x
image
ლანა92
როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები ქრისტესისხლას გამოყენებით? - გამოცდილი ხალხური მეთოდი, რომელიც ნამდვილად ეფექტურია

image



მეჭეჭების მოსაშორებლად სხვადასხვა გზას მიმართავენ. ცნობილია: 1. მედიკამენტური მეთოდი, როცა იყენებენ ანტივირუსულ პრეპარატებს; 2.ქიმიური - მოწვა; 3.დიათერმოკოაგულაცია - მოყინვა; 4. კრიოთერაპია - მოწვა თხევადი აზოტით; 5. ელექტროკოაგულაცია- დენით ზემოქმედება; 6.ქირურგიული მეთოდი - მეჭეჭის მოკვეთა.

ხალხური მედიცინა გვთავაზობს სხვადასხვა მეთოდს, რომელთაგან ყველაზე ეფექტურია ქრისტესისხლას გამოყენება.

წარმოგიდგენთ რეცეპტს პირადი გამოცდილებით:

რეცეპტი

აფთიაქში შეგიძლიათ, შეიძინოთ: 1. ქრისტესისხლას ბალახი, რომელიც იყიდება კოლოფის შეფუთვით (ღირს დაახლოებით 4 ლარი) და 2. სამედიცინო სპირტი (ეთანოლი, 100 მლ.-იანიც ეყოფა, ღირს დაახლოებით 2 ლარი). ესაა არა მხოლოდ ყველაზე ეფექტური, არამედ ყველაზე ბიუჯეტური ხალხური მეთოდი მეჭეჭების წინააღმდეგ, დაგიჯდებათ სულ რაღაც 6-7 ლარი.

image

image

ნაყენის მომზადება:

პირველი ეტაპი: აიღეთ 1 სუფრის (დიდი) კოვზი ქრისტესისხლას ხმელი ბალახი და ჩაყარეთ სამედიცინო სპირტის ბოთლში (ფლაკონში). მოკლედ, 1 სუფრის კოვზი ხმელი ქრისტესისხლა + სამედიცინო სპირტი.

მეორე ეტაპი: დადეთ ბნელ ადგილას ფლაკონი და გააჩერეთ 12 დღე.

მესამე ეტაპი: 12 დღის მერე მზა ნაყენი წაისვით დღეში რამდენჯერმე (3-4-ჯერ) მეჭეჭებზე. წაისვით, სანამ ფლაკონი არ დაცარიელდება, ანუ ნაყენი არ დამთავრდება.

ჩვენება: ნაყენის წასმის მომენტში მეჭეჭი დიდდება (სივდება) და ცოტა ხანში ისევ უბრუნდება ჩვეულ ზომას, მდგომარეობას. ყოველ წასმაზე აქვს მსგავსი მახასიათებელი.

შეიძლება, ფლაკონში ნაყენი დამთავრდეს, მაგრამ თქვენი მეჭეჭები ადგილზე რჩება, უცებ არ ქრება. შედეგი დგება რამდენიმე დღის, ან კვირის მერე. შეიძლება, დაიხედოთ კანზე და რაღაც გეუცნაუროთ და ეს იქნება გამქრალი მეჭეჭები. არავითარი კვალი არ რჩება კანზე.

ქრისტესისხლას გამოყენების მეორე გზა

ასევე, მეჭეჭების მკურნალობის ხალხურ მეთოდებს შორის დასახელებულია ქრისტესისხლას ახალგამოწურული წვენის გამოყენებაც. კერძოდ, ქრისტესისხლას ახალგამოწურული წვენი უნდა წაისვათ მეჭეჭებზე დღეში 1-2-ჯერ. ქრისტესისხლას გამოყენების პირველი მეთოდისაგან განსხვავებით, მისი უპირატესობა ისაა, რომ თქვენ 12 დღე ლოდინი არ გიწევთ ნაყენის დასაყენებლად, თუმცა ეფექტურობით შესაძლოა, ეს ნაკლებად შედეგიანი იყოს. რჩევა: სანამ პირველ მეთოდს გამოიყენებთ, ანუ ნაყენი დამზადდება, შეგიძლიათ, სცადოთ ეს მეორე გზაც, ანუ ქრისტესისხლას ახალგამოწურული წვენი.

ქრისტესისხლას გამოყენების მესამე გზა

შეგიძლიათ, შეიძინოთ ქრისტესისხლა (მიწისზედა ნაწილი) დაფქული სახით ფლაკონში (100 გრამი), რომელიც, მრავალ სხვა დაავადებასთან ერთად, გამოიყენება მეჭეჭებისა და კოჟრების წინააღმდეგ.

ასევე, დაფქული ქრისტესისხლა გამოიყენება ეგზემის წინააღმდეგ.

ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე ქრისტესისხლას ბალახის შეძენისა და ნაყენის დამოუკიდებლად დამზადების შემთხვევაში.

image

ასევე, იყიდება მეჭეჭების სამკურნალო მალამო - ქრისტესისხლა და აბზინდა, ქრისტესისხლა კაფსულებში, ქრისტესისხლას ნაყენი მიწისზედა ნაწილი. იხ: https://mwvane-aftiaqi.com/product.php?id=355


კომბოსტოს წვენი მეჭეჭების წინააღმდეგ

მეჭეჭების მოშორების ერთ-ერთი ხალხური მეთოდია კომბოსტოს წვენის გამოყენება. ახალგამოწურულ კომბოსტოს წვენში გაჟღინთეთ თხელი ქსოვილი და დაიდეთ მეჭეჭზე კომპრესის სახით. პროცედურა გაიმეორეთ მეჭეჭების გაქრობამდე.

ხახვის, ან ნივრის წვენი მეჭეჭების წინააღმდეგ

1 წილ ხახვის, ან ნივრის წვენს დაამატეთ ორი წილი თაფლი (ანუ 1 კოვზ ხახვის, ან ნივრის წვენზე მოდის 2 კოვზი თაფლი). ამ ნარევით გაჟღინთეთ ქსოვილი და დაიდეთ კომპრესის სახით. ჯანმრთელი კანი რომ არ დაგეწვათ, წაისვით ცხიმიანი კრემი.





1
516
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
516
  
2022, 12 ოქტომბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1