x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512527
იცოდით თუ არა, რისგან ამზადებენ კიბორჩხალის (კრაბის) ჩხირებს?

image

დღეს არცერთი სადღესასწაულო სუფრა არ ჩაივლის კიბორჩხალის ჩხირების პოპულარული სალათის გარეშე. ეს პროდუქტი ძვირი არ ღირს და კერძებს თევზის სასიამოვნო არომატს აძლევს, ამიტომ კულინარებმა მალევე აიღეს ის შეიარაღებაში. მართალია ყველამ არ იცის, რომ კონკრეტულად კიბორჩხალის ხორცი მასში საერთოდ არ არის.

თუ შეფუთვაზე შემადგენლობას წაიკითხავთ, ნახავთ, რომ მისი მთავარი კომპონენტია თევზის ფარში "სურიმი". სურიმის რეცეპტი იაპონელებმა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შექმნეს. კუნძულელებმა მაშინ იმას მიაქციეს ყურადღება, რომ ფარშს, რომელიც ოკეანის დამუშავებული თევზისგან შედგება, სასიამოვნო გემო აქვს და მისგან სხვადასხვა ფიგურების გამოყვანა შეიძლება, რომელიც ნებისმიერ ტრაპეზას დაამშვენებდა.

სურიმის და მისგან მომზადებული კერძების ექსპორტზე გატანა იაპონელებს დიდხანს არ გამოსდიოდათ: არც ამერიკელებს, არც ევროპელებს არ სურდათ ამ უცნაური აზიური დასახელების თეთრი ბურთულების გასინჯვაც კი. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კვების მრეწველებმა არ მიაგნეს გენიალურ გამოსავალს, თუ როგორ გაეცურებინათ პრეტენზიული უცხოელი მომხმარებელი. იმისთვის, რომ საქონელი უფრო მიმზიდველი გამხდარიყო, მისი შეღებვა გადაწყვიტეს. თეთრ ფარშზე მათ დაიტანეს საკვები საღებავის წითელი ფენა და დაიწყეს მიღებული პროდუქტის ექსპორტზე გატანა სახელწოდებით "კიბორჩხალის ხორცის იმიტაცია". სურიმმა ახალ შეფუთვაში ძალიან მალე დაიპყრო არა მარტო ევროპისა და აშშ-ს, არამედ მთელი მსოფლიოს ბაზრები.

image

სურიმს, როგორც წესი ამზადებენ ოკეანის თევზების: მინტაის, ქაშაყის, სკუმბრიის ან ხეკის თეთრი ხორცისგან. ფილეს აქუცმაცებენ და დიდხანს ავლებენ წყალში, შემდეგ მიღებულ მასას აცლიან ზედმეტ სისველეს. შედეგად იღებენ პრაქტიკულად უგემურ მასა, რომელიც ძალიან ფასობს იაპონიაში, მხოლოდ არა მის საზღვრებს გარეთ.

imageსურიმი

ამიტომ თევზის მასაში უმატებენ შაქარს, გემოს იმიტატორებს, ხოლო კარგად რომ შეინახოს–სტაბილიზატორებს და კონსერვანტებს. ამის შემდეგ მიღებულ სურიმზე პაპრიკისა და სხვა საღებავების გამოყენებით წითელი ზოლი დააქვთ.

image

ასე, რომ კიბორჩხალის ჩხირები ანუ იმიტირებული კიბორჩხალა, არის ოკეანის თევზების ნაირსახეობა, რომლის ინგრედიენტებში კიბორჩხალა საერთოდ არ შედის. ჩინეთი კი ამ იმიტირებული კიბორჩხალის იმიტაციას აკეთებს. ჩინური კიბორჩხალის ჩხირები სურიმს საერთოდ არ შეიცავს. მის შემადგენლობაში შედის სოიოს ზეთი, სახამებელი, კვერცხის ცილა და არომატიზატორები.

image




დაინტერესდით:



# რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა



# ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო


# სინგაპურელი მხატვრის შემზარავი ნამუშევრები, რომელიც თიხისგან ქმნის თავის შედევრებს


# 12 პროდუქტი, რომელიც უნდა ამოვიღოთ დილის კვების რაციონიდან


# როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს


# ნუ შეიძენთ ამ პროდუქტებს: ჯანმრთელობისთვის სახიფათოა


0
632
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
632
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0