x
image
ლანა92
6 საინტერესო ფაქტი სისხლის შესახებ: "ნიჟარას ეფექტი", "სიცოცხლე პულსის გარეშე" და სხვა


image


ადამიანის ორგანიზმში ყოველდღიურად მეტად რთული და მრავალმხრივი პროცესები მიმდინარეობს, რომელთა წარმოდგენაც გაგვიჭირდება. ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემადგენელია სისხლი. მოზრდილი, ზრდასრული ადამიანის გული დღეში გადაქაჩავს დაახლოებით 10 000 ლიტრს სისხლს.

გთავაზობთ სისხლის შესახებ მეტად საინტერესო ფაქტებს:


1.ჯეიმს ჰარისონი -

1000-გზის დონორი და 2 მილიონზე მეტი

გადარჩენილი სიცოცხლე


74 წლის ავსტრალიის მკვიდრმა, ჯეიმს ჰარისონმა დაახლოებით 1000-ჯერ ჩააბარა სისხლი. მისი იშვიათი ჯგუფის სისხლი შეიცავს ანტისხეულებს, რომელიც ანემიის მძიმე ფორმით დაავადებულ ახალშობილებს ეხმარება გადარჩენაში. ავტრალიელის მიერ გაღებული სისხლის წყალობით 2 მილიონზე მეტი ახალშობილი გადარჩა.


2.კრეგ ლუისი-

სიცოცხლე პულსის გარეშე


შეუძლია, თუ არა ადამიანს, იცოცხლოს, თუ პულსი არ აქვს, არ ესინჯება? - დიახ, ეს შესაძლებელია, როგორც ექიმები ამტკიცებენ. მედიკოსები ამაში დარწმუნდნენ ამერიკელი კრეგ ლუისის მკურნალობისას. პაციენტს ვერც კარდიოსტიმულატორმა უშველა. შედეგად კრეგ ლუისს გული ამოაჭრეს და მის ნაცვლად შეუერთეს აპარატი, რათა სისხლი უწყვეტად მიწოდებოდა ორგანიზმს. პაციენტი კვლავ აგრძელებდა სიცოცხლეს, თუმცა პულსი (მაჯისცემა) არ ჰქონდა და ელექტროკარდიოგრაფიამ აჩვენა სწორი ხაზი.



3.სისხლის ჯგუფი -

სამსახურში აყვანის ერთ-ერთი კრიტერიუმი იაპონიაში

იაპონელები მიიჩნევენ, რომ სისხლის ჯგუფი ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე. ადამიანები, რომელთაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ, გამოირჩევიან რისკიანობითა და თავდაჯერებულობით, მეორე ჯგუფისანი - ინტროვერტულობით, ჩაკეტილობითა და საიმედოობით, მესამე ჯგუფისანი - ჭკუითა და ამბიციურობით, პატივმოყვარეობით, მეოთხე ჯგუფისანი - გაწონასწორებულობით. იაპონელები სისხლის ჯგუფს იმდენად ანიჭებენ მნიშვნელობას, რომ შეიძლება, სამსახურში აყვანაზეც კი უთხრან პრეტენდენტს უარი არასასურველი სისხლის ჯგუფის გამო.


4.კორიდა და

მატადორის სისხლისფერი წითელი მოსასხამი


ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ კორიდაზე (სპორტის სახეობა, ხარებთან შებრძოლება) ხარი მატადორს მოსასხამის წითელი ფერის გამო ესხმის თავს. ტყუილია, თითქოს ხარს წითელი ფერი აღიზიანებდეს, რეალურად იგი ფერებს დიდად არ განარჩევს, არ აქცევს ყურადღებას. ხარი მხოლოდ მატადორის მოძრაობაზე რეაგირებს, ხოლო წითელი ფერის მოსასხამი ტორეადორისათვის საგანგებოდ შეირჩა, რადგან ამ ფერის ტანსაცმელზე ხარის სისხლი ნაკლებად შესამჩნევია.




5.ნიჟარას ეფექტი -

ზღვის ხმაური თუ სისხლის მიმოქცევა?

ბავშვობისას გვარწმუნებდნენ, რომ თუ ლოკოკინას ნიჟარას ყურს მივუახლოვებდით, გავიგონებდით ზღვის ხმაურს. სინამდვილეში ნიჟარადან გამოცემული ბგერები ზღვის ხმა კი არაა, არამედ ესაა შედეგი გარშემო არსებული ხმებისა და ადამიანის სხეულიდან წამოსული ხმის შერწყმისა. ნიჟარას შარიშურის, ხმაურის ერთ-ერთი შემადგენელია სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა. ნიჟარას მსგავს ხმაურს გამოსცემს პალმის ტოტთან ყურის მიდება, მიტანაც, რაც, ასევე, სისხლის მიმოქცევითაა გამოწვეული.




6.ანტარქტიდის უფერულსისხლიანი ბინადარნი


ანტარქტიდის ყინულოვანი თევზების სისხლს ფერი არა აქვს, რადგან მასში არაა ერითროციტები და ჰემოგლობინი. სისხლის მიმოქცევის სისტემის ასეთი თავისებური მოწყობა ეხმარება თეთრსისხლიანებს (უფერულსისხლიანებს), გაძლონ გარემოში, სადაც ტემპერატურა იმაზე დაბალია, ვიდრე ეს წყლის გაყინვას სჭირდება, ანუ 0 გრადუსზე ნაკლებია.

1
26
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
26
  
2020, 19 ნოემბერი, 2:38
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Hosset.Com
0 1 1