x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რაც შენ გაბედე, იკადრე და გვაკადრე, როგორ ბედავ საერთოდ მანდ ჯდომას" - ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას სოციალურ ქსელში პირადად მიმართავს და მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. ჯანგირაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც მან გუშინ იკადრა, დღეს ის თანამდებობაზე აღარ უნდა რჩებობდეს. მისივე თქმით, ჟვანია ან გააუქმებს არჩევნების შედეგებს ან ციხეში წავა: "თამარ ჟვანია, გადადექი დღესვე თანამდებობიდან! რაც შენ გაბედე, იკადრე და გვაკადრე, ამის შემდეგ როგორ ბედავ საერთოდ მანდ ჯდომას. ის ოქმები, რაც შენ დაითვალე და გამოაქვეყნე, საერთოდ არ უნდა მიგეღო და ბათილად გამოგეცხადებინა. უთავმოყვარეო ქალო. ან გააუქმე შედეგები ან წახვალ ციხეში!"- დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1085 უბანზე დათვლილი ხმების საფუძველზე განაცხადა. ცესკოს მონაცემებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიებმა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები კი ასე გამოიყურება:

"ქართული ოცნება" - 49.32%

"ნაციონალური მოძრაობა – გაერთანებული ოპოზიცია" – 25.94%

"ევროპული საქართველო" – 3.77%

"პატრიოტთა ალიანსი" – 3.26%

"ლელო" – 3.16%

"სტრატეგია აღმაშენებელი" – 3.1%

"გირჩი" – 2. 87%

"ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები" - 1. 34%

"ლეიბორისტული პარტია" – 1.03%








0
616
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
616