x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
”დიდ გასაჭირში ვარ, ალბათ მალე მათხოვრობა მომიწევს…” – თემურ თათარაშვილი
image


მომღერალმა თემურ თათარაშვილმა საკუთარი პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:


“მომილოცეთ დღეს ახალი სტატუსი შევიძინე, ცუდი გადამხდელი გავხდი, იპოთეკა ვერ გადავიხადე. ურააააააააააააააააააააააააააააა!”


“სიმღერის გარდა არანაირი შემოსავალი არ არის ჩემს ოჯახში, შემომტანი მხოლოდ მე ვარ. ბინა მაქვს იპოთეკაში, ერთი ბინა “ნაციონალური მოძრაობის“ დროს დავკარგე. მშენებარე კორპუსში მქონდა ბინა, ის გავყიდე და ახალი ვიყიდე, მაგრამ რემონტის თანხა არ მქონდა, რის გამოც ბანკიდან ავიღე ათწლიანი იპოთეკური სესხი და სახლი ჩავდე.



ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას 1700 ლარს ვიხდი ბანკში, მაგრამ ახლა ვეღარ გადავიხადე.


ადრე მეგობრები მეხმარებოდნენ, სოსო პავლიაშვილი, ქეთა თოფურია და ლუბა უსპენსკაია მირიცხავდნენ თანხას მოსკოვიდან. თბილისშიც მეხმარებოდნენ ჩემი მეგობრები, ასე ვთქვათ, „მათხოვრული“ ცხოვრებით ვცხოვრობდი და მგონი ისევ ეგრე უნდა გავაგრძელო ცხოვრება., “ - აღნიშნავს მომღერალი თემურ თათარაშვილი.


კორონა პანდემიის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით კულტურის სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ყველა სფერო გაიხსნა, ყველა ობიექტი შეზღუდვებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით გაიხსნა, თუმცა კულტურული ღონისძიებები და კონცერტები მაინც არ განახლებულა, რამაც კულტურის სფეროში მოღვაწე ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა,

0
523
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
523
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0