x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ამერიკის ახალ პრეზიდენტზე
image

1) ჯო ბაიდენი გახდა ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი აშშ-ს ისტორიაში.(დაბ.1942 წლის 20 ნოემბერს) ბაიდენის მშობლები ჩრდილოეთ ირლანდიიდან იყვნენ.


2)ბაიდენი გახდა მეორე კათოლიკე პრეზიდენტი ჯონ კენედის შემდეგ: შეერთებულ შტატებში ქრისტიანული მოსახლეობის უმეტესობა პროტესტანტია.



3)1972 წელს ის აშშ -ს სენატორი გახდა. იმ დროს ბაიდენი მხოლოდ 29 წლის იყო - ქვეყნის ისტორიაში იგი იყო რიგით მეხუთე ყველაზე ახალგაზრდა სენატორი.



4)1972 წელი ბაიდენისთის არა მხოლოდ დიდი წარმატების, არამედ დიდი ტრაგედიის წელიც იყო. დეკემბერში, ბაიდენის ცოლი ნეილია და მათი 13 თვის ქალიშვილი ავტოავარიაში დაიღუპა. ორი ვაჟი - უფროსი ბო და უმცროსი ჰანტერი - მძიმედ იყვნენ, მაგრამ გადარჩნენ. ბაიდენმა სენატორის ფიცი პირდაპირ საავადმყოფოში დადო.



5)1979 წლის აგვისტოში, როგორც ამერიკელი კონგრესმენთა დელეგაციის მეთაური, იგი სსრკს-ეწვია . მოსკოვში მან სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი გრომიკოსთან განიხილა სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების (SALT-II) ახალი დებულებები.



6) ბაიდენისთვის ეს მესამე მცდელობა იყო, პირველი იყო 1988 წელს. მისმა პირველმა კონკურენტმა მაიკლ დუკაკისმა ის გამოიჭირა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ნილ კინოკის სიტყვების მითვისებაში, რისთვისაც ბაიდენი პლაგიატში დაადანაშაულეს. შემდეგ ჟურნალისტებმაც მის გამოსვლებში აღმოაჩინეს მითვისებული სხვისი გამონათქვამები, ასევე აშკარა ტყუილი - მაგალითად, მან თქვა, რომ მისი პაპა მაღაროელი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. შედეგად, ბაიდენმა შეწყვიტა პრეზოდენტობისთვის ბრძოლა, ხოლო დუკაკისი არჩევნებში ჯორჯ ბუშ-უფროსთან დამარცხდა.

იმავე წელს ბაიდენს დაუსვეს ცერებრალური ანევრიზმა (ერთ-ერთი არტერიის დაზიანება) და პოლიტიკოსს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ბაიდენის მეორე მცდელობა იყო 2008 წელს, მაგრამ საბოლოოდ ჰილარი კლინტონთან და ბარაკ ობამასთან წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა.


7)ობამას გამარჯვების შემდეგ, მისივე მოწვევით, ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, ხოლო კლინტონი გახდა სახელმწიფო მდივანი. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ბაიდენი აქტიურად მონაწილეობდა საგარეო პოლიტიკაში. კერძოდ, ის ეწინააღმდეგებოდა ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის გაზრდას და ერაყიდან ამერიკული ჯარების გაყვანას.



8)ბაიდენის უფროსი ვაჟი ბო 2015 წელს გარდაიცვალა 46 წლის ასაკში, თავში ტვინის სიმსივნის გამო. იგი მუშაობდა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში, აირჩიეს დელავერის გენერალურ პროკურორად. უმცროსი ვაჟი ჰანტერი სკანდალების ეპიცენტრში რამდენჯერმე აღმოჩნდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან დელავერში MBNA ბანკის ჰოლდინგში დაიწყო მუშაობა, რომელიც ახლახანს მხარს უჭერდა ბაიდენის კამპანიას. ამან კრიტიკა გამოიწვია ამერიკულ საზოგადოებაში. ჰანტერ ბაიდენი სამხედრო- საზღვაო ძალებიდანაც დაითხოვეს.


9)ბაიდენი არაერთხელ გამოიჭირეს შეხედულების შეცვლაში ან თუნდაც აშკარა ტყუილში. ერთ-ერთი დამახასიათებელი მაგალითია მისი დამოკიდებულება შეერთებულ შტატებში არსებული პრაქტიკის მიმართ, როდესაც სკოლებში რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ძირითადად აფრო -ამერიკელი ბავშვები ავტობუსით შერეულ სკოლებში მიჰყავდათ სასწავლებლად, თუნდაც სახლთან ახლოსაც არ ყოფილიყო. ბაიდენმა ასეთ გადაწყვეტილებას თავდაპირველად მხარი დაუჭირა, მაგრამ ამომრჩეველთა კრიტიკის შემდეგ, უმალ შეიცვალა პოზიცია. კიდევ ერთი მაგალითი: 2002 წელს ბაიდენმა მხარი დაუჭირა აშშ-ს ერაყში შეჭრას, მაგრამ შემდეგ შეიცვალა პოზიცია.


10)ბაიდენის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ტარა რიდმა იგი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ბაიდენი ამბობს, რომ ასეთი თანამშრომელი არ ახსოვს.

1
473
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
473
  
2020, 8 ნოემბერი, 12:16
მე-11 ფაქტი ძალიან მოხუცია, მე-12 ფაქტი მარიონეტია..
0 1 1