x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მეფე-ბომბა"-კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ბირთვული აფეთქების ისტორია
image

1961 წლის 30 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ბირთვული აფეთქება განახორციელა: 58 მეგატონიანი წყალბადის ბომბი სახელად "მეფე ბომბა"(Царь-бомба) ააფეთქეს ნოვაია ზემლიას კუნძულის საცდელ უბანზე. ნიკიტა ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ თავიდან 100 მეგატონიანი ბომბის დამზადება სურდათ, მაგრამ შემდგომ მისი სიმძლავრე შეამცრიეს, რომ "მოსკოვში ყველა მინა არ ჩატეხილიყო". როგორ მომზადდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი აფეთქება - ჩვენს მასალაში.


"ცარ ბომბა" შეიქმნა ფიზიკოსთა ჯგუფის მიერ 1956-61 წლებში, რომლის ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი იგორ კურჩატოვი . AN602-ის ტესტირება განხორციელდა შედგა 5 წლის შემდეგ - 1961 წლის 30 ოქტომბერს: ბომბი Tu-95-მა ჩამოაგდო კუნძულ ნოვაია ზემლიას პოლიგონზე.


აფეთქების სიმძლავრე ტროტილის ექვივალენტით 58 მეგატონაზე მეტი იყო. AN602 ითვლება ყველაზე მძლავრ ასაფეთქებელ მოწყობილობად კაცობრიობის ისტორიაში. გინესის რეკორდების წიგნში "ცარ ბომბა" შეტანილია, როგორც ყველაზე ძლიერი თერმობირთვული მოწყობილობა.



კურჩატოვის, როგორც მთავარი შემქმნელის გარდა, ბომბის შექმნაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი ფიზიკოსები, როგორიცაა ანდრეი სახაროვი, ვიქტორ ადამსკი, იური ტრუტნევი და იური ბაბაევი. 100 მეგატონიანი სიმძლავრის პროდუქტი პირველი ტესტებისთვის უკვე 1959 წელს იყო მზად. გაშვება მაშინ არ მოხდა, რადგან ნიკიტა ხრუშჩოვი იმედოვნებდა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გაუმჯობესდებოდა: გამოცდა თითქმის 2 წლით გადაიდო.

image

იმ პერიოდში ორ ქვეყანას შორის სანდო ურთიერთობების აწყობა სრულიად შეუძლებელია იყო: ბერლინში გამყოფ კედელს აშენებდნენ, კუბაში შეიჭრა ამერიკული ჯარები. 1961 წელი საერთაშორისო დაპირისპირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე საშიში აღმოჩნდა და სსრკ მთავრობა იძულებული გახდა ბირთვული იარაღის ტესტირება განეახლებინა.


ეს ამბავი რამდენიმე საათში გავრცელდა მთელს მსოფლიოში, რადგან სსრკ არ ფიქრობდა დაემალა ბომბის გამოცდის მომზადების ფაქტი: სიტუაცია უკიდურესაც მწვავე იყო. მსოფლიო ემზადებოდა მოსალოდნელი აღსასრულისთვის და ამერიკული გაზეთები სავსე იყო სათაურებით მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მაგალითად, The New York Times– მა ხრუშჩოვის განცხადება პირველ გვერდზე გამოაქვეყნა.


"აცნობეთ მათ, ვინც ახალ აგრესიაზე ოცნებობს, რომ ჩვენ გვექნება 100 მილიონი ტონა ტრინიტროტოლუოლის ტოლი ბომბი, რომ ასეთი ბომბი უკვე გვაქვს და ამისთვის მხოლოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოცდაღა გვჭირდება. ”


სინამდვილეში, საბჭოთა მეცნიერების რეკომენდაციით, საბოლოოდ ბომბის სიმძლავრე თითქმის განახევრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფეთქების შედეგები და რადიოაქტიური დაბინძურების არეალი კატასტროფული იქნებოდა.



მეფე-ბომბის მთავარი მახასიათებელი იყო ის, რომ მას ჰქონდა სამსაფეხურიანი კონსტრუქცია. პირველი ეტაპის ბირთვული მუხტის სიმძლავრე ერთნახევარზე მეტი მეგატონი იყო, პირველი საფეხურის შემდეგ მეორე თერმობირთვული რეაქციის დაწყება უნდა განხორციელებულიყო, რომლის სიმძლავრე უკვე 50 მეგატონაზე ნაკლები იყო. დანარჩენი 50 მესამე ეტაპზე იყო უზრუნველყოფილი. შედეგად, ურანი მესამე ეტაპზე შეიცვალა ტყვიით და ბომბის სრული სიმძლავრე შემცირდა 51, 5 მეგატონამდე.


