სიახლეები როგორია Covid-19-ზე ალკოჰოლის ზემოქმედების მექანიზმი 2020, 4 ნოემბერი, 12:34 კორონავირუსის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენებამ შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს დაავადების მიმდინარეობა. "ექიმ ისაევის ნარკოლოგიური კლინიკის" ხელმძღვანელის, ექიმ-ნარკოლოგის, რუსლან ისაევის თქმით, კორონავირუსული ინფექციის სიმძიმეზე, მის ხარისხზე გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის დამცავი თვისებები, იმუნური სისტემა. როგორც ცნობილი ხდება, ალკოჰოლის გამოყენება მკვეთრად ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, დაუცველს ხდის მას დაავადებებისადმი. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც კოვიდ 19-ითაა დაავადებული და მიიღებს ალკოჰოლს, ემუქრება ჯანმრთელობის პრობლემის კიდევ უფრო გაუარესება. ალკოჰოლის მიღება იმუნური სისტემის დაქვეითებით ხელს უწყობს კორონავირუსის უფრო მძიმე ფაზაში გადასვლას, დაავადების მეტად აღზევებას. "თუ ადამიანი დაავადებულია კოვიდის მსუბუქი ფორმით, ალკოჰოლის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, ეს ფორმა გადავიდეს საშუალო, ან მძიმე მიმდინარეობაში. ამის შესახებ დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ. ასევე, მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლისა და პრეპარატების შერევამ შეიძლება, სერიოზული გართულებები და მძიმე შედეგები გამოიწვიოს", - განუცხადა რადიო "სპუტნიკს" ექიმ-ნარკოლოგმა ისაევმა. როგორც მან აღნიშნა, არაერთი პრეპარატი, რომლითაც კორონავირუსს მკურნალობენ შეუთავსებელია ალკოჰოლთან: "უპირველესად, საუბარია ანტიბიოტიკებზე. ამ პრეპარატებმა, შეიძლება, ისედაც, თავისთავად გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, უკუეფექტები, ხოლო ალკოჰოლმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს დამატებითი გართულებების წარმოშობას. ასევე, ალკოჰოლის გამოყენება ართულებს ანტიკოაგულანტების, თრომბის ხელისშემშლელი პრეპარატების გამოყენებას. ალკოჰოლის გამო, რომელიც ზრდის სისხლის შედედების საფრთხეს, აღნიშნული პრეპარატების გამოყენება დიდი რაოდენობით იქნება საჭირო", - განმარტა ექიმმა. საბედნიეროდ, დაავადების მიმდინარეობისას ორგანიზმმა შესაძლოა, გამოავლინოს დამცავი რეაქცია და ადამიანს თავისთავად გაუქრეს ალკოჰოლის მიღების სურვილი.
266 შეფასება არ არის
|