კინო ანჯელინა ჯოლის ინტიმური საიდუმლოებები, რომლებიც კინოვარსკვლავს სულ სხვა მხრიდან დაგვანახებს 2020, 18 ნოემბერი, 11:09 ანჯელინა ჯოლი დღეს ცნობილია როგორც ულამაზესი ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც მისაბაძი დედა და მსახიობია. ცნობილია თავისი საქველმოქმედო პროექტებით და იმით, რომ UNHCR ის კეთილი ნების ელჩია. მაგრამ ცოტამ თუ იცის რა გზა განვლო ქალმა იმისათვის, რომ იქ ყოფილიყო სადაც ახლაა. 14 წლის ასაკში უკვე მეგობარ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა- ერთ-ერთ ინტერვიუში ჯოლიმ აღიარა, რომ ფაქტობრივად ქორწინებაში იყო 14 წლის ასაკიდან. ამის უფლება კი დედამ მისცა: “ეს ყველაზე ჭკვიანური რამ იყო რაც დედაჩემს შეეძლო გაეკეთებინა. ამგვარად ჩვენ პარკში არ დავწანწალებდით ერთად." ის ფაქტი, რომ ანჯელინა ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა ხელს არავის უშლიდა. “ჩვენ ფაქტობრივად 2 წელი ვიყავით ერთად როგორც ცოლ-ქმარი. როდესაც 16 წლის გავხდი მივხვდი, რომ თავისუფლება მჭირდებოდა, ამის შენდეგ გადავერთე სამსახურზე."
მრავალი წლის განმავლობაში არ ურთიერთობდა მამასთან- ჯონ ვოიტმა შვილის ბრედ პიტთან დაქორწინების ამბავი ჟურნალებიდან გაიგო. ისინი 6 წელი არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ანჯელინამ ვერ აპატია მამას დედის მიტოვება, რომელიც 2007 წელს მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა. მისი თქმით მამასთან ურთიერთობის დალაგება ძალიან ძნელი იყო, თუმცა ახლა უხარია, რომ ბაბუა შვილიშვილებს ხვდება.
გიჟურმა ახალგაზრდობამ კინაღამ დაღუპა ის- ანჯელინას ახალგაზრდობა ნარკოტიკებთან და სახიფათო საქმეებთან არის დაკავშირებული. ინტერვიუში მას ხშირად უთქვამს, რომ მისი მტავარი მიღწევა ისაა, რომ ახალგაზრდა არ დაიღუპა, რადგან ბეწვის ხიდზე გავლა ძალიან უყვარდა.
ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ჩაწერა ინტერვიუ - ფრანკლინ მაიერი იყო ადამიანი რომელიც ანჯელინას ნარკოტიკებით ამარაგებდა. სწორედ მად შეატყობინა Life & Style magazine-ს რომ ანჯელინა მისი მუდმივი კლიენტი იყო, რომ კოკაინს და ჰეროინს მისგან ყიდულობდა და ნარკოტიკებზე ძალიან იყო დამოკიდებული. ასევე შეატყობინა, რომ ანჯელინა ჩარლი როუზთან ინტერვიუს დროს “კაიფში" იყო და სწორედ ამიტომ იქცეოდა უცნაურად. 1998 წელს ანჯელინამ თვითონაც აღიარა, რომ ახალგაზრდობაში ყველანაირი სახის ნარკოტიკი გასინჯა, ჰეროინი, კოკაინი, ლსდ, მარიხუანა... “ნარკოტიკები ძალიან საშიშია, დიდი ხნის წინ შევეშვი მათ". სემდგომში მაიერმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჰეროინზე დამოკიდებული ჯოლია ასახული. როგორც ჩანს ჟურნალისტებისგან კარგი ფულადი შემოთავაზება მიიღო.
ჰქონდა თავის მოკვლის მცდელობა და სუიციდალურ აზრებს ჭრილობებით ახშობდა- ბიოგრაფმა ენდრიუ მორტონმა ჯოლის მთელი წიგნი მიუძღვნა. მან წიგნში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა, რომ ანჯელინა თავის მოკვლას რამდენჯერმე შეეცადა და მკვლელიც კი დაიქირავა მოსაკლავად. მოგვიანებით მორტონმა დაწერა, რომ ჯოლის საშინელი დეპრესია და სუიციდალური აზრები აწუხებდა. ამის გამო ის ისერავდა ვენებს, ირჭობდა დანას სხეულის სხვადასხვა ადგილას.. “სხვებისთვის შეიძლება ეს სიგიჟე იყოს, მაგრამ ანჯელინას გათავისუფლებაში დაეხმარა". ნარკოტიკების ქვეშ გაშიშვლდა და ფოტოსესია მოაწყო- რამდენიმე წლის წინ, როდესაც მსახიობი თავისი ახლაი ფილმის “სოლტის" პრომოუშენით იყო დაკვებული, ამერიკულმა ტაბლოიდმა Star Magazine -მ გაავრცელა 8 მაკომპრომიტირებული ფოტოსურატი, რომლებიც წლების წინ იყო გადაღებლი წარწერით “ ღამე, რომლის დავიწყებაც ანჯელინას სურს".
