სხვა 10 მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ბესტსელერების ავტორი, მილიარდზე მეტი გაყიდვით 2020, 25 ნოემბერი, 15:13 ჯოან როულინგი "ჰარი პოტერით", სტეფან მაიერი საგათი "ბინდი", ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი მოთხრობით "პატარა უფლისწული" წარმატებული და ცნობილი არიან, თუმცა მხოლოდ ერთი წიგნით. არსებობენ ავტორები, რომლებიც ყველაზე მეტი ოდენობით გაყიდული ეგზემპლარებით გამოირჩევიან. ისინი წლიდან წლამდე, თითქმის ათწლეულიდან ათწლეულამდე გამოსცემენ ბესტსელერებს და არ კარგავენ თავიანთ აუდიტორიას. თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში წარმატების საუკეთესო კრიტერიუმად მიიჩნევა გაყიდვების რაოდენობა, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში მილიარდ ეგზემპლარზე მეტიც კი არის. მაშ, ასე წარმოგიდგენთ გაყიდვებით ყველაზე წარმატებულ 10 ავტორს:1.აგათა კრისტიაგათა კრისტი ზღაპრული, დაუჯერებელი ისტორიების დედოფალია. მას ეკუთვნის რამდენიმე წიგნი, რომელთაც გაყიდვით მილიარდი დოლარი შემოსავალი შემოიტანა. გაყიდვების ასეთ მასშტაბს დღეს რთულად აღწევს ყველაზე წარმატებული ავტორებიც კი. აგათა კრისტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები, დეტექტივი გამოვიდა 1934 წელს. ეს იყო "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესზე", სადაც პუარომ (წიგნის პერსონაჟი, გამოგონილი დეტექტივი, გამომძიებელი) უნდა გახსნას თანამგზავრის სასტიკი მკვლელობა. მატარებელი თოვლშია ჩარჩენილი, ვერავინ გაიქცევა, თუმცა მკვლელის პოვნა მაინც არაა ადვილი. აგათა კრისტი პოპულარულია კლასიკური კრიმინალური ჟანრით. ზოგიერთი ცნობით, მისი ნაწარმოებები დღემდე გაიყიდა დაახლოებით 4 მილიარდჯერ, რაც მას ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ავტორად აქცევს.2.დენ ბრაუნიდენ ბრაუნი ავტორია ისეთი ბესტსელერებისა, როგორიცაა: "და ვინჩის კოდი", "ანგელოზები და დემონები". მას აქვს თავისებური სტილი: მოკლე თავები, მარტივი დიალოგები, გასაგები, ადვილად შესაცნობი პერსონაჟები, ორიოდე მკვლელობა და დიდი ოდენობით პარანოია. ადვილი არაა, იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წაკითხვადი ავტორი! ამერიკელ ავტორს, დენ ბრაუნს არაფერი აქვს გასაიდუმლოებული. მწერლობაში წარმატების მიღწევამდე აწავლიდა ინგლისურს, ასევე, იყო არც ისე ნაყოფიერი მომღერალი და კომპოზიტორი. დენ ბრაუნის კალამს ეკუთვნის კიდევ ერთი მახვილგონივრული რომანი "187 მამაკაცი.." 3.პაულო კოელიო66 წლის ბრაზილიელი მწერალი მსუბუქი სტილის ოსტატად მიიჩნევა.ის არც რთულ თეორიებს გამოთქვამს და არც ჩახლართულ აზრებს ეტანება. აღსანიშნავია "სინათლის მეომრის" გზამკვლევი, სახელმძღვანელო, რომელიც შედგება მოკლე, შინაარსიანი ისტორიებისა და ლაკონიური აზრებისაგან. კოელიო მოუწოდებს მკითხველს, იპოვოს თავისი სულიერი მოწოდება. ყველა მის წიგნს აქვს საერთაშორისო აღიარება და წარმატება, მაგრამ ლიდერობს "ალქიმიკოსი", რომელიც ყველაზე მეტ ენაზეა თარგმნილი და გინესის რეკორდებში მოიხსენიება. კოელიო ენთუზიაზმით უდგება ინტერნეტს და დიდი ხანია, რაც მხარს უჭერს თავისი წიგნების უფასო ჩამოტვირთვას. იგი, ასევე, გაეროს მშვიდობის ელჩია, მართავს არაკომერციულ დაწესებულებას, პაულო კოელიოს ინსტიტუტს, რომელსაც ძირითადად თავისი ჰონონარით აფინანსებს. 4.კენ ფოლეტიკენ ფოლეტმა შეითვისა ფილოსოფია და 1970-იან წლებში მუშაობდა ჟურნალისტად, შემდგომ კი გამომცემლობაში. მერე წერაც დაიწყო. ფოლეტმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის შესახებ ჯაშუშური ტრილერით "ნემსის თვალი" მიაღწია პირველ დიდ წარმატებას და აქედან მოყოლებული გახდა წიგნის ბიზნესის, ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. ფოლეტმა, ასევე, გამოაქვეყნა "გიგანტების დაცემა", ისიც ომის შესახებ იყო. ავტორი გადაშლის პანორამას ევროპის კონტინენტისა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ზღვარზე იძირება. აღწერს ინგლისელი შინამოსამსახურის, ორი რუსი ძმისა და ანგლო-გერმანული წყვილის ბედს. ნაწარმოებში ეს პერსონაჟები გადაიკვეთებიან ერთმანეთთან და უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებთან. ფოლეტს აქვს განსაკუთრებული ნიჭი. მან შეძლო, ერთმანეთთან დაეკავშირებინა ადამიანების პირადი ცხოვრება და თანამედროვე ისტორიული ფაქტები, რაც მკითხველის აღფრთოვანებას იწვევს. 