x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ალკოჰოლი და ძალაუფლება: რომელ სასმელებს სვამდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები?
ამერიკის პრეზიდენტები ალკოჰოლურ სასმელებს თითქმის ყოველთვის ეტანებოდნენ. ცოტა ხნის წინ წიგნი გამოიცა, რომელიც სწორედ თეთრი სახლის ბინადრების საყვარელ ღვინოებს აღწერს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც “მშრალი კანონი” ოფიციალურად გაუქმდა.


ამერიკა ვისკის ქვეყანაა - ყველაზე მეტად აქ სწორედ ამ სასმელს მოიხმარენ, თუმცა ახალი სამყაროს მკვიდრები არც კარგ ღვინოებზე ამბობენ უარს. ვისკის სმა ერთგვარ პატრიოტულ აქტად და თავისუფლების სიმბოლოდაც კი იყო მიჩნეული დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მრავალი ათწლეულის განმავლობაში, თუმცა ეს სიტუაცია თანდათან ღვინის სასარგებლოდ იცვლება.


ფრანგული ღვინოების პირველ ყველაზე სერიოზულ დამფასებლად თომას ჯეფერსონი მიიჩნევა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ მასზეა საუბარი წიგნში “ღვინო და თეთრი სახლი”, რომელიც ახლახანს გამოიცა. ის თეთრი სახლის საისტორიო ასოციაციამ დასტამბა, რომელიც 1961 წელს, ჟაკლინ კენედიმ დააფუძნა. ასოციაციის მიზანი თეთრი სახლის ყოველდღიურობის აღწერა და შთამომავლობისთვის შემონახვაა. ამ ახალ წიგნში მსგავსი მასალებია თავმოყრილი.


456-გვერდიან ნაწარმოებში საუბარია ამერიკის 45 პრეზიდენტზე და მათ საყვარელ სასმელებზე. ავტორის მტკიცებით, ყველაზე მეტს უმცროსი ჯორჯ ბუში სვამდა. დონალდ ტრამპს რაც შეეხება, ის თურმე ერთადერთი არამსმელი პრეზიდენტია, თუმცა ვირჯინიაში ღვინის უზარმაზარ მანუფაქტურას ფლობს, მონტიჩელოდან არც ისე შორს, რომელიც ისტორიულად ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მეღვინეობაა, რომელიც თომას ჯეფერსონმა იტალიელ არისტოკრატსა და ღვინით მოვაჭრესთან, ფილიპ მაზეისთან ერთად დააფუძნა, მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლში ყოველთვის ფრანგულ ღვინოს ანიჭებდნენ უპირატესობას.



ამავე წიგნიდან შევიტყობთ, რომ ამერიკის მე-4 პრეზიდენტს, ჯეიმს მედისონს, რომელიც 5000-დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული, შამპანური უყვარდა, ხოლო ჯორჯ ვაშინგტონს - მადეირადან ჩატანილი ტკბილი ღვინო, ასევე ხერესი და პორტვაინი.



ფრანკლინ დელანო რუზველტმა თეთრი სახლის საცავები კალიფორნიული ღვინოებით აავსებინა. რუზველტს ასევე უყვარდა შამპანური, რითაც ის მედისონს წააგავდა... განაგრძეთ კითხვა


ამერიკა

0
192
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0