x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ვარსკვლავური მოსავალი: რომელი ჯიშებისგან ამზადებს ღვინოს სტინგი?
სტინგი მსოფლიოში ცნობილი და ძალიან პოპულარული მუსიკოსია. Facebook-ზე მის გვერდს 6 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. მას ეკუთვნის ყველა დროის ჰიტად ქცეული ისეთი სიმღერა, როგორიცაა “ინგლისელი ნიუ-იორკში”. სხვათა შორის, საქართველოშიც არის ნამყოფი და ბევრს ალბათ გახსოვთ კიდეც 2011 წელს, ბათუმის პიაცაზე კრის ბოტთან ერთად შესრულებული მისი დუეტი.


მაგრამ ზოგიერთმა ალბათ არ იცის, რომ მუსიკალური და საშემსრულებლო ხელოვნების პარალელურად გრემის 16 ჯილდოს მფლობელი სახელგანთქმული ბრიტანელი მევენახეობით და მეღვინეობითაც არის დაკავებული. მან ტოსკანაში წლების წინ ვენახი შეიძინა და ბიოდინამიური ღვინოების წარმოებას მიჰყო ხელი.


სტინგის მამულს Tenuta Il Palagio ეწოდება და როგორც საქმის მცოდნე ადამიანები ამბობენ, მისი მოსავალი ყოველთვის კარგი ხარისხით გამოირჩევა.


ასევე დაგაინტერესებთ: იდრის ელბამ შამპანურის და როზეს პრეზენტაცია მოაწყო



საუბარია ღვინოზე, რომელსაც Casinno delle Vie ეწოდება და რომელიც 80 %-ით სანჯიოვეზეს, 5 %-ით მერლოს და 5 %-ით კაბერნე სოვინიონისგან შედგება. როგორც ამბობენ, სტინგის ტოსკანურ ღვინოს კარგი დაბალანსებული გემო და მრავალფეროვანი არომატები აქვს. მისი დაყნოსვისას შეგიძლიათ შეიგრძნოთ მოცვის, ალუბლის, ლავანდის და წიწაკის მდიდრული არომატები. ღვინოს მწიფე ტანინები აქვს და დაგემოვნებისას სასაზე სქელ გემოს ტოვებს, რომელიც კარგად არის ინტეგრირებული სიმჟავესთან და ძალიან კომპლექსურია.


სტინგი საკუთარ Casinno delle Vie-ს ევროპული წესით, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში ამზადებს. დამზადების შემდეგ მუსიკოსს ღვინო სპეციალურ კასრებში გადააქვს და ერთი წლით აძველებს, რის შემდეგაც ალკოჰოლური სასმელი ბაზარზე საკმაოდ სწრაფად გააქვს, ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


სტინგი


0
88
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0