x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ნახეთ როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანების შთამომავლები

კრის ევანსი- რთული წარმოსადგენია, მაგრამ სწორედ ეს გოგონაა იოსებ სტალინის შვილიშვილი. ის მისი შვილის, სვეტლანა ალილუავას უმცროსი ქალიშვილია. მისი ნამდვილი სახელი ოლგაა, რომელიც არასოდეს მოსწონდა და როდესაც საშუალება მიეცა კრის ევანსი დაირქვა. 2011 წელს მისგან ინტერვიუ ჩაწერეს, სადაც თქვა, რომ დედა ყოველთვის ისე ზრუნავდა მათზე, რომ მათი ცხოვრება სტალინისას არ შეედარებინათ, თვითონ კი, როგორც ამბობს მისი ბაბუა არასოდეს მოსწონდა და ყველაფრის დავიწყება სურდა რაც მან ჩაიდინა.image

თომასი, პოლი და ედუარდ აინშტაინები- მსოფლიოში განთქმული ფიზიკოსის შთამომავლები მისი შვილთაშვილები არიან, თომასმა სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ლოს ანჯელესის ცენტრში პლასტიკური ქირურგგიის ცენტრს ხელმძღვანელობს, მეორე, პოლი ხელოვნებისკენ წავიდა და საკმაოდ ცნობილი მევიოლინეა საფრანგეთში, მესამე კი ედუარდი ავეჯის ბიზნესის მფლობელია და საკმაოდ წარმატებულიცაა.image

რაილი კიო- ცნობილი და ლეგენდარული ელვის პრესლის პირველი შვილიშვილია, ის პროფესიით მსახიობია.image

დრი ჰემინგუეი- ცნობილი მწერლის შთამომავალი მოდელია და ისეტ ცნობილ ბრენდებთან უმუშავია, როგორებიც არიან გუჩი, ჟან პოლ-გოტიე, ვალენტინო, H&M.image

უნა ჩაპლინი- გოგონაც თავისი წიბაპრის გზას გაჰყვა და მსახიობი გახდა. მისი ცნობილი როლი “სამეფო კარის თამაშები"-დანაა, ის რობ სტარკის მეურლის როლს ასრულებდა.image

ელისონ ლე ბორჟი- ცნობილი ალენ დელონის შვილიშვილია. მან მონაწილეობა მიიღო ფილმში “ ცისფერი კუნძული", თუმცა, როგორც ჩანს მსახიობობამ არ დააინტერესა და მოდელი გახდა.

ემა ფერერი- ოდრი ჰეპბერნის შვილიშვილი, ასევე მოდელობითაა დაავებულიimage

დიანა ვიდმაიერ პიკასო- მაია პიკასოს შვილი, რომელიც ცნობილ მხატვარს მარი-ტერეზ ვალტერისგან ჰყავდა. დიანა პროფესიით ისტორიკოსია, ის ინფორმაციას აგროვებს ხელოვნებაზე და ხელმძღვანელობს კომპანიას, რომელიც მისი ბაბუის შემოქმედების სორტირებითაა დაკავებული.image

0
431
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0