x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ნუ დავიყოფით, ეს ხომ ძალიან იოლია, დავათბოთ ქვეყანა!“ - ნატო დუმბაძე
image


მომღერლების დაპირისპირებები გრძელდება. ამ ფონზე ზოგიერთი მათგანი სოციალურ ქსელში კოლეგებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და საზოგადოებას ურჩევს, ნუ დავიყოფით.


„ნუ დავიყოფით, ნურც გავიყოფით! განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ხელოვნებას ვემსახურებით!“, - ამის შესახებ პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს.


„მოკლედ მეგობრებო ნუ დავიყოფით, ნურც გავიყოფით! განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ხელოვნებას ვემსახურებით! მშვიდობა მივიტანოთ და მოვიტანოთ ყველგან, კეთილი ელჩის მანტია მოვისხათ და ჩამოვატაროთ, ჩამოვატაროთ ბევრი სიყვარული! წრფელი გულით ჯანმრთელობა ვუსურვოთ ყველას! ეს ხომ ძალიან იოლია! დავათბოთ ქვეყანა, მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან უსიყვარულოდ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე!“ - წერს ნატო დუმბაძე.



ქართველ მომღერლებს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. ცნობილია, რომ წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრებზე სიმღერის გამო აგიტაციაში მონაწილე მომღერლებს საზოგადოებაც ლანძღავდა და კოლეგებიც უპირისპირდებოდნენ. ამჯერად კი ცნობადი სახეები, რომლებიც საზოგადოებას დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, ახალი დაპირისპირების ობიექტები გახდნენ.



რამდენიმე ცნობადმა სახემ გამოაქვეყნა მოწოდება, რომ მოქალაქეები ნაცმოძრაობის დაანონსებულ აქციაზე გასულიყვნენ, მათმა პოლიტიკურმა აქტიურობამ კი არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.



7 ნოემბერს მომღერალმა ნინო ქათამაძემ პოლიტიკურად ანგაჟირებული პოსტი გამოაქვეყნა, რითაც საზოგადოებას 8 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.


„ძვირფასებო, ხვალ 8 ნოემბერს დღის 3 საათზე ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ცხოვრება გვინდა.
შვილების ბედნიერებით განათებული ქვეყანა, ფერადი სახლები, ყვავილებით სავსე ქუჩები, მუსიკით და ლექსებით სავსე საღამოები..
თუ, ნაცრისფერი კედლები, უბედური მშობლები, გაძარცვული სახლები, ბნელი ღამეები, მკვდარი ყვავილები..
ხვალ, ჩვენი ფასეულებების ბრძოლის დღეა.
თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, ფანჯრები გააღეთ,
დარაბები გახსენით,
აივნებიდა ყვავილები შემოგვაგებეთ.
გთხოვთ, ხვალ მართლაც ისტორიული დღეა, არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის. ბედნიერების მაგალითებისთვის.
გთხოვთ!
გთხოვთ!
გემუდარებით!
დაე, ხვალ იყოს ყველაზე ნამდვილი ღირებულებების დღე!
მიყვარს ჩემი კეთილი გულების სამშობლო.
აქ, აღარ არის მოღალატეების ადგილი, რადგან ჩვენი შვილები სიყვარულის ერთგულებით გავზარდეთ და მათ ვეღარ ვუღალატებთ.
ხვალ!
8 ნოემბერს!
დღის 3 საათზე!
ჩვენი მთავარი სიტყვის დღეა.
ვხვდებით რუსთაველზე“, - წერს ქათამაძე.

მიმართვას მომღერალი თემო საჯაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან ქათამაძის პოსტი გააზიარა, წარწერით:


„ვიტყვი!
იმიტომ, რომ არასდროს მჯეროდა ყალბი კოლეგიალურობის. მრცხვენია მის ნაცვლად“, - წერს საჯაია.

0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0