x
image
ლანა92
ეკატერინე მეორის ფავორიტების (საყვარლების) მრავალრიცხოვანი არმია
image


ეკატერინე მეორე რუსეთს მართავდა 1762 წლიდან 1798 წლამდე. ის ტახტზე ავიდა მეუღლის, დიდი მთავრის, პეტრე გოლშტინსკის გარდაცვალების მერე. მათი ქორწინება იყო უიღბლო და სავსე ღალატით. ეკატერინე მეორემ, მართალია, გოლშტინსკისთან ქორწინებაში ყოფნის პერიოდში გააჩინა 3 შვილი, თუმცა ზოგი ამტკიცებს, რომ პეტრე არცერთი მათგანის ბიოლოგიური მამა არ იყო, უნდა ვიფიქროთ, იმპოტენციის, ან უნაყოფობის გამო.

ეკატერინე მეორე თავისი მმართველობისას მრავალი რამით დაამახსოვრდა ხალხს, დაწყებული რუსეთის ტერიტორიის შავ ზღვამდე გაფართოებით, ელიტაში განათლების მხარდაჭერითა და დამთავრებული მრავალრიცხოვანი საყვარლების არმიით. ეკატერინე მეორე იყო არა მხოლოდ დიდი დამპყრობელი, არამედ, ასევე, იყო განათლებული, ინტელექტუალი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, ქალი, რომელიც ხელს უწყობდა მხატვარ ქალებს, ჰქონდა მიმოწერა ისეთ ცნობილ ფილოსოფოსებთან, როგორიცაა, მაგალითად, ვოლტერი, დაწერა მემუარები და პირველი ნაწარმოებები საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც რუსეთში გამოქვეყნდა.




რამდენი საყვარელი ჰყავდა ეკატერინე მეორეს სინამდვილეში? (არ იგულისხმება ცხენი)



image



ისტორიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ ეკატერინე მეორემ გამოიცვალა 22 საყვარელი მამაკაცი, მეორენი საუბრობენ მხოლოდ 12 რომანტიკულ ურთიერთობაზე. ეკატერინე მეორეს ძალიან მოსწონდა, როცა შეყვარებული იყო.

"უბედურება ისაა, რომ ჩემს გულს არ სურს, სიყვარულის გარეშე დარჩეს თუნდაც ერთი საათის გარეშე", -წერდა იგი. ეკატერინე მეორის საყვარელთა ზუსტ ოდენობაზე საუბარი ჭირს, თუმცა თითოეული მისი ურთიერთობა იყო ფრიად თავისებური. იგი ამყარებდა სექსუალურ კავშირს გენერლებთან, ადმირალებთან და მდიდარ დიდებულებთან, რომლებთან ურთიერთობა პოლიტიკურად მომგებიანი იყო და ემოციურადაც სასიამოვნო.



რა პოლიტიკური სიკეთე, წყალობა ერგოთ ეკატერინე დიდის რჩეულ მამაკაცებს?


ეკატერინე მეორე უცვლელად გულუხვი იყო მოქმედი და ყოფილი საყვარლების მიმართ, ხშირად უგზავნიდა მათ გამოსამშვიდობებელ საჩუქრებს. ასეთი საჩუქრები იყო: მიწები, ტიტულები, სასახლეები და ადამიანები, მოსამსახურეებიც კი.

ერთ-ერთი ყოფილი საყვარელი ეკატერინე მეორემ გაისტუმრა, "პენსიაზე" გაუშვა 1000 დაქირავებული მოსამსახურით.

ეკატერინე მეორის საყვარლებს შორის ყველაზე უხვად, ალბათ, დაჯილდოვდა სტანისლავ პონიატოვსკი, რომელიც მოგვიანებით პოლონეთის მეფედ გამოაცხადა, რათა ეს ქვეყანა ერთგულ ვასალად შეენარჩუნებინა.


ვემოთ წარმოგიდგენთ ეკატერინე მეორის 7 ყველაზე ცნობილ საყვარელს:


1.გრიგოლ ორლოვი



image


გრიგოლ ორლოვი იყო რუსი მებატონე, რომელიც დაეხმარა ეკატერინე მეორეს ძალაუფლების მიღებაში მისი ქმრის გარდაცვალების შემდგომ. იმპერატრიცასთან სიახლოვემ მასაც დიდი გავლენა მოუტანა.

