საზოგადოება „თქვენ ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ!.. მადლობა!...“ - რას წერს მძევალი გალდავაზე 2020, 22 ოქტომბერი, 12:49 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკში მძარცველი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა და სახელმწიფოსგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ტერიტორიის მძევლებთან ერთად უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. მძარცველმა გვიან ღამით ბანკის შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა, ერთ-ერთ მძევალს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. სოციალურ ქსელში კი ამ ამბავს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების უმეტესობამ გალდავას ეს საქციელი მოიწონა და გმირადაც მოიხსენიებენ. გთავაზობთ ერთ-ერთი მძევლის სტატუსს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ავთანდილ გალდავას მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა. „თქვენ ჩემი გმირი ხართ! თქვენ ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ! მადლობა მადლობა მადლობა“, - წერს მძევალი აიდა ქაჯაია. . ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელების შეჭრასთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს. . „გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს .
მადლობა გულშემატკივრობისთვის“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
.
100 შეფასება არ არის
|