x
image
_K_
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თვალში რაღაც ჩაგივარდათ - 7 უსაფრთხო ხერხი
image

წამწამები, ქუთუთოები და ცრემლები ერთად "მუშაობენ" რათა თვალში უცხო ობიექტის მოხვედრა თავიდან აიცილონ. თუმცა, მაინც ხშირად ხდება, რომ ქვიშის ან მტვრის პატარა ნაწილები ამ ადგილას ხვდება, მაგალითად სანაპიროზე ყოფნისას ან ველოსიპედის მართვისას. მათ შეიძლება რქოვანას ზედაპირი დააზიანონ, რაც საკმაოდ მტკივნეულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში. სტატიაში თვალიდან უცხო ობიექტის ამოღების 7 უსაფრთხო ხერხს გასწავლით.






იცოდეთ, როდის არის საჭირო სამედიცინო ჩარევა.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თვალში ჩავარდნილი ნაწილაკის ამოსაღებად სამედიცინო ჩარევა დაგჭირდეთ. გაითვალისწინეთ შემდეგი შემთხვევები:

⬤ თვალში მოხვდა ქიმიური ნარევი.


⬤ უცხო ობიექტი მაღალი სიჩქარით მოხვდა თვალში.

⬤ თვალში მოხვდა მეტალის ან მინის ნაწილაკი.

თუ თვალში მტვრის ან ქვიშის ნაწილაკი ჩაგივარდებათ, პირველ რიგში მისი ამოღება თავად უნდა სცადოთ. თუმცა, თუ ცოტა ხნის გასვლის შემდეგაც გექნებათ თვალის სიწითლე, ხელი შეგეშლებათ ხედვაში, ან ტკივილს იგრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

image






1. დაიბანეთ ხელები, სანამ თვალებს შეეხებით.

ეს საფეხური ხშირად ავიწყდებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვალიდან უცხო ნაწილაკი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოიღონ. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვალს სუფთა ხელებით შეეხოთ. ასე თავიდან აიცილებთ მასში არასასურველი ბაქტერიის მოხვედრას ან თვალის უფრო მეტად დაბინძურების რისკს.

image






2. მაშინვე არ მოისრისოთ თვალი. დაახამხამეთ და საშუალება მიეცით ცრემლს, თავად "გამორეცხოს" უცხო ნაწილაკი.

თვალის მოსრესა ბუნებრივი რეაქციია და თითქმის ყველა ასე იქცევა, როცა თვალში უცხო ნაწილაკს იგრძნობენ. თუმცა, ამან შეიძლება მეტად დააზიანოს ორგანო. ასე რომ, სცადეთ თავიდან აირიდოთ ეს ჩვევა და ქვიშის ან მტვრის ნაწილაკის მოშორება თვალის რამდენჯერმე დახამხამებით სცადოთ. ასე სხეული ბუნებრივად გამოდევნის თვალიდან უცხო ობიექტს.

image






3. სცადეთ თვალში მოხვედრილი ნაწილაკის დანახვა.

როცა თვალში უცხო ობიექტს იგრძნობთ, სცადეთ მისი დანახვა, აიხედეთ მაღლა, შემდეგ დაბლა, შემდეგ - გვერდებზე. თუ მის დანახვას ვერ ახერხებთ, შეიძლება ის ქუთუთოს შიგნით იყოს მოთავსებული. ზედა ქუთუთოს გამოსაკვლევად, მოათავსეთ ასანთის ღერი მასზე და ნელ-ნელა ასწიეთ ზედა ქუთუთო. შემდეგ დაბლა დაიხედეთ. წესით, ობიექტი თვალის ქვედა ნაწილში იქნება ჩამოსული. ხოლო თუ ნაწილაკი ქვედა ქუთუთოზეა, ნაზად ჩამოიწიეთ ქუთუთო და აიხედეთ მაღლა.

image






4. ასანთის ღერის დახმარებით, წრიული მოძრაობით მოიშორეთ ქვიშის ან მტვრის ნაწილაკი.

