ტურიზმი ცისარტყელას მთები ჰანსუს პროვინციაში, რომელიც მეტად საინტერესო ტურისტულ მარშრუტს გპირდებათ 2020, 25 ნოემბერი, 22:06 ულამაზესი გეოლოგიური წარმონაქმნები, ფერადი მთები მდებარეობს ჩინეთის პროვინციის - ჰანსუს პარკში. არაერთი მხატვარი აღფრთოვანებული რჩება სანახაობით, შედევრით, რამდენადაც მთები წარმოუდგენლად ფერადია, როგორც გაცოცხლებული ზეთისხილის ტილო. მრავალფეროვანი ქანები აღმოცენდნენ ცარცულ პერიოდში წითელი ქვიშის ქვებისა და კონგლომერატებისაგან. დაახლოებით 100 მილიონის წინ ამ ადგილას, ჰანსუს პარკში მდებარეობდა დიდი ტბა. 68 მილიონი წლის წინ, მაღალი ტემპერატურის გავლენით, ტბაში გაჩნდა 3700 მეტრი სისქის წითელი ფენა, რომელიც ცნობილია, როგორც "ცარცის საწოლი". ზედა ნაწილში განლაგებული იყო 1300 მეტრი სისქის უწყვეტი ფენა, საიდანაც დროთა განმავლობაში წარმოიქმნა მთის მწვერვალები. ლანდშაფტური ტბა, აუზი ამის შემდგომ ბევრჯერ შეიცვალა ორგანული ქანების მოძრაობის შედეგად. წყალმა, რომელიც ნაპრალებს შორის მიედინებოდა, გაანადგურა დანალექი ქანები, ჩამორეცხა ფერდობზე და შედეგად დარჩა ფრაგმენტული წითელი ქანები. ღია, დახრილ ქანების ფენებს აქვს ბევრი ფერი, ტექსტურა, ფორმა, ზომა და ხაზი, მოყვანილობა.
ქანების ფერი ვარირებს მუქი წითელიდან ყვითელსა და მწვანემდე, კონსტრასტული ზოლები განსაკუთრებით ინტენსიურად ანათებენ წვიმის შემდგომ, რაც ცისარტყელას მოგაგონებთ.
ექსპერტების აზრით, ჰანსუს პროვინციაში ფერადი, ცისარტყელების მთების ფორმირება დღემდე გრძელდება. ჰანსუს რაიონი სახელდება პოპულარულ ტურისტულ ღირშესანიშნაობად, მეტად მიმზიდველ ზონად. მრავალი ბილიკი და გზა დაიგო სპეციალურად, რომ ტურისტებს დაეხმარონ ულამაზესი ფერადი მთებისა და კლდეების დათვალიერებაში. მსგავსი გეოლოგიური წარმონაქმნი ბრიტანეთის კოლუმბიაშიც არსებობს და მას "ცისარტყელას სპექტრს" უწოდებენ. "ცისარტყელას სპექტრი" წარმოქმნილია ვულკანური ქანებისა და სხვადასხვა მინერალების ნარევისაგან. 54 1-ს მოსწონს
|