x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„რა სინდისმა მოგცათ უფლება მჩაგვრელებთან და მკვლელებთან ერთად იდგეთ?“ - ლუკა კურტანიძე
image


“ქალბატონო ნინო, სიცოცხლის ფასად დავიცავთ ჩვენს არჩევანს და გაბედეთ, იძალადოთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც დღეს დგახართ, რასაც მიიღებთ – იმას ადვილად მიხვდებით, რადგან არცერთი სანტიმეტრით უკან არ იქნება დახევა”, – ამის შესახებ სპორტსმენი, ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს.


ახლა კარგად წაიკითხე და მოისმინეთ, ძალიან განათლებულო პოლიტიკოსებო, ბურჯანაძევ, გუბაზა, სანიკიძე, მიროტაძე, მელია, ბოკერია, სააკაშვილო… ნუ, ახლა ყველა სულგაყიდულს ვერ ჩამოვთვლი – თქვენ რაც გინდათ, გასაგებია, მაგრამ იცოდეთ, ჩვენ ჩვენი ოჯახის ჩვენი მეგობრების ჩვენი თანამებრძოლების ხმასა და არჩევანს სისხლითაც დავიცავთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქალბატონო ნინო, სიცოცხლის ფასად დავიცავთ ჩვენს არჩევანს და გაბედეთ, იძალადოთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც დღეს დგახართ, რასაც მიიღებთ იმას ადვილად მიხვდებით, რადგან არცერთი სანტიმეტრით უკან არ იქნება დახევა.


თქვენ კი მარტო დარჩებით, რადგან ეგ გუბაზა და მისი ლაქია მიროტაძე ბრძოლის დროს სადაც იქნებიან, ჩემზე უკეთესად იცით! ნამდვილად გული მწყდება. მე, პოლიტიკაში უცოდინარმა და თქვენ კი ასე განათლებულმა პოლიტიკაში როგორ შესძელით თქვენზე მონდობილ კამიკაძე თანამებრძოლებზე გადაბიჯება? როგორ შესძელით თქვენზე მონდობილი შეგნებულად სიკვდილზე წასული თანამებრძოლების გაწირვა? რა სინდისმა მოგცათ უფლება მჩაგვრელებთან ღირსების ამყრელებთან და მკვლელებთან ერთად იდგეთ? უფრო მეტიც, მათან ერთად ებრძვით დანარჩენ საქართველოს?! ვერა ქალბატონო ნინო, ამ პოლიტიკას ვერ გაგიგებთ! იცით რატომ? ! იმიტომ, რომ სამშობლოსთვის თვითგანწირვა ჩემთვის დიდი იდეაა და ბედნიერება!



არ ვიცი, ეს არის თუ არა დიდი თქვენი სადარი პოლიტიკოსობა, მაგრამ მაინც გეტყვით, ასეთები, მადლობა უფალს, ძალიან ბევრი ვართ! გთხოვთ, არ ახსენოთ 2011 წლის 26 მაისი და ასევე გთხოვთ ნუ ახსენებთ სახალხო კრებას! თქვენ უკვე არა გაქვთ მორალური უფლება ახსენოთ სახალხო სუფთა მოძრაობა, სადაც სპეტაკი სამშობლოსთვის დაფერფლილი ხალხი იყო გაერთიანებული! შეგახსენებთ, სახალხო კრება იყო გაერთიანებული ქართველ ხალხზე მოძალადე ნაც.რეჟიმისა და ავადმყოფი, მკვლელი სააკაშვილის წინააღმდეგ! თქვენ კი ეს თვეები ხართ ამ მკვლელების დაცვაში და მათთან ერთად ებრძვით ჩვენს არჩევანს! აქ ყველაფერი ნათქვამია სამწუხაროდ. ჩვენ სისხლით დავიცავთ ჩვენს არჩევანს და, რაც მთავარია, ჩვენს იდეას „ქართული ოცნების” ასრულებას! დიახ, ეს არის იდეა და არა ვიწრო პარტიული არჩევანი ან პარტიული ამბიცია. დიახ, ხმამაღლა გეუბნებით. „ქართული ოცნება” არის იდეა და მას ჩვენ სიცოცხლის ფასად დავიცავთ!”, – წერს ლუკა კურტანიძე.

.

კურტანიძე ამ პოლიტიკოსებს სხვა პერიოდშიც ხშირად აკრიტიკებდა. გავიხსენოთ სხვა განცხადებებიც.

.

სახალხო ყრილობის წევრებს სჯეროდათ, რომ ნინო ბურჯანაძე იყო ადამიანი, რომელიც არასდროს შეურიგდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს გიგი უგულავას მისტიროდა, გამოუშვებდნენ თუ არა ციხიდან, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე საუბრობს:


„ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერს კადრულობს პოლიტიკური „ელიტა“, რომელსაც სურს, რომ ყველაფრის მცოდნე და პოლიტიკური მოვლენების წამმართველი იყოს.


დღეს ის ადამიანები ერთიანდებიან, რომლებიც ერთმანეთს ოჯახის წევრებს დაპატიმრებით და ღირსების აყრით ემუქრებოდნენ. დღეს ერთ მაგიდასთან სხედან, ერთ საბრძოლო ოპოზიციურ გაერთიანებად წარმოგვიდგებიან, რომლებიც ერთმანეთს იცავენ. ეს ყველაფერი მარაზმია. ყველა ის ადამიანი, რომელიც მაშინ გაერთიანებული ვიყავით, გაოგნებულები და მათი ცვლილებით გაოცებულები ვართ.


ნინო ბურჯანაძეზე და გუბაზ სანიკიძეზე მეტ პატივს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მხარდამჭერებს ვცემ, რომელთაც მართლაც სჯერათ, რომ სააკაშვილი არის მესია, არის მათი მამა-მარჩენალი და ქვეყნის გადამრჩენი.


გუბაზ სანიკიძე მაშინ, 26 მაისის წინა დღეებში გაიპარა საბრძოლო ველიდან და მისი ბრძოლა 26 მაისს არავის უნახავს, არც იქ ყოფილა. მე მას მაშინ პირადად ვთხოვდი, ბრძოლაში ბოლომდე გამოგვყოლოდნენ, მაგრამ ისე გაეცალნენ მაშინ სახალხო კრებას და ბოლო დღეების ბრძოლას, რომ არსად არავის უნახავს.


მაინტერესებს, ბურჯანაძე და უგულავა როგორ მივიდნენ რუსთაველზე, იმ ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა. ამის გამო, ნინო ბურჯანაძეს უნდა რცხვენოდეს. მაშინ ათასობით ადამიანი დასახიჩრდა, დაიხოცნენ, მოკლეს, თვითონ და თავისი ოჯახის წევრები კი არ დაზარალებულან.


ყველაფერი შეიძლება ქალბატონი ნინოსთვის მეპატიებინა, მაგრამ ამ მდგომარეობას მე ვერ ვაპატიებ. ყველა მეთოდი ბრძოლის მოსაგებად გამართლებული არ არის. საქართველო ეროვნულ ემოციებზე აგებული ქვეყანაა და იქ არ გაქვს ასეთი ნაბიჯების გადადგმის უფლება. ის ადამიანები არ ვაპატიებთ, რომლებმაც სისხლი დავღვარეთ, ეს იყო მართალი ბრძოლა“

0
880
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
880
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0