x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მთავრობა აღარ გვყავს! კვირამდე ვერც მიატანენ"- ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+" -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენელთა, ერთმანეთის მიყოლებით თვითიზოლაციაში გადასვლის ფაქტს ეხმაურება. კილაძის თქმით, ხელისუფლება ჩამოშლილია და ქვეყანას მთავრობა პრაქტიკულად აღარ ჰყავს, რადგან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება აღარავის სურს: "მთავრობა აღარ გვყავს-თვითიზოლაციაშია ! ყველაზე ოდიოზური ირაკლი ღარიბაშვილიც იმას იძახის რომ საფრანგეთში მიდის საცხოვრებლად( მოპარული ფულებით), პარტია ანრი ოხანაშვილს შეატოვეს ! ნათელა თურნავაც ითესება.. არავის უნდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ! ჩამოშლილია ეს ხელისუფლება-კვირამდე ვერც მიატანენ !!!!"- დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის"პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის გარდა, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავასაც დაუდასტურდა, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურად სახლიდან განაგრძობს.







0
583
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
583