თუ ნაწილაკი ქუთუთოზე იქნება, მისი მოშორება ასანთის ღერით სცადეთ. ერთი ხელით ქუთუთო დაიჭირეთ, მეორეში კი შვაბრა გქონდეთ. წრიული მოძრაობით, ისე რომ ასანთის ღერი თვალის გუგას არ მიაკაროთ, უსაფრთხოდ შეძლებთ უცხო ობიექტის მოშორებას.

image






5. გამოირეცხეთ თვალი სუფთა წყლით.

თუ სახლში თვალის აბაზანა (თვალსაფარი) მოგეპოვებათ, გამოიყენეთ ის. პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ და არაფერს შეახოთ. შეავსეთ ის სუფთა წყლით ან სპეციალური თვალის სითხით, თუ შესაძლებელია. შემდეგ, მოათავსეთ თვალზე და გამოირეცხეთ. არ დაგავიწყდეთ ქვევით, ზევით და გვერდებზე გახედვა, რათა თვალის ყველა ნაწილი კარგად გამოირეცხოს.

image

თუ თვალის აბაზანა გაშინებთ, შეგიძლიათ ეს ხერხი სცადოთ. აავსეთ ჯამი წყლით და თავი მასში ჩაყავით ისე, რომ თვალები გახელილი გქონდეთ. ამოძრავეთ თვალი აქეთ-იქით, რათა წყალმა მის ყველა ნაწილს მიაღწიოს. როცა თავს ამოყოფთ, თვალი რამდენჯერმე დაახამხამეთ და შეამოწმეთ, თუ მოგშორდათ უცხო ნაწილაკი.

image

მესამე ხერხის მიხედვით, თვალი გამდინარე წყალს უნდა შეუშვიროთ. თითებით ნაზად ჩამოიწიეთ ქვედა ქუთუთო და ცალ მხარეს გადასწიეთ თავი. მოუშვით წყლის მცირე ნაკადი და მარტივად მოიშორებთ თვალიდან არასასურველ ობიექტს.

image






6. იცოდეთ, რამდენი ხანია საჭირო თვალის გამოსარეცხად.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რამდენი ხანი სჭირდება თვალს გამორეცხვა. რბილი გამღიზიანებლებისთვის, როგორიცაა ხელის საპონი ან შამპუნი, 5 წუთი საკმარისია. თუ ქიმიური ნარევი მოგხვდებათ თვალში, მის გამოსარეცხად 15 წუთი გჭირდებათ; ძლიერი ალკალებისთვის კი (კალიუმი ან კალციუმის ჰიდროქსიდი) 60 წუთი გაითვალისწინეთ. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ თვალში ქიმიური ნარევის მოხვედრის შემთხვევაში სამედიცინო ჩარევაც გჭირდებათ!

image






7. დაიხმარეთ მეგობარი.

თუ თავად ვერ ახერხებთ, ყოველთვის შეგიძლიათ მეგობარს სთხოვოთ დახმარება. ის უფრო მშვიდად ჩახედავს თქვენს თვალში მოხვედრილ ნაწილაკებს. თითით ჩამოიწიეთ ქვედა ქუთუთო და მაღლა აიხედეთ, რათა თქვენს მეგობარს კარგად დაკვირვების საშუალება ჰქონდეს. დარწმუნდით, რომ სანამ შეგეხებათ, ხელებს დაიბანს!

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ არ უნდა გაასწოროთ საწოლი გაღვიძებისთანავე - ეს უნდა იცოდეთ!

image


2. 20 ნივთი, რისგანაც სახლი ახლავე უნდა გაათავისუფლოთ

image


3. რა ხდება სინამდვილეში, როცა თქვენს კერძზე ბუზი ხვდება

image


4. 15+ სკანდინავიური ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

image


5. 11 რჩევა, რამაც შეიძლება კრიტიკულ სიტუაციაში გადაგარჩინოთ

image

4
1000
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1000
  
2023, 12 ოქტომბერი, 19:21
For corporate tax in uae Contact Crista UAE a leading consultancy firm https://cristauae.com/tax-services
2022, 7 ივნისი, 13:44
web visit https://xanaxshop.com/product/hydrocodone-10-500mg/
2022, 7 ივნისი, 13:44
Enjoyed reading the article above , really explains everything in detail, the article is very interesting and effective. Thank you and good luck in the upcoming articles
web visit https://xanaxshop.com/product/hydrocodone-10-500mg/
2020, 24 ნოემბერი, 2:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4