ეკატერინე მეორემ ორლოვს აუმაღლა ხარისხი გრაფის წოდებამდე და მასზე დაქორწინებასაც კი აპირებდა.

ორლოვის სამწუხაროდ, იმპერატრიცა მალევე სხვა მამაკაცით მოიხიბლა და მის სასახლეში დარჩენას უკვე დიდი აზრი და მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ორლოვმა ბევრი წლით დატოვა მოსკოვი და მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა დედაქალაქში.



2.გრიგორი პოტიომკინი




image


გრიგორი პოტიომკინი იყო სამხედრო პირი და ეკატერინე მეორე აღფრთოვანდა მისი უხეში ძალით. სწორედ პოტიომკინმა მოჰპარა ორლოვს ეკატერინე მეორის გული.

მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინეს სასახლის ქალები ვერ იტანდნენ პოტიომკინის ტლანქ მანერებს, იმპერატრიცა მისით მთლიანად მოხიბლული იყო.

პოტიომკინი იყო წვრილი მებატონე, რომელმაც თავი გამოიჩინა რუსეთ-თურქეთის ომში. ამ ამბის მერე მან ახლო კავშირი დაამყარა ეკატერინე მეორესთან და რუსეთში გახდა ყველაზე ძლიერი, გავლენიანი კაცი. ოტიომკინში იმპერატრიცამ აღმოაჩინა თანასწორი, ინტელექტუალური და პატივმოყვარე, ამბიციური ადამიანი, რომელთანაც მას შეეძლო, გაეზიარებინა ძალაუფლება და სასიყვარულო ურთიერთობები, სარეცელი. პოტიომკინი და ეკატერინე მეორე ერთად ხელმძღვანელობდნენ სამხრეთ რუსეთის კოლონიზაციას, დაიპყრეს ყირიმი და დაარსეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საზღვაო ძალა. მას შემდგომაც კი, რაც მათი ურთიერთობა დასრულდა, პოტიომკინი დარჩა ეკატერინეს რჩეულად, მრჩეველად და სრული ნდობით აღჭურვილ მეგობრად.

პოტიომკინი ციებ-ცხელებისაგან 52 წლის ასაკში გარდაიცვალა, იმპერატრიცა ამის გამო საოსწარკვეთაში ჩავარდა.

" საშინელი სასიკვდილო დარტყმა მივიღე. მოწაფე, ჩემი მეგობარი, თითქმის ჩემი კერპი, მთავარი პოტიომკინი - თავრიჩესკი გარდაიცვალა... თქვენ არ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორი გულგატეხილი ვარ", - წერდა იმპერატრიცა დაქალს.

პოტიომკინის მერე ეკატერინე მეორეს ასეთი დიდი სიყვარული არავის მიმართ უგვრძნია, ვერც ასეთ ძლიერ მამაკაცს შეხვდა. ამიერიდან საყვარლებად ირჩევდა ახალგაზრდა და ლამაზ, მაგრამ გამოუცდელ, პოლიტიკურად უმნიშვნელო მამაკაცებს.





3.ივან რიმსკი-კორსაკოვი



image


რიმსკი-კორსაკოვი ეკატერინე მეორის საყვარელი ძალიან ცოტა ხნით იყო. იმპერატრიცა აღფრთოვანებული იყო ახალგაზარდა მამაკაცის "კლასიკური სილამაზით", სიმღერის ნიჭითა და უბადლო საყვარლის სახელით. ამასთანავე, პარალელურად სხვა ქალებთან ურთიერთობა კორსაკოვს ძალიან ძვირი დაუჯდა. იმერატრიცამ აღმოაჩინა, რომ კორსაკოვი, ასევე, სარეცელს იყოფდა მის დაქალ პრასკოვიასთან. ეკატერინე მეორემ მაშინათვე დაითხოვა პრასკოვია და კორსაკოვიც სასახლიდან.

კორსაკოვი დარჩენილი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა მოსკოვში მეუღლესთან, გრაფინია სტროგანოვასთან ერთად, რომელიც 10 წლით უფროსი იყო ქმარზე.