5.ჯონ გრიშემიჯონ გრიშემი უბრალო წარმოშობისაა. ის გაიზარდა ამერიკაში და თავისი ოცნების კარიერას მიაღწია. შეისწავლა ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი. იურისტმა თავისი პირველი ორი რომანი დაწერა სამსახურისაგან თავისუფალ დროს. გრიშემის პირველი ბესტსელერია რომანი "ფირმა", რომლის მიხედვით კინოფილმიც კი გადაიღეს. საუბარია ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა ადვოკატზე, რომელმაც ბრწყინვალე წინადადება მიიღო დასაქმებაზე, სამუშაოზე ტენისში. ის მალევე დარწმუნდება, რომ სამუშაო გარემოცვა საშიშია. ფირმა, რომელმაც ახალგაზრდა ადვოკატი დაიქირავა, ღრმადაა ჩაფლული ჩრდილოვან საქმეებსა და გარიგებებში. გრიშემი "ფირმის" წარმატების შემდგომ ყოველ წელს წიგნს წიგნზე წერდა. მისი 10 ნაწარმოები ეკრანიზებულია.6.სტივენ კინგი40 წლის განმავლობაში სტივენ კინგმა თავის ირგვლივ შემოიკრიბა უზარმაზარი მკითხველთა საზოგადოება, არმია. ის დიდი ლიტერატორია, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც გახდა ნაწილი კლასიკური და პოპულარული ლიტერატურისა. კინგი აღწერს ფანტასტიკურ, მისტიკურ და საშიშ მოვლენებს, რისთვისაც ხსნის თავისი პერსონაჟების შინაგან სამყაროს. ძნელია კინგის იმ ბესტსელერების ზუსტი რიცხვის დადგენა, რომლებიც არაერთი ფილმისა და სერიალის საფუძველი გახდნენ. 7.ჰარუკი მურაკამიიაპონელი მურაკამი საერთაშორისო დონის ავტორია. ისეთი რომანებით, როგორიცაა, მაგალითად, "ველური ცხვრის დევნა", ავტორი სიახლოვეს ავლენს დასავლელ ავტორებთან, მიუხედავად თხრობის უნიკალური სტილისა. 1600 გვერდიან ეპოსში "1Q84" მურაკამი მოგვითხრობს მიმზიდველ და ჭკვიანურ ისტორიას თითქმის შეუძლებელ სიყვარულზე. აომამე და თენგო განსაკუთრებული წყვილია, რომლებიც ოდნაც შეცვლილ წარსულში ცხოვრობენ და უწევთ იდუმალ სექტებთან და ფანტასტიკურ, საშიშ არსებებთან შებრძოლება მანამ, სანამ სამუდამოდ შეძლებენ ერთად ყოფნას. მურაკამის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 50 ენაზე. მას შეუძლია, ჰქონდეს ყველაზე დიდი ლიტერატურული პრეტენზია დასახელებულ ავტორებს შორის. 8.ჯეიმს პატერსონი64 წლის ამერიკელი ავტორი, პატერსონი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სარეკლამო სფეროში. ამიტომ მან ზუსტად იცის, რა სურთ მკითხველებს და მათ აძლევს ყოველივე საინტერესოს: ემოცია, "კაიფი", სექსუალური თემები და მოტივები. პეტერსონმა, ასევე, იცის როგორია ხალხისადმი სწორი მიდგომა. პატერსონმა მოხსნა რეკორდი ბესტსელერების რაოდენობით, მას 56 ბესტსელერი ეკუთვნის. კოლეგების, მათ შორის სტივენ კინგის, მხრიდან მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, მას 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული და თარგმნილია 40 ენაზე. 9.ნორა რობერტსიიფიქრებთ, რომ მან სულ ცოტა 10 000 რომანი მაინც დაწერა. თითოეული მისი წიგნი მრავალი წლის განმავლობაში "ნიუ იორკ თაიმსის" ტოპ-სიაში ხვდებოდა. ამერიკელი მწერალი ნორა რობერტსი 60-იანი წლების დასაწყისიდან შეუყვარდა მკითხველ ქალთა საზოგადოებას. რობერტს უყვარს ტრილოგიების წერა: ღამის ტრილოგია, კუნძულის ტრილოგია, შტორმის ტრილოგია და ა.შ. ნორა რობერტსი სახელდება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, კითხვად ავტორად. 10.დანიელა სტილიდანიელა სტილს ჰყავდა ებრაელ-გერმანელი მამა და პორტუგალიელი დედა, აღიზარდა საფრანგეთში და დადიოდა სხვადასხვა ევროპულ სკოლაში. 1963 წელს დანიელა სტილმა ნიუ-იორკში დაამთავრა ფრანგული ენის საშუალო სკოლა, შემდგომ კი სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. მან თითქმის ნახევარი მილიარდი ეგზემპლარი წიგნი გაყიდა. დანიელა სტილი 5-ჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში და ჰყავს 10 შვილი. დანიელა სტილის არაერთი ნაწარმოების სიუჟეტი შთაგონებულია ავტორის პირადი ცხოვრების მოვლენებით. შესაძლოა, სწორედ ეს დეტალი იყოს დანიელა სტილის წარმატების საიდუმლო. 111 1-ს მოსწონს
|