შოუბიზნესი ბრედ პიტი თავის ახალგაზრდა შეყვარებულს დაშორდა 2020, 29 ოქტომბერი, 13:15 56 წლის მსახიობი ბრედ პიტი და 27 წლის გერმანელი მოდელი ნიკოლ პოტურალსკი დაშორდნენ. წყვილის ურთიერთობამ მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანა, თუმცა, როგორც ინსაიდერები ამბობენ, სერიოზული არაფერი ჰქონიათ. პიტი ამერიკაში ცხოვრობს და სასამართლოში იბრძვის ბავშვების თანამეურვეობისთვის, გოგონა კი გერმანიასია და ქმარი ჰყავს. წყვილმა ერთმანეთი გერმანიაში, რესტორან Borchard ში გაიცნო, რომლის მფლობელის ნიკოლის 68 წლის მეუღლე როლანდ მერია. წყვილს 7 წლის შვილც ჰყავთ და “ღია ურთიერთობები" აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებს უპრობლემოდ ხვდებიან. 176 1-ს მოსწონს
|