x
image
გემი დალანდი
კურკუმა -ბუნებრივი საშუალება,რომელიც 10 წამალს შეგიცვლით!
აღმოსავლური კერძების მოყვარულებმა კარგად იციან კურკუმას ფასი. ამ სანელებელს როგორც კერძების, ისე სასმელების მომზადებისას იყენებენ. დღეს კი მოგითხრობთ, თუ სარგებლობის მოტანა შეუძლია მას თქვენი ორგანიზმისთვის.

imageკურკუმას საკვებ ოქროსაც უწოდებენ. მასში შემავალი ეთერზეთების, ვიტამინების, რკინის, კალციუმის, ფოსფორისა და იოდის გამო კურკუმას სამკურნალოდაც წარმატებით იყენებენ.

კურკუმა ათბობს ორგანიზმს, იცავს მას გაციებისგან, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი და ბუნებრივი ანტისეპტიკია. მოდი, უფრო მეტი გავიგოთ ამ ჯადოსნური სანელებლის შესახებ.

1)კურკუმათი მომზადებული სასმელი ეფექტურია ართრიტის დროს. “ოქროს რძე"-ასე უწოდებენ ამ სასმელს. მის მოსამზადებლად საჭიროა ორი სუფრის კოვზი კურკუმა, ერთი ჩაიას ჭიქა რძე და ერთი ჩაის ჭიქა წყალი.


დაასხით კურკუმას წყალი და ადუღეთ 10 წთ-ის განმავლობაში. მიიღებთ პასტისებურ მასას, რომლის შენახვაც მაცივარში ერთი თვის განმავლობაში შეგიძლიათ.

ერთი კოვზი პასტა გახსენით ჭიქა ცხელ რძეში და დალიეთ.


2)რაციონში კურკუმას ჩართვა თმის და კანის ხარისხსაც გააუმჯობესებს. დადებით ზეგავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც.

3)კურკუმა რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროსაც. ის ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და ხელს უწყობს გახდომას. მიიღეთ 1/4 ჩაის კოვზი კურკუმა დღეში სამჯერ, ჭამის წინ.


4)გაციების დროს ყელის ტკივილს კურკუმა შველის. გახსენით ერთ ჭიქა თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი მარილი და დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა. რამდენჯერმე გამოივლეთ ეს ხსნარი ყელში და ტკივილი გაქრება.

5)სარძევე ჯირკვლების კიბოს პროფილაქტიკისთვის საკვებს ყოველდღიურად დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი კურკუმა.

6)კურკუმას გამოყენება ჭრილობების მკურნალობის დროსაც შეგიძლიათ. უბრალოდ, მოაყარეთ დაზიანებულ ადგილს კურკუმას ფხვნილი. ინდოეთში ამ მეთოდს უკვე ორი ათას წელზე მეტია იყენებენ და წარმატებითაც.

წყლულების და დაჩირქებული ადგილების სამკურნალოდ კურკუმა და კარაქი თანაბარი დოზებით შეურიეთ და ისე გამოიყენეთ.

7)დამწვრობის დროს კი კურკუმა და ალოე ვერას წვენი თანაბარი რაოდენობებით შეურიეთ ერთმანეთს და დაზიანებულ ადგილას რამდენიმე საათით გაიჩერეთ.

8)კურკუმა გვეხმარება ასაკით გამოწვეულ ტვინის მუშაობის გაუარესებასაც ვუშველოთ. ამისთვის საკმარისია, რომ ის რეგულარულად ჩართოთ თქვენს რაციონში. კურკუმას გამოყენება პრაქტიკულად გამორიცხავს ასაკობრივ დაავადებებს.

9)დამტკიცებულია, რომ დეპრესიის დროს კურკუმა ანტიდეპრესანტებს ტოლს არ უდებს. მისი დადებითი გავლენა იმ პაციენტეზე შეამოწმეს, რომელთაც დეპრესიის მძიმე ფორმა დაუდგინდათ. თუ მედიკამენტებს გვერდითი მოვლენები ახასიათებთ, ამ მხრივ კურკუმა ნამდვილად უსაფრთხოა.

10)ორგანიზმი რომ შლაკებისა და ტოქსინებისგან გაიწმინდოთ, დალიეთ ღამით ჭიქა თბილი რძე, რომელშიც მწიკვი კურკუმა და ერთი ჩაის კოვზი თაფლია გახსნილი.

რა თქმა უნდა, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ კურკუმა პანაცეაა, თუმცა, როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, მისი გამოყენებიდან უკვე ერთ კვირაში შედეგი თვალსაჩინო ხდება.

არ დაგავიწყდეთ უკუეფექტებიც: არ შეიძლება მისი გამოყენება ორსულებში და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.

უკუნაჩვენებია მისი გამოყენება ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროსაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზმი კარგად რეაგირებს კურკუმას მცირე ულუფებზე (7-8 გ მამაკაცებისთვის დღიურად და 5-6 გ ქალებისთვის დღიურად).

ჯანმრთელობას გისურვებთ!


0
363
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0