რომანი გააჩაღა დედის შეყვარებულთან- კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ენდრიუ მორტონმა დაწერა თავის წიგნში. 16 წლის ანჯელინამ დედის მარშელინის შეყვარებულთან გააჩაღა მოკლე რომანი. როდესაც დედამისმა ეს ამბავი გაიგო, ანჯელინაზე ძალიან გაბრაზდა, შეყვარებულს კი დასორდა. მას შემდეგ ანჯელინა დედასტან რამდენიმე წელი არ ურთიერთობდა. ზურგი შეაქცია ძმამ, ჯეიმსმაც. დედა-შვილმა ურთიერთობა მხოლოდ მასინ დაალაგა, როდესაც ენჯიმ პირველი ბავშვი იშვილა.
ხვდებოდა ქალებსაც- 1996 წელს ანჯელინამ მონაწილეობა მიიღო ფილმში Foxfire, სადაც ჯენი შიმიცუსთან გააბა რომანი. 1998 წელს კი მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმი “ჯია", სადაც ცნობილი სუპერმოდელის, ჯიას როლი ითამაშა, რომელიც ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და ბოლოს შიდსით გარდაიცვალა. გარდა ამისა, ანჯელინას არასოდეს დაუმალავს ის ფაქტი, რომ ბისექსუალია.
უმა თურმანის ოჯახი დაანგრია- ბრედ პიტი არ ყოფილა ერთადერთი დაქორწინებული მამაკაცი ანჯელინას კოლექციაში. რამდენიმე წლის წინ გაირკვა, რომ უმა თურმანის და მსახიობ იტან ჰოუკის ოჯახი სწორედ ჯოლის გამო დაინგრა. მატ რომანი გააჩაღეს ფილმის გადაღებებზე.
რომანი ჰქონდა მიკ ჯაგერთან, ორჯერ- პირველი რომანი 1997 წელს ჰქონდათ, როდესაც ახალგაზრდა მსახიობმა კლიპში Rolling Stones მიიღო მონაწილეობა. იმ დროისტვის მიკ აგერი ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო ჯერი ჰოლიზე. მეორე რომანი კი 2003 წელს გააბეს, როდესაც ანჯელინა ბრიტანელ მსახიობ ჯონი ლი მილერზე იყო დაქორწინებული, მიკ ჯაგერი კი თავის საყვარელთან ლორენ სკოტთან ცხოვრობდა.
დედა 4 წლის ასაკიდან უღებავდა მას თმას- წარმოუდგენელია, მაგრამ ანჯელინას ბუნებრივი თმის ფერი ქერაა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ მის დედას შვილის ბუნებრივი თმის ფერი არ მოსწონდა, ამიტომაც 4 წლის ასაკიდან უღებავდა მუქად.
გაკეთებული აქვს ცხვირის პლასტიკა- ბიოგრაფი ჯენი პოლი ირწმუნება, რომ ახალგაზრდობაში მსახიობმა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ასევე ლაზერული კორექცია თვალებზე.
დასახელდა წლის ყველაზე ცუდ დედად- 2012 წელს ამერიკულმა ჟურნალმა Star მსახიობი წლის ყველაზე ცუდ დედად დაასახელა. მიზეადკი ბავშვების არასწორი აღზრდა და კვება დაასახელეს. ანჯელინას თქმით მის შვილებს ძალიან უყვართ მაკდონალდსში ჭამა, საუზმეზე კი უბრალოდ კოკა კოლას სვამენ.
ღალატი “ჩვეულებრივ მოვლენად" მიაჩნია- მსახიობის თქმით, ურთიერტობების გამრავალფეროვნების წინაარმდეგი სულაც არაა, თუკი ორივე პარტნიორი თანხმდება ამაზე; “ არ მგონია რომ ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახურ ურთიერთობებში. ჯობია სექსით სხვასთან დაკავდე, ვიდრე პარტნიორი მიატოვო და შემდეგ ლანძღო ის, არც მე და არც ბრედი არ ვამტკიცებთ, რომ თანაცხოვრება ერთმანეთის მესაკუთრეობას ნიშნავს. ვზრუნავთ იმაზე, რომ ერთმანეთის პირად ცხოვრებას პატივი ვცეთ".
ბავშვობაში სურდა დამკრძალავი ბიუროს ორგანიზატორი ყოფილიყო- ინტერვიუებში ხშირად უხსენებია, რომ კინოინდუსტრია რომ არა, თავისუფლად შეეძლო დამკრძალავი ბიუროს ბიზნესით დაკავებულიყო.
1239 შეფასება არ არის
|