კინო მსახიობი შონ კონერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა 2020, 31 ოქტომბერი, 21:07 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯეიმს ბონდის საუკეთესო შემსრულებელი, ოსკარის ლაურიანტი და 3 ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი შონ კონერი. სიახლე BBC-მ გაავრცელა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებიათ. შონ კონერი ცნობილი ჯეიმს ბონდის პირველი და საუკეთესო შემსრულებელია, მან “ბონდიანას" 7 ფილმში მიიღო მონაწილეობა. შოტლანდიელ მსახიობს სულ 70 ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2002 წელს კი ინგლისის დედოფალმა ელიზაბედ მეორემ ის რაინდად აკურთხა. 89 შეფასება არ არის
|