x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილი ფილმები, რომლის შემქმნელებმაც სპეცეფექტებზე ეკონომია გააკეთეს და შედეგიც სავალალო აღმოჩნდა

შურისმაძიებლები: ფინალი (2019) imageსიუჟეტის მიხედვით ბრი ლარსონის გმირი ღია კოსმოსში დაფრინავს, სადაც ვაკუუმია და შესაბამისად ჰაერი და მით უმეტეს ქარი, რომელიც თმას ასე უშლის არ არის.

ბინდი საგა, განთიადი -ნაწილი 2 (2012)image

ცნობილმა ვამპირულმა საგამ თვით გადამკვდარი ფანებიც კი გაანაწყენა. რენესმი, ბელას და ედვარდის შვილი მთლიანად კომპიუტერული გრაფიკითაა შექმნილი, რაც ვიზუალურადაც ძალიან ეტყობა. ამიტომაც მიიღო ფილმმა ოქროს მალინას 11 ანტიპრემია.

კატები (2019)

image

ბროდვეის ეს მიუზიკლი ძალიან მასშტაბურ პროექტად იგეგმებოდა, მაგრამ სამწუხაროდ კომპიუტერული გრაფიკა ზედმეტი აღმოჩნდა. ამიტომ ფიომმა საბოლოოდ ოქროს მალინას ანტიპრემია აიღო სხვა ჯილდოების ნაცვლად.

მუმიას დაბრუნება (2011)image

დიდი მეფის როლზე ისედაც დუეინ ჯონსონი მიიწვიეს, ამიტომ მისი სახის შეცვლა კომპიუტერული გრაფიკით და მთლიანი ფილმის ვიდეოთამაშის დამსგავსება ნამდვილად ცუდი გადაწყვეტილება იყო.

ვან ჰელსინგი (2004)image

გრაფ დრაკულას ერთ-ერთი საცოლის სიკვდილს ალბათ შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა, მაგრამ სპეცეფექტების შემქმნელებმა უბრალოდ გადაწყვიტეს კომპიუტერულ მოდელზე მსახიობის თავის “მიკერება".

მწვანე შუქურა (2011)

image

საშინელი სპეცეფექტები, ცუდი სცენარი, მეტი რა არის საჭირო ფილმის ჩასაფლავებლად?

იქს ადამიანები: დასაწყისი (2009) image

ფილმის ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი იყო, მაგრამ რეჟისორებმა სპეცეფექტებზე ზედმეტის დახარჯვა არ მოინდომეს და აი შედეგიც.

სონიკი ფილმში (2020) image

სახის პროპორციები, ადამიანის კბილები. ეს ხომ ზღარბია, ვიდეოთამაშიდან.

მე-ლეგენდა ( 2007)image

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ კრიტიკა ამ ფილმმაც დაიმსახურა, კერზოდ კი ზომბების არარეალისტურმა გრაფიკამ.

იქს ადამიანები: აპოკალიპსი( 2016)image

ჟურნალ Time-ს ვერსიით წლის ყველაზე ცუდი ფილმი გახდა. იმისდა მიუხედავად, რომ ფილმი ფანტასტიკის ჟანრისაა, ზოგიერთი კომპიუტერული გრაფიკა არარეალური და უხარისხოა.

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა( 2001)image

ჰარი პოტერის ფილმები მართალია თავის დროზე ოსკარის რამდენიმე ნომინაციაზე წარდგენილი იყო, მაგრამ ფილმის შემქმნელებმა აშკარად მოიკოჭლეს გრაფიკაში. უბრალოდ ამ ტროლს შეხედეთ, კომპიუტერული თამაშიდან გადმოსულს რომ ჰგავს.

ჰალკი (2003)image

ჰალკის შესაქმნელად ასობით გაფიკოსი და დიზაინერი მუშაობდა, მაგრამ გრაფიკა ისეთი გამოვიდა საბოლოოდ, რომ ბევრმა კომიქსების მოყვარულმა ფილმი უბრალოდ დააიგნორა. საბედნიეროდ 2008 წელს გადაღებულმა ჰალკის სიქველმა მოლოდინი უფრო გაამართლა.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0