმა დაგეგმა 11 სექტემბერი, ტყუპი ცათამბჯენების აფეთქება და მოკლა 2996 ადამიანი, 6000-ზე მეტი დაშავდა და მინიმუმ 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონება და ინსფრასტრუქტურა განადგურდა. ჩვენ ბილ კლინტონს ვერ დავადანაშაულებთ, რამდენადაც თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ის გაუფრთხილდა 300 მოქალაქის სიცოცხლეს, არჩია უდანაშაულო ადამიანების გადარჩენა, ვიდრე ერთი ტერორისტის, ჯიჰადისტის მოკვდინება. ოსამა ბინ ლადენი გარდაიცვალა 2011 წელს. ჰიტლერი აპირებდა, მხატვარი გამხდარიყო.ნაცისტური პარტიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი, მეორე მსოფლიო ომზე, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი სიკვდილის მომტან ომზე, ებრაელთა მასობრივ ჟლეტაზე - "ჰოლოკოსტზე" პასუხისმგებელი ისტორიული პირია. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ჰიტლერს ახალგაზრდობაში სურდა, მხატვარი გამოსულიყო. მან შეიტანა განაცხადი ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ხატვის კურსებზე, როცა იყო 18 წლის, მაგრამ უარი მიიღო. ჰიტლერმა მაინც არ ჩაიქნია ხელი და მომავალ წელს ისევ შეიტანა განაცხდი. ისევ უარი მიიღო და ვერ გახდა მხატვარი, მაგრამ თანხმობის შემთხვევაში ყველაფერი შეიძლებოდა, სხვაგვარად ყოფილიყო. ნაპოლეონი "თითქმის" არ იყო ფრანგი.ნაპოლეონი იყო ფრანგი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ცნობილი გახდა ფრანგული რევოლუციის პერიოდში, მან უხელმძღვანელა რამდენიმე წარმატებულ კამპანიას. თავისი ბრწყინვალე მიღწევების, მამაცი ხასიათისა და მსოფლიოზე დაუძლეველი გავლენის წყალობით, ნაპოლეონი რჩება ყველაზე ცნობილ და მრავალმხრივ, კონტრასტულ ფიგურად კაცობრიობის ისტორიაში. ყველაფერი ეს ვერ მოხდებოდა, ის რომ ფრანგი არ ყოფილიყო, თუმცა კუნძული, რომლიდანაც ნაპოლეონი იყო, ფრანგული გახდა მისი დაბადებამდე მხოლოდ 3 თვით ადრე. პენიცილინი შემთხვევით აღმოაჩინეს.პენიცილინი იყო ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურად ებრძვის ბაქტერიულ ინფექციას. მისი აღმოჩენის ისტორია მეტად საინტერესოა. შოტლანდიელი სწავლული, მეცნიერი ალექსანდრე ფლემინგი ატარებდა სტაფილოკოკზე ექსპერიმენტს, მაგრამ შვებულებაში გავიდა, რაც 2 კვირა გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მან სტაფილოკოკი თასში დატოვა. ფლემინგი როცა დაბრუნდა, გახდა მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი გასაოცარი მოვლენის მოწმე: სტაფილოკოკის ბაქტერიები მკვდარი იყო მოლურჯო-მომწვანო სოკოსაგან. ამასთანავე, ბაქტერია ვერსად ხარობდა, ვერ იზრდებოდა, სადაც კი ეს მომწვანო-მოლურჯო სხეული გაიელვებდა. კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე დიდი ტყის ხანძრის მიზეზი გახდა დაკარგული მონადირის შეცდომა.კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე დიდი ტყის ხანძარი, რომელიც მოხდა 2003 წელს, ცნობილია "კედრის ცეცხლის" სახელწოდებით. სან-დიეგოს ოლქში დაიწვა მიწის დიდი ფართობი, 3200 კვ. კილომეტრი. ეს იყო 27 მილიონი დოლარის ქონებრივი ზიანისა და 15 ადამიანის დაღუპვის მიზეზი. ხანძარი გამოიწვია მონადირის, სერხიო მარტინესის ქცევამ, რომელიც კალიფორნიის ტყეში დაიკარგა. მან დაანთო ცეცხლი, რათა ასე გადაეცა სიგნალი მაშველებისათვის, მაგრამ ხელშემწყობმა ფაქტორებმა განაპირობა ხანძარი. დაკარგული მონადირის ეს, ერთი შეხედვით, ჭკვიანური საქციელი გახდა მსხვილმასშტაბიანი კატასტროფის მიზეზი. ჰიროსიმა და ნაგასაკი ააფეთქეს არასწორად გაგებული სიტყვის გამო.