სხვა რატომ უნდა გავატაროთ მეტი დრო წყალთან - 7 მეცნიერულად დამტკიცებული სასარგებლო თვისება 2020, 10 დეკემბერი, 20:11
მე-16 საუკუნიდან ინგლისელი ექიმები რეკომენდაციას უწევდნენ წყლის სასასარგებლო თვისებებს უხასიათობიდან დაწყებული გულის შეტევის მკურნალობით დამთავრებული. მათი გამოწერილი ზოგიერთი მეთოდი, როგორიცაა ზღვისპირას დასვენება, ეფექტური იყო; სხვები კი, მაგალითად ცივ წყალში ბანაობა, - ნაკლებად. თუმცა, საერთო ჯამში, მათი შეხედულება სწორი იყო: არსებობს ახლო კავშირი წყალსა და ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის.
ლამაზი ხედით ტკბობასთან ერთად, წყალთან სიახლოვეს ბევრი სარგებელი აქვს. სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ.
1. ზღვის წყალი კარგია კანის სამკურნალოდ.ზღვის წყალი კანის სამკურნალო მინერალებს შეიცავს: მაგნიუმს, კალიუმს და სულფატებს. ეს მინერალები ეფექტურად უმკლავდებიან დერმატიტს, ფსორიაზსა და სხვა დაავადებებს. მარილი ბუნებრივი ამქერცლავია, რომელიც აშორებს მკვდარ კანის უჯრედებს და მას გლუვსა და ნაზს ხდის. საიუდმლო არაა, რომ ზღის წყალი ბევრი ანტი-ასაკობრივი პროდუქტის შემადგენლობაშია.2. ცურვა არეგულირებს სისხლის წნევას და გულისცეიმს რიტმს.ცურვისას ჩვენი სისხლი გადამისამართდება კიდურებსა და პერიფერიულ ორგანოებში, რაც გულის მუშაობისთვის ძალიან კარგია. უმჯობესდება სისხლის მთლიანი მიმოქცევის სისტემაც. ასევე, ცურვა ამშვიდებს გულისცემის რიტმს და ამცირებს სისხლის წნევას. ფაქტობრივად, წყალში გუსლიცემის სიხშირე 5-6 დარტყმით მცირდება წუთში, შედარებით სახმელეთო აქტივობებთან, როგორიცაა სირბილი.3. წყლის ხმა უკეთესად დაძინებაში გვეხმარება.წყალთან სიახლოვისას ორი რამის გამო გვძინავს უკეთ: ტალღების და ჰაერის. ჩვენი ტვინი ტალღების ხმას მშვიდ ხმად აღიქვამს, რაც რელაქსაციაში გვეხმარება. შეიძლება, ამ დროს წარმოიქმნას სეროტონინი და დოპამინიც, რაც ჩვენს კარგ ხასიათს განაპირობებს. მეორე მხრივ, ჰაერი, რომელიც ნეგატიურ იონებს შეიცავს, სხეულს ჟანგბადის ათვისებაში და ძილის დარეგულირებაში ეხმარება.4. წყალი და ზღვის ჰაერი აძლიერებს იმუნურ სისტემას.გარდა იმისა, რომ ცურვა დიდებული გზაა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ის იმუნურ სისტემასაც აძლიერებს. ზღვის წყალი ამკვრივებს თქვენს ბუნებრივ დამცავ მექანიზმს და ოკეანის წყლის იონები გეხმარებათ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარეგულირებაში, რომელიც პასუხისმგებელია მეტაბოლიზმზე, სხეულის სიჯანსაღესა და გაზრდაზე.5. ზღვა ამსუბუქებს სტრესს.ზღვის სტრესის მომხსნელი ძალა ლეგენდადაა ქცეული. სუფთა ჰაერი, ტალღების ხმა, ჰორიზონტის ხედი - ამ სამი რამის კომბინაცია სტრესის დონეს ამცირებს. ზოგ შემთხვევებში, ცურვა დაუყოვნებლივ აუმჯობესებს ხასიათს და სერიოზულ მენტალურ დაავადებებსაც კურნავს, როგორიც დეპრესიაა.6. ზღვა ყველასთვის ქმნის ვარჯიშის შესაძლებლობას.დროის გატარება "ლურჯ გარემოში" ამცირებს დიაბეტის და სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებების რისკს. ზღვა ხელმისაწვდომია ყველასთვის. ორსულებს, მოხუცებს, ართრიტის და სხვა დაავადების მქონე ადამიანს ადვილად შეუძლია მისგან სარგებლის მიღება. წყალი ამცირებს სტრესს კიდურებში, ძვლებში და კუნთებში. თქვენი ცხოვრების სტილის მიუხედავად, ცურვა ტვირთავს სხეულის ყველა კუნთს, მხრებიდან დაწყებული ტერფებით დამთავრებული. სახმელეთო ვარჯიშებისგან განსხვავებით, არ მოგიწევთ წონების დამატება, რადგან წყლის ნაკადი ისე მოძრაობს, რომ თავისთავად აძლიერებს კუნთებს.7. ის ააქტიურებს კუნთებს და სახსრებს.ზღვის მარილიანი წყალი ეფექტურად ამცირებს ტკივილს მაგნიუმის დახმარებით, რომელიც სხეულში კუნთებისა და ნერვების ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველჰყოფს. დამტკიცდა, რომ მკვდარი ზღვის წყალი ართრიტის მქონე ადამიანებისთვისაა სასარგებლო.ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ შეიცვლება თქვენი კანი, თუ ცივ შხაპს ხშირად მიიღებთ - ცივი წყლის 5 განსაცვიფრებელი თვისება 2. როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ ყურებს ყოველდღე დაიმასაჟებთ 3. 10 რამ, რაც ექიმის ნებართვის გარეშე არ უნდა გააკეთოთ 4. თავის მოვლის 11 უცნაური მეთოდი, რომელიც ამართლებს - ეს უნდა იცოდეთ! 5. შეიძლება თუ არა წვიმის წყლის დალევა 236 2-ს მოსწონს
|