ამ არაჩვეულებრივი სასმელის დილით მიღებულმა ერთმა ფინჯანმა შესაძლოა გაცილებით მეტი სიკეთე მოგიტანოთ, ვიდრე მხოლოდ ენერგეტიკული იმპულსია.
ყოველწლიურად 400 მილიარდი ფინჯანი ყავა ისმევა; ყავის მოყვარულთა გასახარად უფრო მეტი და მეტი კვლევა აჩვენებს, რომ ამ სასმელს პოზიტიური გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. კერძოდ კი, ორგანიზმს იცავს რამდენიმე დაავადების განვითარებისგან.
ეს ყოველივე ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის (HSPH) მეცნიერებმა გაარკვიეს მასშტაბური კვლევის შედეგად, რომელიც რამდენიმე წელი გრძელდებოდა და 130 000 ყავის მოყვარულთა სამედიცინო მაჩვენებლებს აერთიანებდა.
ყავა და დიაბეტი
ყავა იცავს ორგანიზმს მე-2 ტიპის დიაპეტის წარმოქმნისგან, ამბობენ მეცნიერები, და ხსნიან: დღეში ორი ფინჯანი ზრდის ცილების გამომუშავებას, რომელიც კავშირშია სტეროიდულ ჰორმონებთან – ტესტოსტერონთან და ესტრადიოლთან (SHBG). ამ ჰორმონების დონე განსაზღვრულ როლს თამაშობს შაქრიანი დიაბეტის განვითარების პროცესში.
ამას გარდა, ყავა კუჭქვეშა ჯირკვლის მგრძნობელობას ზრდის გლუკოზისადმი, რომელსაც ორგანიზმი საკვებთან ერთად იღებს. ამის წყალობით, პანკრეასი უფრო მდგრადი ხდება სისხლში შაქრის ცვლილებისადმი. შედეგად – დიაბეტის განვითარების რისკი მცირდება.
ყავა და გული
კიდევ ერთი კარგი ამბავი – ყავის მიღება ზომიერების ფარგლებში იცავს გულის უკმარისობისგან. ამასთან, ზომიერებაში მეცნიერები 8 უნცია კოფეინს გულისხმობენ (ეს დაახლოებით 3-4 ფინჯანი ყავაა) დღეში.
ადამიანები, რომლებიც ექსპერიმენტის მსვლელობისას დღეში 4 ფინჯან ყავას სვამდნენ, გულის უკმარისობით დაავადების დაბალი რისკი ჰქონდათ (11%) იმათთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ იღებდნენ ამ სასმელს. კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათმა მუშაობის შედეგმა გამოავლინა, ყავისადმი სიყვარულის რეალური სარგებელი.
ყავა და პარკინსონის დაავადება
იმავე კვლევაში შეაფასეს კავშირი ყავის მიღებასა და პარკინსონის დაავადების განვითარების რისკებს შორის: მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ "კოფეინის მიღება ზომიერების ფარგლებში პირდაპირ კავშირშია პარკინსონის დაავადების რისკების შემცირებასთან, რამდენადაც კოფეინი უჯრედებისკენ მიმავალი გარკვეული სასიგნალო გზის ბლოკირებას ახდენს, რომლის დახმარებითაც იმ ინფორმაციის გადაცემა ხდება, რომელიც სხვადასხვა პროცესების ამოქმედებას იწვევს."
ყავის წყალობით იმ სიგნალების გადაცემის შეფერხება ხდება, რომელიც ხელს უწყობს ნერვიული სისტემის ასაკობრივი დაავადებების განვითარებას.
ყავა და ღვიძლის კიბო
ასევე გაირკვა, რომ ზემოთ ნახსენები სასიგნალო გზების ბლოკირების დახმარებით ორგანიზმში ღვიძლის უჯრედების მდგრადობა იზრდება ალკოჰოლის ნეგატიური ზემოქმედების მიმართ. ამ გზით ხდება ღვიძლის კიბოს განვითარების რისკის შემცირება – დღეში ორი ფინჯანი ყავის მიღების შემთხვევაში 40%-ით, სამი ფინჯანის შემთხვევაში – 50%.
ყავა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
კვლევისთვის მეცნიერებმა 5145 პაციენტის მონაცემები გააანალიზეს, რომელთაც კოლორექტალური სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ. მათი სამედიცინო მაჩვენებლები შეადარეს 4097 ადამიანის მონაცემებს კონტროლის ჯგუფიდან, რომლებიც არ იყვნენ ამ ავადმყოფობით დაავადებულნი.
ამასთან, კვლევის მონაწილეებს ანკეტაში დეტალურად უნდა მიეთითებინათ, თუ რა რაოდენობის ყავას იღებდნენ ყოველდღიურად და ასევე ინფორმაცია სხვა სასმელების მიღებასთან დაკავშირებით.
ამას გარდა, უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია სიმსივნესთან დაკავშირებული ოჯახური ისტორიის, კვების რეჟიმის, ფიზიკური აქტივობის, სიგარეტის მოწევის და იმ სხვა ფაქტორების შესახებ, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს კოლორექტალური კიბოს განვითარებას.
შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი მცირდება ყავის მოხმარების ზრდასთან ერთად: დღეში 1-2 ფინჯანი კოლორექტალური სიმსივნის განვითარების რისკს 26% ამცირებს, 3-4 ფინჯანი კი დაახლოებით 50%.
ასევე დაგაინტერესებთ:
რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!
ორგანიზმში თუთიის ნაკლებობის 12 ნიშანი, რითაც კორონავირუსით დაავადების შანსი იზრდება
გაინტერესებთ რას კურნავს საკმევლის ეთერზეთი?
ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის
რატომ უნდა მივირთვათ ძილის წინ თაფლი და როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი
15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის
რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!