4.ალექსანდრე

დმიტრიევ-მამონოვი



image


გრაფი ალექსანდრე დმიტრიევ-მამონოვი იყო მაღალი რანგის მებატონე, რომელიც იმპერატრიცას პოტიომკინმა გააცნო. მან კარგად იცოდა ფრანგული, რომელიც პროდასავლურ რუსეთის ელიტაში ძალიან პოპულარული ენა იყო. ასევე, გრაფი გამოირჩეოდა ლიტერატურის ცოდნით.

მამონოვმა ბევრი სარგებელი ნახა ეკატერინე მეორესთან სასიყვარულო ურთიერთობიდან: მას იმპერატრიცამ მიანიჭა კამერგერის წოდება და სანკტ-პეტერბურგის ზამთრის სასახლეში ბინაც კი გამოუყო.

მამონოვი დიდად მოხიბლული არ იყო ეკატერინე დიდთან სასიყვარულო ურთიერთობით. ეკატერინეს ნამდვილად ჰქონდა ეჭვიანობის მიზეზი, ბოლოს მამონოვს შეუყვარდა იმპერატრიცას ფრეილინა (სასახლის ქალი). იმპერატრიცას წყენას არავითარი ზიანი არ მოუტანია მამონოვისა და მისი ახალგზარდა საცოლესათვის. შესაძლოა, ეკატერინე მეორესაც მობეზრდა ახალგაზრდა საყვარელი.




5.ალექსანდრე ლანსკი



image


ლანსკი, როცა 50 წლის ეკატერინე მეორეს შეხვდა, თვითონ მხოლოდ 21 წლის იყო, თუმცა, ამბობენ, რომ მას ნამდვილად უყვარდა იმპერატრიცა. მას არ მოუთხოვია არავითარი პოლიტიკური წყალობა, ქრთამი, ან საჩუქარი იმპერატრიცასაგან.

ლანსკი, პოტიომკინთან ერთად, ცდილობდა ორლოვის სასახლიდან გაძევებას.

ალექსანდრე ლანსკისა და ეკატერინე მეორეს ჰქონდათ ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობა, მაგრამ დედოფლის ახალგაზრდა კავალერი 25 წლის ასაკში დიფტერიისაგან გარდაიცვალა (ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ იგი მოწამლეს).



6.ივან შუვალოვი



image



ივან შუვალოვი იყო სახალხო განათლების პირველი მინისტრი, ასევე, ერთ-ერთი ეკატერინე მეორის საყვარლების მრავალრიცხოვანი არმიიდან.

შუვალოვი 29 წლით ახალგაზრდა იყო იმპერატრიცაზე, როდესაც მათ რომანტიკული ურთიერთობა დაიწყეს.

ლანსკის მსგავსად, იგი ბევრს არაფერს ითხოვდა ეკატერინესაგან. შუვალოვმა გრაფის წოდებაზეც კი თქვა უარი, უფრო მეტიც, იმპერატრიცასთან ურთიერთობა მან გამოიყენა ალტრუისტული (სხვებზე ზრუნვის) მიზნებისათვის. ეკატერინე მეორე დაეხმარა შუვალოვს რუსეთში პირველი უმაღლესი სასწავლებლის, მოსკოვის უნივერსიტეტის დაარსებაში, რაც ყველაზე მეტად სწორედ ეკატერინე მეორის ინტერესი უნდა ყოფილიყო.

შუვალოვმავე დაფუძნა ხელოვნების აკადემია პეტერბურგში, რომლის კარიც გლეხების შვილებისათვისაც კი ღია იყო.



7.პლატონ ზუბოვი



image


პლატონ ზუბოვი იყო ეკატერინე მეორის ერთ-ერთი უკანასკნელი საყვარელი.

22 წლის ახალგაზრდამ შეძლო, დაერწმუნებინა 60 წლის იმპერატრიცა, აემაღლებინა მისი მდგომარეობა არა მხოლოდ გრაფამდე, არამედ მთავრამდეც კი.

იმპერატრიცასთან 7-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში ზუბოვმა დიდძალი ქონების შეგროვება მოახერხა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი რუსეთში, ეკატერინეს მმართველობის დროს.

ეკატერინეს სიკვდილის მერე ზუბოვი დაქორწინდა მემამულე ფეკლეს ასულზე. დარჩენილი წლები ზუბოვმა განდგომილად, მარტოობაში გაატარა, გახდა ძუნწი, უჟმური და უმოწყალოდ ექცეოდა თავის ყმებს.


0
96
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0