კარგა ხანია უკვე რაც ჩინური ნაწარმი ცუდ ხარისხს უკავშირდება, ჩინური საწარმოები გეომეტრიული პროგრესიით იხსნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მასიურად უშვებენ სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რომლებმაც დაბალი ფასით გაითქვეს სახელი, მაგრამ ჩვენ ადამიანები ხშირად დაბალ ფასად ნაყიდ, ორიგინალის ფალსიფიცირებულ ასლს ვამჯობინებთ ძვირადღირებულ ორიგინალს და ვისჯებით კიდეც ამის გამო.
ნათქვამია "ძუნწი ორჯერ იხდისო"! თუმცა ისე არ გაიგოთ რაც კი ჩინურია აპრიორი უხარისხოა, არა ქალბატონებო და ბატონებო, ჩინეთი აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ მრავალი დასახელების ნაწარმს, რომლებმაც საიმედოობით გაითქვა სახელი, თუმცა ამ სტატიაში მიზერულ ფასად ნაყიდ ნივთებზე და აქსესუარებზე მექნება საუბარი.
ზედა სურათზე ხედავთ ველოსიპედს, რომელსაც საჭის ძელი გადაუტყდა სწორ გზაზე.
ამის დანახვის მერე მარტივად მიხვდებით თუ რატომ გამოირთო თქვენი ტელევიზორი
ეს დანები კი უბრძოლველად დანებდნენ მარტივ დავალებას
ნიორის სპეციალურ პრეს-ცხაურში გატარებისას, ცხაური დაიმსხვრა
ასეც ხდება, უხარისხო მასალით გაკეთებული ველოსიპედი გზაზე გიმტყუნებს
როცა გშია, მაგრამ მაცივარს ვერ აღებ ხელში შერჩენილი სახელურის გამო
როცა ცხელი წვნიანის მაგიდაზე ლამბაქით გადატანას ცდილობ და ამ დღეში ვარდები
როცა ხელის დაბანისას ნიჟარა შენს თვალწინ იმსხვრევა
სულ ცოტაც და ეს აკუმულატორი გასკდებოდა და აუცილებლად დაასახიჩრებდა ვინმეს მასში არსებული მჟავა
როცა კარის გაღებას ცდილობ და სახელური ხელში გრჩება
არა მგონია დიდი ზომის თავის გამო გამტყდარიყო ეს ყურსაცვამები
იმედია ჯანმრთელადაა ის ადამიანი ვინც ამ სკამზე იჯდა
წარმოიდგინეთ რა დღეში ჩააგდებდა მფლობელს ამ დღეში ჩავარდნილი ბურღის პირი