x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„ტყუით ქ-ნო ინგა, თქვენ ჟურნალისტი კი არა, მხარე ხართ“ - გლდანის გამგებლის წერილი გრიგოლიას
image

.


გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართავს და ამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა საკუთარ გადაცემაში იცრუა. მას ამის დასტურად, რამდენიმე მაგალითი მოჰყვას და ირწმუნება, რომ გლდანში არჩევნები არ გაყალბებულა:

.
„თქვენ ტყუით ქალბატონო ინგა!


მიუხედავად იმისა, რომ დიდი პატივს გცემთ. მიუხედავათ იმისა, რომ გაღიარებთ როგორც ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად, მაინც გეტყვით: თქვენ ტყუით ქალბატონო ინგა და ამას აკეთებთ სრულიად შეგნებულად.

.

დღეს თქვენს საავტორო გადაცემაში თქვით დიდი ტყუილი:

ნიკა მელიამ არჩევნები მოიგო და თურმე, მოგება წაართვეს.

,

გლდანის ოლქის ყველა ოქმს გაგატარებთ, ქალბატონო ინგა და თქვენ თუ იქ ნახავთ ნიკა მელიას პირველ ტურში გამარჯვებას, ქვეყანას დავტოვებ (სამსახურს და სხვას აღარც ვახსენებ).

.

რაც შეეხება დისბალანსს:

.

ვინც არჩევნები იცის, იმან ისიც იცის, რომ თუ ბიულეტინების მეტობა გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე მოხდა გარკვეული ტიპის მანიპულაციები და აქ შეიძლება დიდი კითხვის ნიშნის დასმა.

თუმცა, გლდანის ოლქში არც ერთ უბანში არ დაფიქსირებულა ბიულეტინების მეტობა.

.

ისე, ამასაც გეტყვით:

თუ არჩევნების გაყალბება გინდა და სიცრუით რაიმეს გაკეთება, მინიმუმ იმას მაინც უზრუნველყოფ, რომ პირველ ტურში შენი რჩეული იყოს პირველი და არა შენი კონკურენტი.

არც ერთი ციფრი, არც ერთი ხმა არ დაკლებია არც მელიას და არც სხვა კანდიდატს. გლდანის ოქმებში ასახულია ყველა გლდანელი ამომრჩევლის რეალური ნება.


დღეს თქვენ ჟურნალისტი არ იყავით, თქვენ იყავით მხარე, თანაც ისეთი მხარე, ვისაც ობიექტური გარემოებები საერთოდ არ აინტერესებს.

შევხვდებით მეორე ტურში“, - წერს ბექა მიქაუტაძე.

.

ინგა გრიგოლიამ პროკურატურის მიერ ნიკა მელიას დაკავების მოთხოვნა ფეისბუქში ასე შეაფასა:


“მოგებული არჩევნები თავხედურად გაუყალბეს და ახლა იჭერენ? პროკურატურამ სასამართლოს მიმართა Nika Melia
-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და ჰოი საოცრებავ, პროცესი დღესვე ჩაინიშნა, ხუთ საათზე. Nika Melia შენ არ ხარ პარტია ჩემთვის, პარლამენტიდან უსამართლოდ გამოშვებული კაცი ხარ, ამიტომ გგულშემატკივრობ, მითუფრო, გლდანში გაყალბებული არჩევნების ფონზე.მაგრად იყავი!”

.


მანამდე გრიგოლიამ თავისსავე გადაცემის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ მელიას ნაცმოძრაობასთან ვერ აკავშირებს.


„რაღაცნაირად, ვერ ვახდენ ხოლმე თქვენს იდენტიფიცირებას „ნაციონალურ მოძრაობასთან, კარგად გამიგეთ“… ამ სიტყვებით გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ ენმ-ის წევრ ნიკა მელიას მიმართა.



0
325
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0