შესაძლოა, ერთმა არასწორად გაგებულმა იაპონურმა სიტყვამ აშშ-ის პრეზიდენტ ჰარის ტრუმენს მიაღებინა გადაწყვეტილება ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური აფეთქების შესახებ. როდესაც ჟურნალისტებმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს, კანტარო სუზუკს ჰკითხეს მეორე მსოფლიო ომის დროს პოტსდამის უპირობოდ დანებების (კაპიტულაციის) დეკლარაციაზე, მან უპასუხა სიტყვით "მოკუსაცუ", რაც, ალბათ, აღნიშნავდა "კომენტარის გარეშე"-ს. ამასთანავე, სიტყვა "მოკუსაცუს" მრავალი მნიშვნელობა აქვს და უნდა ვიფიქროთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს იაპონელი პრემიერის სიტყვა უთარგმნეს ასე: "ჩვენ არ ვცნობთ დეკლარაციას". ამერიკამდე იაპონელი პრემიერის ერთსიტყვიანმა პასუხი - კომენტარმა ჟურნალისტების შეკითხვაზე მიაღწია სწორედ ამ მნიშვნელობით. დაახლოებით 10 დღის შემდგომ ამერიკა იაპონიის პრემიერის უწყინარ კომენტარს გამოეხმაურა დაბომბვით. "ტიტანიკის" ხსნა ერთ გასაღებს შეეძლო."ტიტანიკის ეკიპაჟის წევრი, სახელად დევიდ ბლერი გემის უფროსის მეორე დამხმარე იყო. როდესაც იგი შეცვალა კოლეგამ და წავიდა შინ, მან შემთხვევით გაიყოლა გემში არსებული კარადის გასაღები, სადაც ბინოკლი ინახებოდა. ამ გასაღებს შეეძლო, ეხსნა "ტიტანიკი" ჩაძირვისა და ასობით ადამიანის დაღუპვისაგან. "ტიტანიკის" კარადის საბედისწერო გასაღები მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდა. იგი 90 000 ფუნტად ერთმა ჩინელმა შეიძინა. ქრისტიანობის გავრცელებას მეტეორიტს უნდა ვუმადლოდეთ.რომის იმპერატორი, კონსტანტინე დიდი 306-337 წლებში განაგებდა ქვეყანას. იგი ქრისტიანობის ისტორიაში მნიშვნელოვანი პიროვნებაა, მან პირველმა შემოიღო რომის იმპერიაში ახალი რელიგია. კონსტანტინე დიდი ქრისტიანი გახდა იმის მერე, რაც ერთ-ერთი ბრძოლის დროს ცის სინათლეზე გამოსახული ჯვარი შენიშნა. მმართველი ირწმუნებოდა, რომ იხილა ღვთის მაცნე, რომელიც ბრძოლაში წინ უძღვებოდა, გზას უნათებდა. თანამედროვე მეცნიერები კი დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ კონსტანტინე დიდს ნამდვილად შეეძლო, დაენახა მეტეორიტი, რომელიც ჯვრის ილუზიას, წარმოსახვით გამოსახულებას ქმნიდა. გულის სიღრმეში მას ისედაც სურდა ქრისტიანად მონათვლა და ეს მეტეორიტი მიიჩნია ღვთის დასტურად, მისგან წარმოგზავნილ ცნობად. უსაფრთხო მინა შემთხვევით გამოიგონეს.ნებისმიერი მანქანის საქარე მინა მზადდება უსაფრთხო მინისაგან, რომელიც იშვიათად ტყდება და იმსხვრევა ნატეხებად. უსაფრთხო მინა აღმოაჩინეს 1903 წელს, უბედური შემთხვევის, ავტოკატასტროფის გავლენით. როდესაც ფრანგმა მეცნიერმა, ედუარდ ბენედიქტმა ჩამოაგდო მაგიდიდან პლასტმასის ცელულოზითა და ნიტრატით სავსე შუშის კოლბა. იგი არ გატყდა, რაც გახდა იდეალური უსაფრთხო მინის გამოგონების საწინდარი. 50 შეფასება არ არის
|