ქალი და მამაკაცი ინდოეთში ამბობენ: თუ გინდა, რომ ადამიანი გაიცნო, წაეკამათე მას. ადამიანი ჭურჭელია – რაც მასში ასხია, ის გადმოდინდება 2020, 27 ნოემბერი, 14:58 ფორთოხლიდან ფორთოხლის წვენი იწურება, ყურძნიდან – ყურძნის... ხოლო ადამიანისგან ის მოდის – რითიც მისი სულია სავსე! როდესაც ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომელიც
დადებითი აურით, სიკეთით და სხვა ღირებული თვისებებით არის სავსე, ჩვენ მისგან ბევრ რამეს ვღებულობთ. ხოლო ის, თუ როგორები ვიქნებით, მაინც ჩვენზეა დამოკიდებული.
მოხუცმა ინდოელმა თავის პატარა შვილიშვილს უთხრა:
ყოველ ადამიანში ბრძოლა მიდის, რომელიც ორი მგლის ბრძოლას წააგავს. ერთი მგელი ბოროტებას წარმოადგენს – შურს, ეჭვიანობას, ეგოიზმს, სიცრუეს... ხოლო მეორე, სიკეთეს განასახიერებს – სიმშვიდეს, სიყვარულს, იმედს, ერთგულებას...
პატარა ინდოელი დაფიქრდა მოხუცის სიტყვებზე და ჰკითხა:
ბოლოს, რომელი იმარჯვებს?
მოხუცმა ინდოელმა გაიღიმა და უპასუხა:
ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც ადამიანი კვებავს. 35 5-ს მოსწონს
|