კომპიუტერები და პროგრამები "Google" ყოველთვის გვისმენს - როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცული იყოს 2020, 8 ნოემბერი, 13:58 ცნობილი ხდება, რომ "გუგლი" იწერს ყველაფერს, რასაც ჩვენ, მომხმარებლები ვსაუბრობთ. ექსპერტების ინფორმაციით, "გუგლი" იყენებს ხმოვან კონტროლს, რომელიც აქტიურდება კონკრეტული საიდუმლო ფრაზით. კომპანიის სერვერში ინახება ხმოვანი მონაცემები და ინფორმაცია საძიებო მოთხოვნის შესახებ.კომპანია "გუგლი" მომხმარებლებს უთვალთვალებს და თავის ამ ქმედებას ამართლებს იმით, რომ ჩვენთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად მას სჭირდება მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რეკლამირება და საძიებო სისტემის ორგანიზება.ამასთანავე, თუ თქვენს ანგარიშს გატეხავენ, შეგროვებული ინფორმაცია, შესაძლოა, აღმოჩნდეს მესამე პირის ხელში და ეს უკანასკნელი შეძლებს თქვენი პირადი მონაცემების თავისი უკანონო მიზნებისათვის გამოყენებას: მომხმარებლის დასაზვერად, გასაკონტროლებლად და დასაშინებლადაც (დასაშანტაჟებლად) კი.თუ გსურთ, გაიგოთ, თუ რა იცის "გუგლმა" თქვენს შესახებ, მაშინ შეგიძლიათ, გამოვიყენოთ ჩანართი "ჩემი მოქმედებები" და აუკრძალოთ მას გარკვეული მონაცემების შეგროვება, ასევე, წაშალოთ ძიების ისტორია.77 შეფასება არ არის
|