მსოფლიო სასტიკი მმართველები, რომლებმაც საკუთარი ოჯახის წევრები და ახლობლები სიკვდილით დასაჯეს 2020, 21 ნოემბერი, 19:35 სამეფო ოჯახის წევრების გარშემო ყოველთვის იდგა მრავალი პრობლემა და მოვლენა, რაც მათთვის ტრაგიკულად სრულდებოდა. საიდუმლოებანი, ინტრიგები, ძალაუფლებისათვის ბრძოლა, ღალატი, სკანდალები.. ეს ყველაფერი საუკუნეთა მდინარებაში თან ახლდა მეფეთა, მმართველთა ცხოვრებას. თუ მმართველები გაღიზიანდებოდნენ ნათესაური სისხლის მქონე ადამიანების, ახლობლების ქცევებით და განსაკუთრებით, თუ ეს უკანასკნელნი მართლაც წარმოადგენდნენ საფრთხეს ტახტისათვის, მეფეს, ან დედოფალს შეეძლო, უბრალოდ და პირდაპირ სიკვდილით დაესაჯა ისინი. ასეთი მაგალითი არაერთი გვაქვს მსოფლიო ისტორიაში:
1.ელისაბედ I -ინგლისის დედოფალი მან სიკვდილით დასაჯა: საკუთარი ბიძაშვილი მარია (მერი), 1587 წელს. მეორე ბიძაშვილი, ინგლისელი ჰერცოგი, სახელად თომას ჰოვარდი, მერის მომხრე. საკუთარი ბიძაშვილის შვილი, რობერტ დევერო თომას ჰოვარდი, ნორფოლკის ჰერცოგი იყო და ელისაბედის წინააღმდეგ უამრავ აჯანყებაში მონაწილეობდა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს 1572 წელს. რობერტ დევერო დედოფალ ელისაბედის ერთ-ერთი ფავორიტი, საყვარელი იყო. იგი ელისაბედის ბიძაშვილის, ლეტისის ძე იყო. რობერტმა შეძლო, მოეხიბლა თავისზე ბევრად უფროსი, ელისაბედი, თუმცა არაერთხელ დაამცირა და შესაძლებელია, ტახტიდან ჩამოგდებაც კი სურდა მისი. საბოლოოდ ელისაბედმა ბრძანა და ლონდონის კოშკში 1601 წელს თავი მოკვეთეს რობერტ დევეროს.
2.ჰეროდე I დიდი - იუდეას მეფე სიკვდილით დასაჯა: საკუთარი ცოლი მარიამნა. საკუთარი ვაჟიშვილები. ჰეროდე ებრაელად არ დაბადებულა, ის რომაელებმა აირჩიეს დაპყრობილი იუდეას პროვინციის მმართველად. მან იქორწინა ებრაული სამეფო ოჯახის წარმომადგენელზე, პრინცესა მარიამნაზე. ჰეროდე თავის ცოლზე ძალიან იყო მიჯაჭვული, თუმცა, ამის მიუხედავად, მრუშობაში დაადანაშაულა და ძვ. წ. 29 წელს, სიდედრთან ერთად, სიკვდილით დასაჯა.
მარიამნასაგან ჰეროდეს ჰყავდა 2 ვაჟი, ალექსანდრე და არისტობული. იუდეას მმართველს შეეშინდა, რომ ვაჟიშვილები ტახტს მოსთხოვდნენ. ჰეროდემ და მისმა უფროსმა ვაჟმა, ანტიპატრე მეორემ (სხვა ცოლისაგან) შეიტყვეს, რომ მარიამნას ვაჟებს ჰეროდეს მოკვლა სურდათ, რათა დედის გამო შური ეძიათ. ანტიპატრე სულ შხამს აწვეთებდა მამას. შედეგად ჰეროდემ ძვ.წ.-ით 7 წელს უბრძანა თავისი ვაჟიშვილების მოშთობა, დახრჩობა.
3.კლეოპატრა VII: ეგვიპტის დეედოფალი, ფარაონი
სიკვდილით დასაჯა: საკუთარი და, არსინოია. თავისი ორი ძმა, პტოლემე XIII და პტოლემე XIV, რომლებზე დაქორწინებულიც კი იყო (ორი ქმარი). კლეოპატრას უმცროს დას სურდა, თვითონ გამხდარიყო დედოფალი და ამ მიზნით ჯარიც კი შეკრიბა. კლეოპატრამ და მისმა რომაელმა მოკავშირეებმა დაამარცხეს არსინოია. უკანასკნელი თურქეთში გაგზავნეს, ხოლო შემდგომ საკუთარი დის, კლეოპატრას ბრძანებით მოკლეს. ეგვიპტის სამეფო ტრადიციის შესაბამისად, კლეოპატრა დაქორწინდა თავის ძმებზე, თუმცა ისინი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ. პტოლემე მე-13 თავს აცხადებდა კლეოპატრას მეტოქედ ალექსანდრიაში, თუმცა კეისრის ხელმძღვანელობით წარმოებულ რომაელ მოკავშირეებთან ბრძოლაში დაიღუპა. მომდევნო იყო პტოლემე მე-14, რომელიც შესაძლოა, კლეოპატრამ მოკლა იმის გამო, რომ თავის ვაჟს (კეისრისაგან ჰყავდა) არ შესცილებოდა ტახტში. 4.ჰენრი VIII :ინგლისის მეფე სიკვდილით დასაჯა: ორი ცოლი, ანა ბოლეინი და კეთრინ ჰოვარდი, მრუშობის ბრალდებით. ყველა მეტოქე თავისი სამეფო ოჯახიდან, მათ შორის: ედვარდ სტაფორდი და ჰერცოგი ბუკინგემი. თავისი სიძე (დის, მარგარიტას ქმარი) იაკობ IV შოტლანდიელი.
5. აგრიპინა უმცროსი - რომის მმართველი (იმპერატრიცა) სიკვილით დასაჯა: თავისი ბიძა და ქმარი კლავდიუსი
6. ჟან უშიშარი - ბურგუნდიის ჰერცოგი
სიკვდილით დასაჯა: საკუთარი ბიძაშვილი, ლუი (ლუდოვიკო), ორლეანის ჰერცოგი
7.სულეიმან I ბრწყინვალე: ოსმალეთის იმპერიის სულთანი სიკვდილით დასაჯა: თავისი რამდენიმე ვაჟიშვილი
8.ედვარდ IV - ინგლისის მეფე სიკვდილით დასაჯა: თავისი ძმა, ჯორჯი, კლარენსის ჰერცოგი
9. აურანგზები (ალამგირი) - დიდი მოგოლთა იმპერიის მმართველი ინდოეთში სიკვდილით დასაჯა: საკუთარი ძმები, დარა შიკო (მთავარი კონკურენტი) და შაჰ მურადი; ძმისშვილი სულეიმანი, დარას ძე;
10.იაკობ პირველი: შოტლანდიის მეფე სიკვდილით დასაჯა: ბიძაშვილი - მერდოკ სტიუარტი, ოლბანის ჰერცოგი; ბიძაშვილის შვილი, უოლტერ სტიუარტი, მერდოკის ძე. 633 შეფასება არ არის
|