ბიოგრაფია ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე) 2020, 30 ოქტომბერი, 11:06 ჯეკი ო.ეს ფსევდონიმი ჟაკლინს მეორე ქორწინებაში მიეწება. ჯერ ერთი, "ო"-ეს ონასისია. მეორე, იმ დროს საშინლად პოპულარული იყო ეროტიკული რომანი "ისტორია ო". არისტოტელე ონასისს, ბიზნესმენს სულით ხორცამდე, მშვენივრად ესმოდა, რამდენად ხელსაყრელი იყო მისთვის კენედის ქვრივთან ქორწინება. ამერიკული ისტებლიშმენტი რა თქმა უნდა არ იწონებდა ამ კავშირს (კენედის ოჯახობა ონასისს "ევროპულ ნაგავს" უწოდებდა), ამასთან ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ონასისს სერიოზული რომანი ჰქონდა განთქმულ ოპერის მომღერალ, ბერძენ მარია კალასთან. მაგრამ ეს პატიოსანი გარიგება იყო: ჯეკი მილიარდერს იმიჯის დაფნის გვირგვინს უზრუნველყოფდა, ონასისი ჯეკის-ფუფუნებაში ცხოვრებას. ფუფუნება და ჯეკი კი–სინონიმები იყო. 70-იანების დასაწყისისთვის სტილისტებმა ჟაკლინისთვის მინიმალისტური გლამური, ცოტაოდენი ჰიპის დეტალებით შექმნეს–იგი ატარებდა შავ ან თეთრ "კლიოშ" ჯინსის შარვალს, შავ სვიტერს, ზაფხულის ღია ფეხსაცმელს და მუქ სათვალეს ("муха"-ს ტიპის). სტილის ხატად ყოფნა მისი პროფესია გახდა. ამბობენ, რომ ჟაკლინი პაპარაცებს თანხას უხდიდა იმაში, რომ მათ "ფარულად" გადაეღოთ მისთვის ფოტოები და შემდეგ ჟურნალებისთვის გადაეცათ. ბერძნული სამკუთხედი"დამიჯერე, ეს სუფთა საქმიანი ქორწინებაა, მე ჯეკი მჭირდება, მე შენ მიყვარხარ და მეყვარები მხოლოდ შენ"–უხსნიდა ონასისი კალასს. მაგრამ კალასს ესმოდა, რომ სამწუხაროდ ეს მხოლოდ სიტყვები იყო, რომ არი სულ უფრო და უფრო შორდებოდა მას. ონასისი იუბნებოდა, რომ დაკავებული იყო საქმეებით, თავისი იმპერიის მართვით, მაგრამ ყოველ გაზეთში ხედავდა მარია არის და ჯეკის ფოტოებს და სტატიებს მათი რომანის შესახებ. ამ წყვილს ყველგან ერთად ხედავდნენ–ისინი ყველაზე მოდურ რესტორნებში დადიოდნენ, სადაც ადრე ყოველთვის მარიასთან ერთად იყო ონასისი. კალასი უბრალოდ კვდებოდა-არა ეჭვიანობით, არამედ იმიტომ, რომ იგი ანგარებით იქნა გვერდზე გაწეული, უარყოფილი იქნა იმ ადამიანის მიერ, რომელიც მას ნამდვილად ძლიერ უყვარდა, უყვარდა სცენაზე და თავის ხელოვნებაზე მეტად. ორივე ბერძენი, ისინი ერთი სისხლის იყვნენ. ონასისი, დატოვა რა ჯეკი თავის კუნძულ სკორპიოსზე, მარიასთან გაფრინდა პატიების სათხოვნელად. იგი თავს იმართლებდა, რომ ჯეკისთან ქორწინებამდე 20 წელი ვერ გადიოდა ამერიკულ ბაზარზე საგადასახადო ინსპექციასთან კონფლიქტის გამო. "უფრო მეტსაც გეტყვი-განაგრძობდა არი-ჯეკისაც არ ვუყვარვარ, იგი უბრალოდ ოცნებობდა, ქმრის მკვლელობის შემდეგ ამერიკიდან წასულიყო". უძღვნიდა უამრავ ყვავილს, იმუქრებოდა თავის მოკვლით...და კალასიც მოეშვა, დეპრესიამ უკან დაიხია. 1970 წლის მაისში, ონასისი კალასთან ერთად პარიზის რესტორანში გამოჩნდა.დილით, ჯეკიმ ნახა რა პრესაში მათი ერთობლივი ფოტოები, ქმარს განუცხადა, რომ პარიზში მიფრინავდა. არანაირი საყვედური, საქმის გარჩევა, კალასის სახელის არანაირი ხსენება. ჯეკიმ უბრალოდ მოინდომა არისტოტელესთან ერთად იმავე რესტორანში ევახშმა. ონასისი მორჩილად მიუჯდა ჯეკისთან ერთად ზუსტად იმავე მაგიდას. ჟაკლინი ზუსტად ისე პოზირებდა ფოტოგრაფებს, როგორც მარია კალასი. და ჟაკლინმა აჩვენა, თუ ვინ ფლობდა ონასისს. ეს რომ მარია კალასმა ნახა....დაკარგა თავისი ღვთაებრივი ხმა, ჩაიკეტა სახლში და სულ მალე საერთოდ გაემიჯნა სამყაროს. არისტოტელე ონასისის სიკვდილთან ერთად ჟაკლინის ცხოვრების ბერძნული ზაფხულიც დამთავრდა. იგი დაბრუნდა წვიმიან ნიუ-იორკში და ამოიღო ჩიხოლიდან შავი საწვიმარი, ტრენჩები და ხელთათმანები. დადგა შემოდგომა. იხილეთ ასევე:# ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი) # იყო თუ არა ჟაკლინ კენედი ლამაზი ქალბატონი და რაშია მისი, როგორც "ხატის სტილის", საიდუმლო # ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ. # როგორ ერთობოდნენ ბრუნეის მმართველი და მისი ძმა (ჰარამხანა, აუქციონი, სასამართლო) გაგრძელება # ბერლინში აღმოჩენილ კონტრაქტზე (ჰიტლერსა და სატანას შორის), ჰიტლერის ავტოგრაფი ნამდვილია და სისხლის ჯგუფიც ემთხვევა 938 4-ს მოსწონს
|