საუკუნის მთავარი გამოცდისთვის შეირჩა ნოვაია ზემლიას არქიპელაგის საცდელი პოლიგონი, დადგინდა ტესტის თარიღიც-ოქტომბრის ბოლოს.

სექტემბრის დასაწყისიდან, საიდუმლო ქალაქ არზამას -16-ში ინტენსიური მზადება დაიწყო.
image

თვით ბომბთან ერთად მომზადდა თვითმფრინავიც. მეფე- ბომბის სიგრძე დაახლოებით 8 მეტრი, ხოლო სიგანე 2 მეტრზე მეტი იყო. Tu-95 უბრალოდ არ ჯდებოდა ასეთ მოცულობებში და დიზაინერებს მოუწიათ ბომბდამშენის მოდერნიზაცია ისე, რომ ფიზიკოსების "ქმნილება" თვითმფრინავში მოთავსებულიყო.


კონსტრუქტორების, ფიზიკოსების, ინჟინრებისა და პოლიტიკოსების ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, "ცარ ბომბა" მაინც ვერ ჩაეტია და დარჩა სანახევროდ გამოშვერილი Tu-95– იდან.


20 ოქტომბრისთვის არზამას-16 იდან თერმობირთვული მოწყობილობა კოლსკის ნახევარკუნძულზე ოლენიას საჰაერო ბაზაზე გადაიტანეს, მთელი ოპერაცია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბომბის წონა თითქმის 26 ტონა იყო და მის ტრანსპორტირებისთვის არ არსებობდა შესაფერისი მოწყობილობა. სპეციალურად ამ ბირთვული მონსტრისთვის უშუალოდ ამწყობი საამქროსკენ სარკინიგზო ხაზი გაიყვანეს.

image

1961 წლის 30 ოქტომბერს ოლენიას აეროდრომიდან ბომბით დატვირთული Tu-95V აფრინდა; გადამზიდავი თვითმფრინავის ეკიპაჟი 9 ადამიანისგან შედგებოდა.


გაფრენიდან 2 საათის შემდეგ, ბომბი ჩამოაგდეს დაახლოებით 10 ათასი მეტრის სიმაღლიდან, პარაშუტის სისტემა აუცილებელი იყო "ცარ ბომბისთვის", რათა გადამზიდავი თვითმფრინავის ეკიპაჟს შეეძლებოდა უსაფრთხო მანძილზე გაცლა. თავისუფალი ვარდნის შემთხვევაში დაზარალებულ რაიონში ხალხის გადარჩენის ალბათობა მხოლოდ 1 პროცენტი იქნებოდა.

image

დილის 11:33 საათზე პარაშუტის სისტემა დაეშვა 4, 3 ათას მეტრზე და ბომბი გააქტიურდა. აფეთქებას მოჰყვა თვალისმომჭრელი ციმციმი, რომელიც დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი ცაში ბირთვული სოკოს ფეხი აიჭრა. 40 წამში სოკოს ძირი 30 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, შემდეგ კი გუმბათი წარმოიქმნა, რომლის დიამეტრი 20 კილომეტრზე მეტი იყო.ამ დროს სეისმურმა ტალღამ სამჯერ შემოუარა დედამიწას.

image

ექსპერტთა საბოლოო შეფასებით, "ცარ ბომბას" სიმძლავრე იყო თითქმის 58 მეგატონა ტროტილის ეკვივალენტში, რაც სამი ათასჯერ მეტია, ვიდრე 1945 წელს ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომური ბომბის სიმძლავრე.

image

მეგა-აფეთქებისგან ციმციმი ჩანდა 1000 კმ-ზე მეტ მანძილზე, იგი დაფიქსირდა ნორვეგიაში, გრენლანდიასა და ალასკაში, ხოლო დიკსონის კუნძულის სოფელში აფეთქებიდან 780 კმ-ზე, ფანჯრებში მინები ჩაიმსხვრა.


მსოფლიოს ყველაზე ძლიერი იარაღის გამოცდას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - შეერთებულ შტატებთან ბირთვული პარიტეტის მიღწევა.

მსოფლიო შეძრწუნდა, გაზეთებისა და ჟურნალების პირველ გვერდზე გამოჩნდა ინფორმაციები "მეფე ბომბის" წარმატებული გამოცდის შესახებ, მთელი მსოფლიო შეშინებული იყო იმით, თუ რა ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტდა სსრკ მომავალში.


საბოლოოდ ბირთვული იარაღის გამოცდამ გამოიწვია დიალოგის დაწყება მთავარ სახელმწიფოებს შორის: 1963 წლის აგვისტოში სსრკ-მ, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ათასწლეულის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას-ბირთვული იარაღის კოსმოსურ სივრცეში, წყლის ქვეშ და დედამიწის ზედაპირზე გამოცდის აკრძალვის შესახებ.

0
386
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0